დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ” ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 23 მაისის №8 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 16 |
| დოკუმენტის მიმღები | ბორჯომის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/07/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/08/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.139.016584 |
|
„ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 23 მაისის №8 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ” ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 23 მაისის №8 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 010250000.35.139.016576, 23/05/2025) და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის – ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს დებულების:
1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. საბჭოს ძირითადი ამოცანები და უფლებამოსილება 1. საბჭოს ძირითადი ამოცანაა: ა) ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველსაყოფად საჭიროებების ანალიზი, შეფასება, პრიორიტეტების განსაზღვრა და მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით, საბჭოს მიერ განსახორციელებელი სამოქმედო გეგმის შემუშავება, საკრებულოსთვის დასამტკიცებლად წარდგენა და დამტკიცებული სამოქმედო გეგმის შესრულების კოორდინაცია; ბ) ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველსაყოფად საჭიროებების ანალიზი, შეფასება, პრიორიტეტების განსაზღვრა და მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით, მოკლევადიანი და გრძელვადიანი პროგრამების შესამუშავებლად აღმასრულებელი ორგანოსათვის წინადადებების მომზადება და რეკომენდაციების გაცემა; გ) ქალისა და მამაკაცის უთანასწორობის და ქალთა და ბავშვთა უფლებების დარღვევის აღმოფხვრის მიზნით მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების ანალიზი, საჭიროების შემთხვევაში წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება; დ) ქალთა და ბავშვთა დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმის პრევენციისა და ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველყოფის მიზნით, მუნიციპალიტეტის პოლიტიკის დოკუმენტის, პროგრამების, გეგმებისა და ბიუჯეტის პროექტების განხილვა, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება; ე) მუნიციპალიტეტის ორგანოების სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის და ქალთა და ბავშვთა უფლებების დარღვევის შეფასების თვალსაზრისით, საჭიროების შემთხვევაში წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება და შესაბამისი ორგანოსათვის წარდგენა; ვ) ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვისა და ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველსაყოფად არსებული სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამებისა და სერვისების შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა და ინფორმაციის პერიოდულად გავრცელება; ზ) ქალთა და ბავშვთა უფლებების, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელების მიზნით მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ შესრულებული ან/და მიმდინარე აქტივობების მონიტორინგი და შეფასება; თ) საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან თანამშრომლობა, შესაბამისი ინფორმაციისა და წინადადებების მიწოდება; ი) საქართველოს კანონმდებლობის ანალიზი საჭიროების შემთხვევაში ქალთა და ბავშვთა უფლებების დარღვევის აღმოფხვრის, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველსაყოფად წინადადებების შემუშავება და საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიისთვის წარდგენა; კ) ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვისა და ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველყოფის მიზნით ცალკეული ღონისძიებების შემუშავება, დაგეგმვა და მონაწილეობის მიღება; ლ) ქალთა და ბავშვთა უფლებების დარღვევის და ქალისა და მამაკაცის უთანასწორობის შესახებ წარდგენილი განცხადებების, დოკუმენტაციის და სხვა ინფორმაციის განხილვა, კომპეტენციის ფარგლებში მათზე რეაგირების მოხდენა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; მ) ქალთა და ბავშვთა უფლებების, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ ინტეგრირებული საგანმანათლებლო და სხვა სახის ღონისძიებების ჩატარება. 2. საბჭოს უფლება აქვს: ა) ჩაატაროს თემატური მოკვლევა მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საჭიროებების, ქალისა და მამაკაცის უთანასწორობის მიზეზების დასადგენად, შეისწავლოს მოკვლევის საფუძველზე გამოვლენილი გამოწვევები, მოამზადოს წინადადებები და რეკომენდაციები; ბ) ითანამშრომლოს სახელმწიფო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, შესაბამის დარგში მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები და სპეციალისტები; გ) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა და ბავშვთა საკითხებთან დაკავშირებით წარმოადგინოს მუნიციპალიტეტი სახელმწიფო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობებში; დ) მოითხოვოს და მიიღოს ქალთა და ბავშვთა უფლებების, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომელიც აუცილებელია საბჭოს ფუნქციების განსახორციელებლად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ე) განახორციელოს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილება, რომელიც ამ დებულებაში პირდაპირ არ არის მითითებული, მაგრამ აუცილებელია საბჭოს ამოცანების შესასრულებლად.“. 2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საბჭო შედგება საბჭოს თავმჯდომარის, საბჭოს მდივნის და სხვა წევრებისაგან. საბჭოს წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს 7-ზე ნაკლები. საბჭოს წევრთა რაოდენობაა 19.“. 3. მე-4 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. საბჭოს სხდომა და საბჭოს მუშაობის წესი“; ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.“. გ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი: „9. ობიექტური გარემოებების არსებობისას, საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, საბჭომ მოქმედი კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება შესაძლებელია განახორციელოს დისტანციურად, ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით.“. 4. მე-6 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგ რედაქციით: „2. საბჭოს სხდომის მიმდინარეობა, განხილული საკითხები და მიღებული გადაწყვეტილებები ფორმდება სხდომის ოქმით, რომელშიც უნდა აისახოს სხდომის ჩატარების თარიღი, დრო და ადგილი, სხდომის დაწყების და დასრულების დრო, სხდომაზე დამსწრე საბჭოს წევრების და მოწვეული პირების სია, სხდომის დღის წესრიგით განსახილველ საკითხთა ნუსხა, სხდომაზე განხილული საკითხები და გამოთქმული მოსაზრებები, კენჭისყრის შედეგები, სხდომაზე მიღებული წინადადებები და რეკომენდაციები, საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებები. სხდომის ოქმს ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი.“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგ რედაქციით: „4. საბჭოს სხდომის ოქმში შეტანილი წინადადებები და რეკომენდაციები ეგზავნებათ ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოებსა და თანამდებობის პირებს, რომლებიც ვალდებულნი არიან განიხილონ წარდგენილი წინადადებები და რეკომენდაციები და 1 თვის ვადაში მიაწოდონ საბჭოს ინფორმაცია აღნიშნულ საკითხებზე რეაგირების შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს ინფორმაციას შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების გათვალისწინების მდგომარეობის, ეფექტიანობის, მისი გათვალისწინების პერიოდში გამოვლენილი ხელის შემშლელი გარემოებების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მათ აღმოსაფხვრელად საჭირო ღონისძიებების შესახებ.“; გ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები: „5. საბჭოს სხდომის ოქმს თან უნდა დაერთოს: ა) სხდომაზე მონაწილე საბჭოს წევრთა რეგისტრაციის ფურცელი; ბ) სხდომის მასალები განხილული საკითხების შესახებ. 6. საბჭოს სხდომის ოქმი და მასზე თანდართული მასალები ინახება საკრებულოს აპარატში, ხოლო შემდეგ ბარდება არქივს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“ 5. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგ რედაქციით: „მუხლი 7. საბჭოს თავმჯდომარე 1. საბჭოს თავმჯდომარე ხელმძღვანელობს საბჭოს მუშაობას, უზრუნველყოფს საბჭოს მიზნებისა და ამოცანების შესრულებას. 2. საბჭოს თავმჯდომარე უფლებამოსილია: ა) საერთო ხელმძღვანელობა გაუწიოს საბჭოს საქმიანობას; ბ) განსაზღვროს საბჭოს დღის წესრიგი, მოიწვიოს საბჭოს სხდომა დამოუკიდებლად ან საბჭოს წევრთა არანაკლებ ერთი მესამედის მოთხოვნის საფუძველზე და გაუძღვეს საბჭოს სხდომებს; გ) განსაზღვროს საბჭოს სხდომაზე მოსაწვევ პირთა სია და მოიწვიოს ისინი საბჭოს სხდომაზე; დ) მოახდინოს საკითხის ინიცირება, მონაწილეობა მიიღოს დებატებში, დასვას შეკითხვები, გააკეთოს განმარტება, განცხადება ან/და მიმართვა; ე) განსაზღვროს გამომსვლელთა რიგითობა და მისცეს მათ სიტყვა; ვ) უზრუნველყოს საბჭოს წევრთა უფლებებისა და სხდომის ჩატარების პროცედურების დაცვა; ზ) აკონტროლოს საბჭოს წევრთა მიერ მოვალეობების შესრულება; თ) დასვას საკითხი კენჭისყრაზე, გამოაცხადოს კენჭისყრის შედეგები და დახუროს სხდომა; ი) ხელი მოაწეროს საბჭოს სხდომის ოქმს და საბჭოს მიერ მიღებულ სხვა დოკუმენტებს; კ) უზრუნველყოს საბჭოს მიერ მიღებული წინადადებებისა და რეკომენდაციების შესაბამისი ორგანოებისა და თანამდებობის პირებისთვის წარდგენა; ლ) განახორციელოს საბჭოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილება; მ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით დადგენილი სხვა უფლებამოსილებებით.“. 