„დმანისის მუნიციპალიტეტის ქალისა და მამაკაცის თანასწორობისა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის 26 ივნისის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„დმანისის მუნიციპალიტეტის ქალისა და მამაკაცის თანასწორობისა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის 26 ივნისის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 25
დოკუმენტის მიმღები დმანისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/07/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/08/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.156.016569
25
31/07/2025
ვებგვერდი, 05/08/2025
010250050.35.156.016569
„დმანისის მუნიციპალიტეტის ქალისა და მამაკაცის თანასწორობისა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის 26 ივნისის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დმანისის მუნიციპალიტეტი
 

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №25

2025 წლის 31 ივლისი

ქ. დმანისი

 

„დმანისის მუნიციპალიტეტის ქალისა და მამაკაცის თანასწორობისა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის 26 ივნისის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტების საფუძველზე, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1

„დმანისის მუნიციპალიტეტის ქალისა და მამაკაცის თანასწორობისა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის 26 ივნისის N24 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 26/06/2025, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.156.016568) შევიდეს ცვლილება, კერძოდ:

1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დმანისის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“.

2. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1

დმანისის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე სისტემური მუშაობისა და საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად შეიქმნას „ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო.“

3. დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2

დამტკიცდეს „დმანისის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს“ დებულება დანართ №1-ის შესაბამისად.“

4. დადგენილების მე-2 მუხლით, დანართი №1-ის შესაბამისად დამტკიცებული დებულების:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

დმანისის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს დებულება“;

ბ) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „დმანისის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური  საბჭო“ (შემდგომში „საბჭო“) არის დმანისის მუნიციპალიტეტში (შემდგომში „მუნიციპალიტეტი“) ქალთა და ბავშვთა საკითხებზე სისტემური მუშაობისა და საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს (შემდგომში „საკრებულო“) მიერ შექმნილი საბჭო, რომლის სტატუსი, მიზნები, ფუნქციები, უფლებამოსილება, შემადგენლობა, სტრუქტურა, საქმიანობის წესი და ანგარიშვალდებულება განისაზღვრება ამ დებულებით და საკრებულოს რეგლამენტით.“;

გ) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საბჭოს მიზანია მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე სისტემური მუშაობა მათი უფლებების დაცვისა და საჭიროებების უზრუნველსაყოფად.“;

დ) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3. საბჭოს ძირითადი ამოცანები და უფლებამოსილება

1. საბჭოს ძირითადი ამოცანებია:

ა) ქალთა და ბავშვთა საჭიროებების ანალიზი, შეფასება, პრიორიტეტების განსაზღვრა და მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით, საბჭოს მიერ განსახორციელებელი სამოქმედო გეგმის შემუშავება, საკრებულოსთვის დასამტკიცებლად წარდგენა და დამტკიცებული სამოქმედო გეგმის შესრულების კოორდინაცია;

ბ) ქალთა და ბავშვთა საჭიროებების ანალიზი, შეფასება, პრიორიტეტების განსაზღვრა და მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით მოკლევადიანი და გრძელვადიანი პროგრამების შესამუშავებლად აღმასრულებელი ორგანოსთვის წინადადებების მომზადება და რეკომენდაციების გაცემა; 

გ) ქალთა და ბავშვთა უფლებების დარღვევის აღმოფხვრის მიზნით მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების ანალიზი, საჭიროების შემთხვევაში წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება;

დ) ქალთა და ბავშვთა დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმის პრევენციის მიზნით, მუნიციპალიტეტის პოლიტიკის დოკუმენტის, პროგრამების, გეგმებისა და ბიუჯეტის პროექტების განხილვა, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;

ე) დმანისის მუნიციპალიტეტის ორგანოების სამართლებრივი აქტების და მათი პროექტების ექსპერტიზა ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის შეფასების თვალსაზრისით, საჭიროებისამებრ წინადადებების შემუშავება და შესაბამისი ორგანოსათვის წარდგენა;

ვ) ქალთა და ბავშვთა საკითხებზე არსებული სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამებისა და სერვისების შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა და ინფორმაციის პერიოდულად გავრცელება;

ზ) ქალთა და ბავშვთა საკითხებზე ცნობიერების ამაღლებისა და მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელების მიზნით მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ შესრულებული ან/და მიმდინარე აქტივობების მონიტორინგი და შეფასება;

თ) საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი  ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან თანამშრომლობა, შესაბამისი ინფორმაციისა და წინადადებების მიწოდება.

ი) საქართველოს კანონმდებლობის ანალიზი, საჭიროების შემთხვევაში ქალთა და ბავშვთა უფლებების დარღვევის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად წინადადებების შემუშავება და საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიისთვის  წარდგენა;

კ) ქალთა და ბავშვთა საჭიროებებზე დაყრდნობით ცალკეული ღონისძიებების შემუშავება, დაგეგმვა და მონაწილეობის მიღება;

ლ) ქალთა და ბავშვთა საკითხებზე განხორციელებული ღონისძიებების მონიტორინგისა და შეფასების სისტემის შემუშავებისა და დანერგვის მიზნით რეკომენდაციების მომზადება;

მ) ქალთა და ბავშვთა უფლებების დარღვევის შესახებ წარდგენილი განცხადებების, დოკუმენტაციის და სხვა ინფორმაციის განხილვა, კომპეტენციის ფარგლებში მათზე რეაგირების მოხდენა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;

ნ) ქალთა და ბავშვთა საკითხებზე ინტეგრირებული საგანმანათლებლო და სხვა სახის ღონისძიებების ჩატარება.

2. საბჭოს უფლება აქვს:

ა) ჩაატაროს თემატური მოკვლევა მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საჭიროებების დასადგენად, შეისწავლოს მოკვლევის საფუძველზე გამოვლენილი გამოწვევები, მოამზადოს წინადადებები და რეკომენდაციები;

ბ) ითანამშრომლოს სახელმწიფო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან,  საჭიროების შემთხვევაში, მოიწვიოს სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, შესაბამის დარგში მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები,  დამოუკიდებელი ექსპერტები და სპეციალისტები;

გ) საბჭოს კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესწავლისა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავების მიზნით შექმნას სამუშაო ჯგუფები ექსპერტებისა და სპეციალისტების მონაწილეობით;

დ) მოითხოვოს და მიიღოს ქალთა და ბავშვთა საკითხებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომელიც აუცილებელია საბჭოს ფუნქციების განსახორციელებლად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ე) განახორციელოს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილება, რომელიც ამ დებულებაში პირდაპირ არ არის მითითებული, მაგრამ აუცილებელია საბჭოს ამოცანების შესასრულებლად.“;

ე) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4. საბჭოს სტრუქტურა და შემადგენლობა

1. საბჭო შედგება საბჭოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, საბჭოს მდივნისა და სხვა წევრებისგან. საბჭოს წევრთა რაოდენობაა 17.

2. საბჭოს შემადგენლობაში შედიან: საკრებულოს თავმჯდომარე ან/და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, საკრებულოს სხვა წევრები და საკრებულოს აპარატის წარმომადგენელი, მერიის (შემდგომში „მერია“) სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები (არა უმეტეს 5 წარმომადგენლისა) და მერიაში ქალთა უფლებების დაცვის საკითხებზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე. საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, საბჭოს შემადგენლობაში, ასევე შეიძლება შედიოდნენ: კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები და სპეციალისტები.

3. საბჭოს სახელობით შემადგენლობას განსაზღვრავს და ბრძანებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.

4. საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით საბჭოსთან შესაძლებელია შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობას და საქმიანობას განსაზღვრავს საკრებულოს თავმჯდომარე.“.

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ყულიაშვილი