„საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის, რეგისტრაციის, აღიარებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 22 სექტემბრის №170/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 188/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 05/08/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/08/2025
სარეგისტრაციო კოდი 240080000.18.011.016950
188/04
05/08/2025
ვებგვერდი, 06/08/2025
240080000.18.011.016950
„საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის, რეგისტრაციის, აღიარებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 22 სექტემბრის №170/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება  №188/04

2025 წლის 5 აგვისტო

ქ. თბილისი

„საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის, რეგისტრაციის, აღიარებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 22 სექტემბრის №170/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის, რეგისტრაციის, აღიარებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 22 სექტემბრის №170/04 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 23/09/2020, ს/კ: 240080000.18.011.016504) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) დოკუმენტი (დოკუმენტები), რომელიც (რომლებიც) ადასტურებს, რომ ავტორიზაციის მაძიებელი კომპანიის კაპიტალის ოდენობა შეესაბამება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 22 სექტემბრის №167/04 ბრძანებით დამტკიცებული „აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზირების, რეგისტრაციის, აღიარებისა და  რეგულირების წესის“ (შემდგომში – აქტივების მმართველი კომპანიის რეგულირების წესი) მე-6 მუხლით დადგენილ მოთხოვნას, აგრეთვე ინფორმაცია კაპიტალის წარმოშობის წყაროების შესახებ;

თ) ავტორიზაციის მაძიებელი კომპანიის მმართველი ორგანოს წევრების შესახებ აქტივების მმართველი კომპანიის რეგულირების წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია, რომელიც უნდა ადასტურებდეს იმავე წესის მე-5 მუხლის მე-2-მე-5 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას;“;

ბ) მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) კომპანიის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი პირების შესახებ აქტივების მმართველი კომპანიის რეგულირების წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია და დოკუმენტები, რომელიც უნდა ადასტურებდეს იმავე წესის მე-5 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას.“.

2. დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
ამ ბრძანების მოქმედება გავრცელდეს  საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის, რეგისტრაციის ან აღიარების მიზნით ამ ბრძანების ამოქმედებამდე დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაზეც.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტინათელა თურნავა