საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვაჭრობის განვითარებისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 16 მაისის N1-1/240 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვაჭრობის განვითარებისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 16 მაისის N1-1/240 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1-1/288
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 25/07/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.024.016922
1-1/288
25/07/2025
ვებგვერდი, 29/07/2025
010240030.22.024.016922
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვაჭრობის განვითარებისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 16 მაისის N1-1/240 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება  №1-1/288

2025 წლის 25 ივლისი

ქ. თბილისი

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვაჭრობის განვითარებისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 16 მაისის №1-1/240 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვაჭრობის განვითარებისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 16 მაისის №1-1/240 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 17/05/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010240030.22.024.016558) დამტკიცებულ „ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვაჭრობის განვითარებისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის დებულებაში“ შეტანილ იქნეს ცვლილება:

1. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 3. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.

2. დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და შესაბამისი მინისტრის მოადგილის წინაშე.

4. დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;

ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას;

გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტში შემავალ სამმართველოებსა და მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ შესაბამის მითითებებს;

დ) ზედამხედველობს დეპარტამენტში შემავალი სამმართველოების უფროსებისა და მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

ე) ხელს აწერს/ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ და/ან სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ შესათანხმებლად წარმოდგენილ დოკუმენტებს;

ვ) წარუდგენს მინისტრს და შესაბამის მინისტრის მოადგილეს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზაციის, თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ზ) მინისტრთან და შესაბამისი მინისტრის მოადგილესთან შუამდგომლობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების, ასევე მათი სამსახურებრივი მივლინების თაობაზე;

თ) ასრულებს სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს, აგრეთვე მინისტრისა და შესაბამისი მინისტრის მოადგილის ცალკეულ დავალებებს.

5. დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე (მოადგილეები), რომელსაც, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.

6. დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე (არსებობის შემთხვევაში) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას და დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის, შესაბამისი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

7. დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე (არსებობის შემთხვევაში) უფლებამოსილია, ხელი მოაწეროს/ვიზირება გაუკეთოს დეპარტამენტში მომზადებულ, სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფში გასაგზავნ კორესპონდენციას.

8. დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე (არსებობის შემთხვევაში), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მასზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის და მინისტრის წინაშე.

9. კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნისას, მის მოვალეობებს (არსებობის შემთხვევაში) ასრულებს დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე ან დეპარტამენტის ერთ-ერთი მოსამსახურე.“.

2. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომელიც წარმართავს სამმართველოს საქმიანობას და სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ან/და დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილის წინაშე.“.

3. მე-5 მუხლის მე-2მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის ფუნქციებს ანაწილებს დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.

3. დეპარტამენტის მოსამსახურეები მათზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე ანგარიშვალდებული არიან სამმართველოს მეორადი სტრუქტურული ერთეულის და დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ან/და დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილის წინაშე.

4. დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ან მისი ფუნქციების შემსრულებლის არყოფნის შემთხვევაში, სამმართველოს მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს/ვიზირებას უკეთებს სამმართველოში მომზადებულ და/ან სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ შესათანხმებლად წარმოდგენილ დოკუმენტებს.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2025 წლის 17 ივლისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიმარიამ ქვრივიშვილი