,,ცაგერის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 25 ივნისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები ცაგერის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/07/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/08/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.116.016652
17
30/07/2025
ვებგვერდი, 01/08/2025
010250000.35.116.016652
,,ცაგერის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 25 ივნისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ცაგერის მუნიციპალიტეტი
 
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №17

2025 წლის 30 ივლისი

ქ. ცაგერი

,,ცაგერის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 25 ივნისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ‘‘ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,  ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ცაგერის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე  მუნიციპალური  საბჭოს შექმნისა და მისი  დებულების დამტკიცების შესახებ‘‘  ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 25 ივნისის №13 დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge, 26/06/2025წ.  სარეგისტრაციო კოდი:010250000.35.116.016648) შევიდეს შემდეგი  ცვლილება:

1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1.  საბჭოს წევრთა რაოდენობა განისაზღვრება 20 წევრით. საბჭო შედგება საბჭოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, საბჭოს მდივნისა და სხვა წევრებისგან.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. საბჭოს შემადგენლობაში შედიან: საკრებულოს თავმჯდომარე ან/და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, საკრებულოს სხვა წევრები და საკრებულოს აპარატის წარმომადგენელი, მერიის (შემდგომში „მერია“) სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები (არაუმეტეს 5 წარმომადგენლისა) და მერიაში ქალთა უფლებების დაცვის საკითხებზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე. საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, საბჭოს შემადგენლობაში ასევე შეიძლება შედიოდნენ: კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები და სპეციალისტები.‘‘.

3. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. საბჭოს სახელობით შემადგენლობას განსაზღვრავს და ბრძანებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჭაბუკი ჭაბუკიანი