დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 მაისის N226 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 461 |
| დოკუმენტის მიმღები | თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/07/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/07/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.157.016564 |
|
„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 მაისის №226 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4, მე-6 და მე-7 პუნქტების საფუძველზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილებები „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 მაისის № 226 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04.06.2018, სარეგ. კოდი 010250050.35.157.016330):
1. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.თ“ ქვეპუნქტისა და „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“. 2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის, „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს დებულების“ პირველი მუხლის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საბჭო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და კაცთა თანასწორობის შესახებ“ ევროპული ქარტიის, „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №59 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის, ამ დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.“. 3. დადგენილებით დამტკიცებული დანართის, „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს დებულების“ მესამე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. საბჭოს სტრუქტურა 1. საბჭოს შემადგენლობა განისაზღვროს 17 წევრით. საბჭო შედგება თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, საბჭოს მდივნისგან და საბჭოს წევრებისაგან. 2. საბჭოს შემადგენლობაში შედიან: საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქციიებიდან თითო წარმომადგენელი, ყველა კომისიის თავმჯდომარე, საკრებულოს აპარატის წარმომადგენელი, მერის მოადგილე და მერიის (შემდგომში „მერია“) სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები (არა უმეტეს 5 წარმომადგენლისა), მერიაში ქალთა უფლებების დაცვის საკითხებზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე და ბავშვთა უფლებების საკითხებზე მომუშავე საჯარო მოსამსახურე, შესაძლებელია ასევე, საბჭოს წევრად განისაზღვროს ადგილობრივი კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. 3. საბჭოს წევრობის შეწყვეტის საფუძვლებია: ა) საბჭოდან გამოსვლის შესახებ პირადი წერილობითი განცხადების წარდგენა; ბ) საბჭოს წევრის მიერ საბჭოს სხდომაზე არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 3-ჯერ გამოუცხადებლობა გ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა; დ) საბჭოს წევრის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა; ე) გარდაცვალება; ვ) მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირთა უფლებამოსილების შეწყვეტა და საჯარო მოხელეთა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება (საბჭოს წევრი თანამდებობის პირებისა და საჯარო მოსამსახურეების შემთხვევაში); ზ) მერის მიერ განსაზღვრული ქალთა უფლებების დაცვის საკითხებზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურის ცვლილების შემთხვევაში. 4. საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს და ბრძანებით ამტკიცებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. 5. საბჭოსთან შესაძლებელია შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობას და საქმიანობის ფორმებს განსაზღვრავს საბჭოს თავმჯდომარე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები