დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ახალგორის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 27 დეკემბრის N16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12 |
| დოკუმენტის მიმღები | ახალგორის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/07/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/07/2025 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.150.016222 |
|
„ახალგორის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 27 დეკემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის’’ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ.ა’’ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მეოთხე პუნქტის საფუძველზე ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ახალგორის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 27 დეკემბრის №16 დადგენილებაში (ვებ.გვერდი 30.12.2024; სარეგ.კოდი 190020020.35.150.016207) შეტანილი იქნას ცვლილება და წარმოდგენილი სახით დამტკიცდეს. (თან ერთვის). |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
თავი I
ახალგორის მუნიციპალიტეტისბიუჯეტი მუხლი 1. ახალგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსიგანისაზღვროს თანდართული რედაქციით:
მუხლი 2. ახალგორის მუნიციპალიტეტისბიუჯეტისშემოსავლები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს 4603,6ათასი ლარის ოდენობით. ათას ლარებში
მუხლი 3. ახალგორისმუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს 4603,6ათასი ლარის ოდენობით.
მუხლი 4. ახალგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს4585.4ათასი ლარის ოდენობითთანდართული რედაქციით.
მუხლი 5 .ახალგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსურიაქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში განისაზღვროს თანდართული რედაქციით:
მუხლი 6. ახალგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტითმოსახლეობისსოციალური უზრუნველყოფა მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი დადგენილებისა დასაქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. თავი II ახალგორისმუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები მუხლი 7. ახალგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები 7.1 ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) ახლგორის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება. აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარი პრიორიტეტია. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია,წეროვანის,წილკანისა და ფრეზეთისდევნილთა დასახლების საცხოვრებელი უბნების ეზოების დაგვა – დასუფთავება და ნაგვის გატანა, წეროვანის დევნილთა დასახლებაში სკვერის მოვლა -პატრონობა ,საკანალიზაციო კოლექტორის მოვლა-შენახვა,საოჯახო საკანალიზაციო არხების ამოწმენდა,ადგილობრივი წყლის სისტემების რეაბილიტაცია. ათას ლარებში
7.1.1 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) წეროვანის, წილკანის და ფრეზეთის დასახლებებში პროგრამის ფარგლებში ხორციელდება დასუფთავების ღონისძიებები, საკანალიზაციო კოლექტორისმოვლა-შენახვის პროგრამა, საოჯახო საკანალიზაციო სისტემების გარე ქსელის ამოწმენდის სამუშაოები, წყლის სისტემის რეაბილიტაცია. ა) წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 01 01) წეროვანის,წილკანის და ფრეზეთის დასახლებებში პროგრამის ფარგლებში ხორციელდება ადგილობრივი წყლის სისტემებისრეაბილიტაციას. ბ) დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამული კოდი03 01 02) ახალგორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს კეთილსაიმედო სანიტარული მდგომარეობის უზრუნველყოფა, შესაბამისად ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულიაწეროვანის დევნილთა დასახლების შიდა გზების დაგვა-დასუფთავება. ფრეზეთის დევნილთა დასახლებიდან ნაგვის გატანა.ასევე წეროვანის, წილკანისა და ფრეზეთის დასახლებებისზამთრის ნარჩენებისაგან გაწმენდა. გ) საკანალიზაციოსისტემის მოწყობა და რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 01 03) ქვეპროგრამით გათვალისწინებულია წეროვანის დევნილთა დასახლებაში არსებული საკანალიზაციო გამწმენდი კოლექტორის მოვლა-პატრონობა და რეაბილიტაცია.ამასთან ერთად საოჯახო საკანალიზაციო სისტემების ამოწმენდა და რეაბილიტაცია. დ) წეროვანის დევნილთა დასახლებაშ იარსებული სკვერის მოვლა-პატრონობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 01) ქვეპროგამის ფარგლებში წეროვანის დევნილთა დასახლებაშიდაგეგმილია სკვერის მოვლა-პატრონობის ღონისძიებები. 7.2 განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიზნით მნიშვნელოვანი როლი ენიჭებასკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებას განეკუთვნება ათას ლარებში
ა) სკოლამდელი განათლება - ახალგორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა გაერთიანება (პროგრამული კოდი 0401) გაერთიანების ფარგლებში წეროვანისაწილკანისა დაფრეზეთისდევნილთა დასახლებებშიამ ეტაპზე ფუნქციონირებსთითო საბავშვო ბაგა-ბაღი, სადაცსკოლამდელ განათლებას იღებს 329ბავშვი. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, მათ შორის თანამშრომელთა, აღმზრდელთა ხელფასებს, აღსაზრდელთა კვებას,სხვა მიმდინარე ხარჯებს, ასევე ხორციელდება არსებული ბაღების რეაბილიტაცია. ბ) ახალგორის მუნიციპალიტეტის სკოლისგარეშე საღმზრდელო დაწესებულება – წეროვანის დევნილთა დასახლების ახალგაზრდული სახლი(პროგრამული კოდი 0402) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სასკოლო ასაკის ბავშვთა სკოლისგარეშე სფეროშიხელოვნების სხვადასხვა მიმართულებებთანდაკავშირება. ახალგაზრდულ სახლში არსებობს ხატვის,ქსოვის,მინანქრის,მხარეთმცოდნეობის,ჭადრაკის,ჭრა–კერვის, გალობის, მათემატიკის, ქართულისა და ქიმიის შემსწავლელი წრეები, სადაც დევნილი ბავშვები სკოლის გაკვეთილების შემდეგიღებენ დამატებით განათლებას. ახალგაზრდულ სახლს ჰყავს 210– მდე სკოლის ასაკის ბენეფიციარი. 04 03 (პროგრამული კოდი) ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ოქროსა და ვერცხლისმედალზე კურსდამთავრებულთა წახალისების პროგრამა პროგრამის ფარგლებშიხორციელდება ახალგორის მუნიციპალიტეტიდან დევნილიოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა ფულადი წახალისება. 7.3.კულტურა, რელიგია ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას.ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით ჩასატარებელი ღონისძიებების დაფინანსებას ,წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ სპორტული შესაძლებლობების სრულიგამოვლინება. ათას ლარებში
7.3.1 სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილიაახალგორის მუნიციპალიტეტის კომპლექსური სასპორტო სკოლისა დაახალგორის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლისფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდსაჭირო პირობების შექმნა. ა) სპორტული ღონისძიებების(პროგრამული კოდი 05 01 01) 2024 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები მოხდება მათიდაფინანსება. არსებული პროგრამა ემსახურება 200-მდესკოლის ასაკის სპორტსმენს. 7.3.2 კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) ახალგორის მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება წეროვანის დევნილთა დასხლებაში არსებული კულტურის სახლის, ახალგორის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლის,კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, სადღესასწაულო დღეებში გაიმართება სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. ა) ახალგორისსამუსიკოსკოლის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 02) წეროვანის დევნილთა დასახლებაში ფუნქციონირებსმუსიკალური სკოლა ექვსწლედით,სადაც სწავლობს 80-მდე მოსწავლე,მათი მონაწილეობითხდებაკლასიკური და ხალხური მუსიკის პოპულარიზაცია,იმართება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები. ბ) ახალგორის მუნიციპალიტეტის ცენტრალურიბიბლიოთეკა (პროგრამული კოდი 05 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდებაწეროვანის დევნილთა დასახლებაში არსებული ცენტრალური ბიბლიოთეკა. გ) ახალგორის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლი (პროგრამული კოდი-05 02 04) წეროვანის დევნილთა დასახლებაშიკულტურის სახლის არსებობას განაპირობებსკულტურული ტრადიციების დაცვისა და მხარის ღირსეულად წარმოჩენის დიდი სულისკვეთება.კულტურის სახლი ემსახურება ახალგაზრდა ხელოვანებს და დასახლებაში არსებულ ანსაბლებებს ხელს უწყობს ადგილობრივ მოსახლეობისათვისმათი რეპერტუარის გაცნობას. 7.3.3 რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 04) პროგრამის ფარგლებშიმუნიციპალიტეტის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ეკლესია - მონასტრებისმცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები ფინანსდებანიქოზისა და ცხინვალის ეპარქიის გავლით. 7.4 მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარებებით და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. 7.4.1 საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში დაფინანსებას
7.4.2 მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს ახალგორის მუნიციპალიტეტიდან დევნილიმოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, ერთჯერადი დახმარება შვილის შეძენასთან დაკავშირებით და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
ა) ავადმყოფთა სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ახალგორიდან დევნილი იმ მოსახლეობის დახმარება ,რომელთაც კონკრეტული გამოკვლევის, ოპერაციის ან მკურნალობის დაფინანსებასრულად არ არის გათვალისწინებული საყოველთაო დაზღვევით. ბ) მარჩენალდაკარგულ პირთა სოციალური დაცვა(პროგრამული კოდი 06 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მარჩენალდაკარგულ პირთა ერთჯერადი დახმარება . ახალგორიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გარდაცვალებისშემთხვევაში დახმარება ოჯახზე, რომლის ოდენობაც შეადგენს400 ლარს. გ) ოჯახებისა და ბავშვების შეძენასთან დაკავშირებით გაცემული ხარჯი (პროგრამული კოდი 06 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ერთჯერადი ფულადი დახმარება ოჯახისთვის ბავშვის შეძენაზე,რომლის ოდენობაც შეადგენს300 ლარს,ხოლო ყოველ მეოთხე და მეტ ახალშობილზე 500 ლარს. დ) დიალეზზე მყოფი პაციენტებისსოციაური დაცვა ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია დიალეზზე მყოფი პაციენტების ტრანსპორტირების დაფინანსება . თავი III ახალგორისმუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები მუხლი 8. ახალგორის მუნიციპალიტეტისბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროსმუნიპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები