„მცხეთის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს“ შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 ივნისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/07/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/08/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.153.016744
18
31/07/2025
ვებგვერდი, 01/08/2025
010250050.35.153.016744
„მცხეთის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს“ შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 ივნისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მცხეთის მუნიციპალიტეტი
 
მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №18

2025 წლის 31 ივლისი

ქ. მცხეთა

„მცხეთის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს“ შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 ივნისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს  ორგანული კანონის მე-20 მუხლის  მე-4 პუნქტის  შესაბამისად, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
 შეტანილ იქნეს ცვლილება „მცხეთის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს“ შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის  26 ივნისის №15 დადგენილებაში   (www.matsne.gov.ge. 27/06/2025, 010250050.35.153.016741), კერძოდ:  

ა) წინამდებარე დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„მცხეთის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული   1 (პირველი) მუხლი  ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„მუხლი 1.  მცხეთის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე სისტემური მუშაობისა და საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად შეიქმნას „მცხეთის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე  მომუშავე  მუნიციპალური საბჭო“.“;

გ) დადგენილებით დამტკიცებული   მე-2  მუხლი  ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„მუხლი 2.  დამტკიცდეს „მცხეთის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს“ დებულება თანდართული რედაქციით.“;

დ). დადგენილების მე-2 მუხლით დამტკიცებული დანართის სათაური ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„მცხეთის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს დებულება“;

ე) დადგენილების მე-2 მუხლით დამტკიცებული დანართის პირველი მუხლის  პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„1.  საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე  მუხლის  პირველი პუნქტის ,,ბ.თ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“  საქართველოს კანონის მე-13 მუხლის  1პუნქტის შესაბამისად, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ქმნის „მცხეთის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალურ საბჭოს“ (შემდგომში – საბჭო).“;

ვ) დადგენილების  მე-2 მუხლით  დამტკიცებული დანართის  მე-3 მუხლის  მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი  რედაქციით:

„2. საბჭოს  შემადგენლობა განისაზღვრება  13  წევრით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ელოშვილი