6. მე-7 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 მუხლები: „მუხლი 8. საბჭოს მდივანი 1. საბჭოს მდივანი: ა) ორგანიზებას უწევს საბჭოს სხდომის მოწვევას; ბ) საბჭოს სხდომის მოწვევის შესახებ საბჭოს წევრების განცხადებას/ინიციატივას გადასცემს საბჭოს თავმჯდომარეს; გ) უზრუნველყოფს საბჭოს სხდომაზე განსახილველი საკითხების მომზადებას; დ) უზრუნველყოფს საბჭოს სხდომების ჩატარების ორგანიზებას; ე) საბჭოს თავმჯდომარის დავალებით ადგენს სხდომის დღის წესრიგს და წინასწარ აწვდის ინფორმაციას საბჭოს წევრებს საბჭოს სხდომის გამართვის ადგილის, თარიღის, დროის და დღის წესრიგის შესახებ და უგზავნის შესაბამის მასალებს, ამ დებულებით დადგენილი წესით; ვ) ახდენს საბჭოს წევრთა რეგისტრაციას; ზ) უზრუნველყოფს საბჭოს საქმისწარმოებას, მათ შორის, საბჭოს ოქმების და საბჭოს საქმიანობისთვის სხვა აუცილებელი დოკუმენტების შედგენას/წარმოებას/დაარქივებას; თ) ხელს აწერს სხდომის ოქმს და აცნობს მას სხდომაზე დამსწრე წევრებს; ი) საბჭოს თავმჯდომარის დავალებით ახორციელებს ინფორმაციის მოძიებას/მიღებას შესაბამისი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ წინადადებების/რეკომენდაციების გათვალისწინების მდგომარეობაზე და წარუდგენს მას საბჭოს თავმჯდომარეს; კ) ეხმარება საბჭოს თავმჯდომარეს სხდომის წაყვანის პროცესში, სხდომაზე წესრიგის დაცვასა და სხდომის ტექნიკურ უზრუნველყოფაში; ლ) საბჭოს თავმჯდომარის დავალებით ახორციელებს საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა ორგანიზაციულ ფუნქციებს. 2. საბჭოს მდივნის არყოფნის შემთხვევაში საბჭოს მდივნის უფლებამოსილებებს საბჭოს თავმჯდომარის დავალებით ახორციელებს საბჭოს ერთ-ერთი წევრი. მუხლი 9. საბჭოს წევრი 1. საბჭოს წევრი უფლებამოსილია: ა) მონაწილეობა მიიღოს საბჭოს სხდომებში, დასვას საკითხი განსახილველად, მონაწილეობა მიიღოს დებატებში, დასვას შეკითხვები, მიიღოს და შეაფასოს პასუხები, გააკეთოს განმარტება, განცხადება ან/და მიმართვა; ბ) საბჭოს და საბჭოს თავმჯდომარეს წერილობით წარუდგინოს თავისი შენიშვნები და მოსაზრებები საბჭოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ ყველა საკითხზე; გ) ისარგებლოს ყველა ინფორმაციით, რომელიც აუცილებელია მისი უფლებამოსილების განსახორციელებლად, გარდა კანონით დადგენილი შეზღუდვებისა; დ) სხდომაზე დამსწრე წევრმა საბჭოს სხდომის ოქმის გაცნობიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში საბჭოს თავმჯდომარეს წერილობით წარუდგინოს შენიშვნები სხდომის ოქმში უზუსტობის შესახებ; ე) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით დადგენილი სხვა უფლებამოსილებებით. 2. საბჭოს წევრი ვალდებულია: ა) დაიცვას მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის, ამ დებულების მოთხოვნები; ბ) მონაწილეობა მიიღოს საბჭოს მუშაობაში; გ) არ გაახმაუროს და პირადი ინტერესებისთვის არ გამოიყენოს ინფორმაცია, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაცულია გასაჯაროებისაგან; დ) არ გამოიყენოს პირადი ინტერესებისათვის თავისი უფლებამოსილება ან/და მასთან დაკავშირებული შესაძლებლობა; ე) უარი განაცხადოს საბჭოს სხდომაზე იმ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობაზე, რომლის მიმართაც მას აქვს ინტერესთა კონფლიქტი; ვ) დაუყოვნებლივ აცნობოს საბჭოს თავმჯდომარეს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ მოვალეობათა შესრულების ხელის შემშლელი გარემოებების შესახებ. 3. საბჭოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება: ა) საბჭოდან გასვლის შესახებ პირადი წერილობითი განცხადების წარდგენის შემთხვევაში; ბ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შემთხვევაში; გ) თუ მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა საბოლოო ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ან გავიდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების ვადა; დ) თუ სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა, გარდაცვლილად გამოაცხადა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო (თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული); ე) ზედიზედ 6 თვის განმავლობაში საბჭოს სამუშაო პროცესში მონაწილეობის მიუღებლობის შემთხვევაში; ვ) მერის მიერ განსაზღვრული ქალთა უფლებების დაცვის საკითხებზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურის ცვლილების შემთხვევაში; ზ) საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის/უფლებამოსილების ვადის ამოწურვის და მერიის თანამდებობის პირის, საჯარო მოსამსახურის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში; თ) გარდაცვალების შემთხვევაში. მუხლი 10. ანგარიშგება 1. საბჭო მის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშს წარუდგენს საკრებულოს ყოველი კალენდარული წლის დეკემბრის თვეში. 2. საკრებულოს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს ანგარიში საბჭოს მიერ გაწეული მუშაობის შესახებ მის მიერ განსაზღვრულ ვადაში. 3. საბჭოს ყოველწლიური ანგარიში ქვეყნდება საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით. მუხლი 11. დასკვნითი დებულებები საბჭოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები