ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ერკეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე N9 ქუჩისთვის ფილიპე მგალობლიშვილის სახელის მინიჭების შესახებ

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ერკეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე N9 ქუჩისთვის ფილიპე მგალობლიშვილის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 28
დოკუმენტის მიმღები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/07/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/08/2025
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.114.016018
28
29/07/2025
ვებგვერდი, 05/08/2025
000000000.00.114.016018
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ერკეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე N9 ქუჩისთვის ფილიპე მგალობლიშვილის სახელის მინიჭების შესახებ
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
 

ჩოხატაურის მუნიცაპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №28

2025 წლის 29 ივლისი

ჩოხატაური

 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ერკეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე №9 ქუჩისთვის ფილიპე მგალობლიშვილის სახელის მინიჭების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების თანახმად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ერკეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე №9 ქუჩას მიენიჭოს ფილიპე მგალობლიშვილის სახელი, თანდართული ორთოფოტოს შესაბამისად. (დანართი თან ერთვის)

მუხლი 2

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

მუხლი 3

განკარგულების გასაჩივრება შეიძლება 1 თვის ვადაში ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატ სასამართლოში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, მისამართზე: ჭავჭავაძის ქ. №4.

მუხლი 4 

განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კუჭავა