დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 მაისის №31 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 23 |
| დოკუმენტის მიმღები | ახალციხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/07/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/08/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.138.016580 |
|
,,ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 მაისის №31 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 მაისის №31 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01/06/2022, სარეგისტრაციო კოდი:010250050.35.138.016476) და დადგენილებით დამტკიცებული დანართის (დებულება): |
1.
პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახური (შემდგომში – სამსახური) მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულია, რომელიც უზრუნველყოფს განათლების, კულტურის, სპორტის, ქალთა უფლებების დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას და მათი განხორციელების უზრუნველყოფას.’’ |
2.
მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ა) კულტურისა და ქალთა უფლებების დაცვის განყოფილება;’’. |
3.
მე-4
მუხლის პირველი პუნქტის
„ა’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) განათლების, კულტურის, სპორტის, ქალთა უფლებების დაცვის, ახალგაზრდობის და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას;’’. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები