ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წირაში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩებისათვის სახელის მინიჭების თაობაზე

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წირაში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩებისათვის სახელის მინიჭების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი გ-13. 13252113
დოკუმენტის მიმღები ახალციხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/07/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/08/2025
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.138.016017
გ-13. 13252113
30/07/2025
ვებგვერდი, 06/08/2025
000000000.00.138.016017
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წირაში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩებისათვის სახელის მინიჭების თაობაზე
ახალციხის მუნიციპალიტეტი
 

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №გ-13.13252113

2025 წლის 30 ივლისი

ახალციხე

 

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წირაში  მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩებისათვის სახელის მინიჭების თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე’’ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7, მე-8 პუნქტებისა და „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „გ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად,

1. ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წირაში  მდებარე  უძრავ ნივთს -სახელწოდების არმქონე ქუჩას:

ა) საკადასტრო კოდით – №62.07.58.084., მიენიჭოს სახელი- მე-11 ქუჩის I ჩიხი, თანდართული  სიტუაციური ნახაზის მიხედვით, რუკის შესაბამისად;

ბ) მიენიჭოს სახელი მე-12 ქუჩის I შესახვევი, თანდართული  სიტუაციური ნახაზის მიხედვით, რუკის შესაბამისად.

2. განკარგულება, რეაგირებისათვის, გაეგზავნოს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიას.

3. განკარგულება, მიღებიდან 10 დღის ვადაში გაეგზავნოს:

ა) სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს;

ბ) სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს;

გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს;

დ) საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

4. განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს სსიპ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს’’ ვებგვერდზე.

5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული პირის მიერ, მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონულ სასამართლოში(მის: ქ.ახალციხე, მებაღიშვილის ქ.N N60ა).

საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე