თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 მარტის N07 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 მარტის N07 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები თელავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/07/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.163.016645
15
28/07/2025
ვებგვერდი, 29/07/2025
010250020.35.163.016645
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 მარტის N07 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
თელავის მუნიციპალიტეტი
 

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №15

2025 წლის 28 ივლისი

ქ.თელავი

 

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 მარტის №07 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1. შეტანილ იქნეს ცვლილება თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 მარტის №07 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“  (www.matsne.gov.ge; 29/03/2023; 010250020.35.163.016586).
1. თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 მარტის№07 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, საკრებულო თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ორგანიზებისა და მისი იდენტობის განსაზღვრის, ორგანიზაციული საქმიანობის, მუნიციპალიტეტის ადამიანური რესურსების მართვის, აღმასრულებელი ორგანოების საქმიანობის რეგულირებისა და კონტროლის,  მუნიციპალიტეტის განვითარების დაგეგმვის, საფინანსო-საბიუჯეტო, მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვისა და მართვის, სოციალური, კეთილმოწყობისა და საყოფაცხოვრებო -კომუნალური, მიწათსარგებლობის და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგეგმარების, ტრანსპორტისა და საგზაო მეურნეობის, აღრიცხვის, ინოვაციური განვითარების მხარდაჭერის და ინფორმატიზაციის  სფეროებში.“.

2. თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 მარტის №07 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ქალისა და ბავშვის საკითხებზე მომუშავე  მუნიციპალური საბჭოს შექმნა და მისი დებულების დამტკიცება. “.

3. თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 მარტის №07 დადგენილებით დამტკიცებული დებულებიდან ამოღებული იქნეს მე-3 მუხლის მე-14 პუნქტი.

4. თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 მარტის №07 დადგენილებით დამტკიცებული დებულებიდან ამოღებული იქნეს 81-ე მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი.

5. თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 მარტის №07 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 81-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ქალისა და ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე ნორმატიული აქტის ზეგავლენის შეფასება. “.


მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთენგიზი მთვარელიშვილი