„ნავსადგურის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 25 ივლისის N24 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნავსადგურის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 25 ივლისის N24 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 84
დოკუმენტის მიმღები საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 31/07/2025
დოკუმენტის ტიპი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/08/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/08/2025
სარეგისტრაციო კოდი 310040000.55.067.016210
84
31/07/2025
ვებგვერდი, 01/08/2025
310040000.55.067.016210
„ნავსადგურის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 25 ივლისის N24 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სა მინისტრ ს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №84

2025 წლის 31 ივლისი

ქ. ბათუმი

 

„ნავსადგურის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ  საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 25 ივლისის N24 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, ,,საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ’’ 2025 წლის 12 ივნისის 683-IIმს-XIმპ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 25 ივლისის №24 ბრძანებით დამტკიცებულ „ნავსადგურის წესებში’’ (შემდეგში – წესი) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) წესის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ნავსადგურში შემსვლელი გემის მაქსიმალური დასაშვები წყალშიგი და გემის კილქვეშ არსებული წყლის მარაგი (UKC) უნდა შეესაბამებოდეს ამ წესებით, ნავსადგურის კაპიტნის მიერ ოფიციალურად გამოცხადებულ ყოველწლიურ ან პერიოდულ სიდიდეებს, რომელიც ეფუძნება სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციის ან სააგენტოს ჰიდროგრაფიული სამსახურის  მიერ წარდგენილ ტოპო-ბათიმეტრიულ რუკების მონაცემებს.“;

ბ) წესის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახური, ჰიდროგრაფიული სამსახურის მიერ მოწოდებული კოორდინატების შესაბამისად, ადგენს სანავსადგურე ერთეულის შესასვლელი არხის ფაქტობრივ სიგანეს, ხოლო შესასვლელი არხის და ნავმისადგომის/ფარვატერის ფაქტობრივ სიღრმეს – სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციის წერილობითი განაცხადისა და შესაბამისი აზომვითი სამუშაოების ჩატარების დამადასტურებელი საბუთების საფუძველზე.“;

გ) წესის მე-60 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სააგენტოსთან შეუთანხმებლად ნავსადგურის აკვატორიაში აკრძალულია:

ა) სანავიგაციო საშუალებების დადგმა, მოხსნა ან გადაადგილება;

ბ) შუქების დაყენება მნათი სანაპირო და მცურავ სანავიგაციო საშუალებების მოქმედების ზონაში;

გ) ტვირთის დაწყობა ამოსაცნობი, სანავსადგურო-სანავიგაციო სასადგურე ნიშნების მოქმედების ზონაში.“; 

დ) წესის 97-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. იმ შემთხვევაში, თუ სააგენტოს ჰიდროგრაფიული სამსახურიდან ოფიციალური პროგნოზის მიღებიდან მომდევნო 12 საათის შემდეგ მოსალოდნელია არსებული ამინდის მდგომარეობის გაუარესება, რომელიც გაუსწორდება და/ან გადააჭარბებს ამ მუხლის მე-4 პუნქტში მოცემულ ლიმიტის ზღვარს, მაშინ საერთო უსაფრთხოებიდან გამომდინარე ტანკერის უნავმისადგომო ჩამოსასხმელთან დაყენება არ ხორციელდება ამინდის მდგომარეობის სრულ გაუმჯობესებამდე.“;    

ე) წესის 106-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ქარის სიჩქარის 17 (ჩვიდმეტი) მ/წმ (ბოფორტის შკალით 7 (შვიდი) ბალი) და მეტად გაძლიერებისას ან/და ხილვადობის 0,5 საზღვაო მილზე ნაკლები შემცირებისას, აგრეთვე, შესასვლელ არხთან დუგლასის შკალით 5 (ხუთი) ბალზე მეტი ლივლივისას/ღელვისას ან სააგენტოს ჰიდროგრაფიული სამსახურის მიერ საშტორმო გაფრთხილების გამოცხადებისას, ნავსადგური იხურება. საშტორმო გაფრთხილების გამოცხადებისას ნავსადგურში გემების შესვლა/გასვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახური ფაქტობრივი ამინდის პირობების გათვალისწინებით და კონკრეტული გემის კაპიტანთან და საზღვაო ლოცმანთან შეთანხმების საფუძველზე.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 აგვისტოდან. 

სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორიივანე აბაშიძე