,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის განათლების ხელშეწყობის, კულტურის ხელშეწყობის, სპორტის ხელშეწყობისა და ახალგაზდობის მხარდაჭერის პროგრამებიდან დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 აგვისტოს N16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/07/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.112.016570
16
29/07/2025
ვებგვერდი, 30/07/2025
190020020.35.112.016570
,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის განათლების ხელშეწყობის, კულტურის ხელშეწყობის, სპორტის ხელშეწყობისა და ახალგაზდობის მხარდაჭერის პროგრამებიდან დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 აგვისტოს N16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №16

2025 წლის 29 ივლისი

       ქ. ლანჩხუთი

,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის განათლების ხელშეწყობის, კულტურის ხელშეწყობის, სპორტის ხელშეწყობისა და ახალგაზდობის მხარდაჭერის პროგრამებიდან დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 აგვისტოს №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის  განათლების ხელშეწყობის, კულტურის ხელშეწყობის, სპორტის ხელშეწყობისა და ახალგაზდობის მხარდაჭერის პროგრამებიდან დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 აგვისტოს №16 დადგენილების (სსმ, ვებგვერდი, 25/08/2023 წელი, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.112.016519) 1-ლი მუხლით დამტკიცებულ დანართში – ,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის განათლების ხელშეწყობის, კულტურის ხელშეწყობის, სპორტის ხელშეწყობისა და ახალგაზრდობის მხარდაჭერის პროგრამებიდან დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხის გაცემის წესში“ შევიდეს ცვლილებები, კერძოდ:
1. დანართის მე-2 მუხლის ,,კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,კ) ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლობების/ინდივიდუალური შემსრულებლის ხელმძღვანელი პირები – პედაგოგები, კონცერტმაისტერები, რეჟისორები, მუსიკალური ხელმძღვანელები, კომპოზიტორები, ქორეოგრაფები, ლოტბარები, რეგენტები, დირიჟორები და სხვა, ვინც უშუალოდ მოამზადა ან შექმნა  ამა თუ იმ შემოქმედებითი წარმომადგენლობისათვის/დასისათვის საკონკურსო ნომერი და უხელმძღვანელა მის ფესტივალ-კონკურსზე წარდგენას;“

2. დანართის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) სკოლის მიერ გამოვლენილი, წლის საუკეთესო მასწავლებლის ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვროს - 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.“

3. დანართის მე-5 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 5. ხელოვნების სხვადასხვა დარგის ინდივიდუალური შემსრულებლების, ხელოვნების წარმომადგენლობების ხელმძღვანელი პირების დაჯილდოება“

4. დანართის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლობების/ინდივიდუალური შემსრულებლის ხელმძღვანელი პირების ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვროს შემდეგი სახით:

ა) საქართველოს მასშტაბით ფესტივალ-კონკურსებზე გამარჯვების შემთხვევაში:

ა.ა) გრან-პრი  – 700 ლარი;

ა.ბ) ოქროს მედალი და ლაურეატი –   600  ლარი;

ა.გ) ვერცხლის მედალი და ლაურეატი  – 500 ლარი;

ა.დ) ბრინჯაოს მედალი  და ლაურეატი – 400 ლარი;

ა.ე) I ადგილი და ლაურეატი –  300 ლარი;

ა.ვ)  II  ადგილი  და ლაურეატი –  200 ლარი;

ა.ზ)  III ადგილი  და ლაურეატი – 100 ლარი.

ბ) საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსებზე გამარჯვების შემთხვევაში:

ბ.ა) გრან-პრი  – 800 ლარი;

ბ.ბ) ოქროს მედალი და ლაურეატი  – 700  ლარი;

ბ.გ) ვერცხლის მედალი და ლაურეატი – 600 ლარი;

ბ.დ) ბრინჯაოს მედალი და ლაურეატი   –  500 ლარი;

ბ.ე) I ადგილი და ლაურეატი –  400 ლარი;

ბ.ვ) II  ადგილი  და ლაურეატი –  300 ლარი;

ბ.ზ) III ადგილი  და ლაურეატი– 200 ლარი.“.

5. დანართის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ) განმცხადებლის/კანონიერი წარმომადგენლის ანგარიშის ნომრის  ამონაწერი საბანკო დაწესებულებიდან ან სახელმწიფო ხაზინის ბანკის კოდი“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებესიკ ტაბიძე