„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ხელფასისა (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატის ოდენობების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №387 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 301
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/07/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 130000000.10.003.025193
301
28/07/2025
ვებგვერდი, 29/07/2025
130000000.10.003.025193
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ხელფასისა (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატის ოდენობების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №387 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №301 

2025 წლის 28 ივლისი

   ქ. თბილისი

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ხელფასისა (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატის ოდენობების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №387 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ხელფასისა (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატის ოდენობების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №387 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/07/2015, 130000000.10.003.018773) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში (შემდგომში – სამსახური) მოსამსახურეთა ხელფასები (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოები):

1. თანამდებობრივი სარგოების ყოველთვიური განაკვეთები − №1 – №31 დანართების შესაბამისად.

2. წოდებრივი სარგოების ყოველთვიური განაკვეთები − დანართ    №32-ის შესაბამისად.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული №1 − №34 დანართები ჩამოყალიბდეს №1 − №32 დანართებად თანდართული რედაქციით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 აგვისტოდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე