დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 18 მარტის №69 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1101 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 31/07/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/07/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/08/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.027.017586 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 18 მარტის №69 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 18 მარტის №69 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 18/03/2015, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.027.016574) დამტკიცებული დებულების მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ მუხლი 11. სპეციალისტი შიდა კონტროლის საკითხებში 1. მაცნეს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი დისციპლინის დაცვისა და საქმიანობის კანონიერების კონტროლს ახორციელებს სპეციალისტი შიდა კონტროლის საკითხებში. 2. შიდა კონტროლის სპეციალისტის ფუნქციებია: ა) მაცნეს საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან და მოქმედ სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობის შემოწმება/მონიტორინგი; ბ) მაცნეს შრომის შინაგანაწესის შესრულების კონტროლი; გ) მაცნეს თანამშრომლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ან/და მისი არსებობის შესახებ ცნობებთან (განცხადება, წერილი, საჩივარი, შეტყობინება, სხვა ინფორმაცია ან ფაქტი) დაკავშირებით დისციპლინური წარმოების ჩატარება, დასკვნის მომზადება და მაცნეს თავმჯდომარისთვის წარდგენა; დ) მაცნეს თანამშრომელთა სამსახურებრივი დისციპლინის შემოწმება, გამოვლენილი დისციპლინური გადაცდომების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე სათანადო რეკომენდაციებისა და პრევენციული წინადადებების შემუშავება და მაცნეს თავმჯდომარისთვის წარდგენა; ე) ამ პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშების მომზადება და მაცნეს თავმჯდომარისთვის წარდგენა. 3. შიდა კონტროლის სპეციალისტი ფუნქციურად დამოუკიდებელია, ექვემდებარება მაცნეს თავმჯდომარეს და ანგარიშვალდებულია მხოლოდ მის წინაშე. დაუშვებელია შიდა კონტროლის სპეციალისტის საქმიანობაში ჩარევა ან მასზე სხვაგვარი ზემოქმედება საქმიანობის დაგეგმვის, განხორციელებისა და ანგარიშგების ნებისმიერ ეტაპზე. 4. მაცნეს მოსამსახურეები ვალდებული არიან ითანამშრომლონ შიდა კონტროლის სპეციალისტთან და უზრუნველყონ მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის/დოკუმენტების ხელმისაწვდომობა.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 აგვისტოდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები