„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 25 ივნისის №129 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 135
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/07/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/08/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.123.016727
135
30/07/2025
ვებგვერდი, 01/08/2025
010250050.35.123.016727
„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 25 ივნისის №129 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
 
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №135

2025 წლის 30 ივლისი

ქ. ქუთაისი

„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 25 ივნისის №129 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 25 ივნისის №129 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27.06.2025, №010250050.35.123.016721) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების დანართის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ირჩევს საბჭოს თავმჯდომარე.“.

2. დადგენილების დანართის მე-5 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) საკრებულოს წევრების, საკრებულოს ფრაქციებისა და კომისიების წევრების, მერიის სამსახურების წარმომადგენლების უფლებამოსილების შეწყვეტა/უფლებამოსილების ვადის ამოწურვა, გათავისუფლება.“.

3. დადგენილების დანართის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საბჭოს პირველ სხდომას იწვევს საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც საბჭოს შემადგენლობიდან ირჩევს მოადგილეს.“.

4. დადგენილების დანართის მე-6 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. საბჭოს სხდომები და გადაწყვეტილებები ფორმდება საბჭოს სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე და საბჭოს მდივანი.“.

5. დადგენილების დანართის მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი: „10. საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ, დოკუმენტურ და საინფორმაციო უზრუნველყოფას ახორციელებს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალი­ტეტის საკრებულოს აპარატის წარმომადგენელი, რომელიც არის საბჭოს მდივანი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი შენგელია