დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 48/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 28/07/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/07/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300160080.22.022.018683 |
|
„საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანების (სსმ III, 01.10.2010, №126, მუხ.1839) პირველი პუნქტით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ (დანართი №1):
ა) მე-2 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ან განათლების აღიარების მიზნით, საგანმანათლებლო დოკუმენტის მფლობელი ან სხვა დაინტერესებული პირი, ცენტრში წარადგენს ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად შევსებულ განცხადებას და თანდართულ დოკუმენტებს. უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებულ პირად მიიჩნევა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელში სწავლის გაგრძელების მიზნითაც ხორციელდება უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება. 4. დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი განაცხადი უნდა პასუხობდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. თანდართული დოკუმენტები ცენტრს წარედგინება ქართულ ენაზე, ხოლო უცხოენოვან დოკუმენტს თან ერთვის სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე. ფიზიკური პირის განცხადებას თან ერთვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც განცხადების წარდგენა ხდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ციფრული მმართველობის სააგენტოს მიერ ადმინისტრირებული ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის – (My.gov.ge) მეშვეობით.“; ბ) მე-6 მუხლის 22 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 23 პუნქტი: „23. ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული დაინტერესებული პირის მიერ განცხადების წარმოდგენის შემთხვევაში, განცხადებას უნდა ერთოდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა სტუდენტთა საერთო რაოდენობის ფარგლებში არსებულ ვაკანტურ ადგილზე პირის მიღების შესაძლებლობის თაობაზე და საგანმანათლებლო დოკუმენტის მფლობელი პირის თანხმობა უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მიზნით, პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები