დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბულიწყუში შოთა რუსთაველის ქუჩის პირველი შესახვევისთვის სპარტაკ ბუკიას ქუჩის სახელის მინიჭების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10 |
| დოკუმენტის მიმღები | ხობის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/07/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/08/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.106.016016 |
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №10
2025 წლის 30 ივლისი
ქ. ხობი
ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბულიწყუში შოთა რუსთაველის ქუჩის პირველი შესახვევისთვის სპარტაკ ბუკიას ქუჩის სახელის მინიჭების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და მე-7 მუხლისა და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2025 წლის 8 ივლისის №46 სხდომის გადაწყვეტილების შესაბამისად:
1. ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბულიწყუში, თანდართულ რუკაზე მონიშნული ქუჩის შესაბამისად, შოთა რუსთაველის ქუჩის პირველი შესახვევს მიენიჭოს სპარტაკ ბუკიას ქუჩის სახელი.
2. განკარგულება 10 დღის ვადაში გადაეგზავნოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
3. განკარგულება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
4. განკარგულება გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.
5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი წესით, ფოთის საქალაქო სასამართლოში (მისამართი; ქ. ფოთი, დავით აღმაშენებლის ქ. №3).
საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები