დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საბროკერო კომპანიის ლიცენზირებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 ივლისის №145/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 191/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 05/08/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/08/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 350090000.18.011.016953 |
|
„საბროკერო კომპანიის ლიცენზირებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 ივლისის №145/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საბროკერო კომპანიის ლიცენზირებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 ივლისის №145/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge; 06/07/2018, ს/კ: 350090000.18.011.016321) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „გ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ინფორმაცია ლიცენზიის მაძიებლის მფლობელობის სტრუქტურის შესახებ, აგრეთვე, ინფორმაცია/დოკუმენტაცია მნიშვნელოვანი წილის მფლობელების, შუალედური მფლობელებისა და ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ, რომელიც უნდა ადასტურებდეს ამ წესის მე-4 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან მათ შესაბამისობასა და მათ შესაფერისობას საბროკერო კომპანიის ჯანსაღი და კეთილგონივრული მართვის საჭიროების გათვალისწინებით. კერძოდ, ლიცენზიის მაძიებელმა ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინოს შემდეგი სახის ინფორმაცია და დოკუმენტაცია: გ.ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში: გ.ა.ა) ამ წესის დანართი №2-ის შესაბამისად შევსებული დეკლარაცია და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ.ა.ბ) ინფორმაცია მოქალაქეობის და რეზიდენტობის შესახებ; გ.ა.გ) ამ წესის დანართი №6-ის შესაბამისად შევსებული პირადი რეზიუმე; გ.ა.დ) ცნობა ნასამართლობის შესახებ თითოეული იმ ქვეყნის ადმინისტრაციული ორგანოდან, რომლის რეზიდენტსაც/მოქალაქესაც წარმოადგენდა პირი ბოლო 10 წლის მანძილზე; გ.ა.ე) მონაცემები ფინანსური მდგომარეობის, შემოსავლის წყაროსა და ამ შემოსავლის წარმომავლობის შესახებ, რომელიც, მათ შორის, უნდა მოიცავდეს ინფორმაციას მიმდინარე ფინანსური ვალდებულებების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში); გ.ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში: გ.ბ.ა) სარეგისტრაციო დოკუმენტები; გ.ბ.ბ) ბოლო ფინანსური წლის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება; იმ შემთხვევაში, თუ ბოლო აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების თარიღიდან ეროვნული ბანკისთვის წერილობითი მიმართვის წარდგენის თარიღამდე 6 თვეზე მეტია გასული, ნახევარი წლის ფინანსური ანგარიშგება (არსებობის შემთხვევაში აუდიტირებული); გ.ბ.გ) ცნობა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ;“; ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) ლიცენზიის მაძიებლის მმართველი ორგანოს ყველა წევრის შესახებ ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომელიც უნდა ადასტურებდეს ამ წესის მე-4 მუხლის მე-2-მე-5 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას. აღნიშნული ინფორმაცია/დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს: ი.ა) ამ წესის დანართი №5-ის შესაბამისად ლიცენზიის მაძიებლის წერილობით დასტურს, რომ მის მიერ შემოწმებულია დასანიშნი/ასარჩევი კანდიდატის შესახებ ინფორმაცია, რომ ის აკმაყოფილებს ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს და რომ ეს ინფორმაცია უტყუარი და ზუსტია; ი.ბ) ლიცენზიის მაძიებლის მმართველი ორგანოს წევრის განცხადებას, რომ ის სრულად აკმაყოფილებს ამ წესის მე-4 მუხლით დადგენილ კრიტერიუმებს და მის მიერ წარდგენილი ინფორმაცია უტყუარი და ზუსტია; ი.გ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლსა და ამ წესის დანართი №6-ის შესაბამისად შევსებულ პირად რეზიუმეს; ი.დ) რეკომენდატორების ვინაობას, მათ საკონტაქტო ინფორმაციას და, სულ მცირე, ორ სარეკომენდაციო წერილს; ი.ე) ცნობას ნასამართლობის შესახებ თითოეული იმ ქვეყნის ადმინისტრაციული ორგანოდან, რომლის რეზიდენტსაც/მოქალაქესაც წარმოადგენდა პირი ბოლო 10 წლის მანძილზე; ი.ვ) ამ წესის დანართი №2-ის შესაბამისად შევსებულ დეკლარაციასა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს; ი.ზ) აღმასრულებელი ფუნქციების მქონე მმართველი ორგანოს წევრის შემთხვევაში, დასანიშნი წევრის სამუშაოს აღწერილობასა და ინფორმაციას მისთვის დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების შესახებ; ი.თ) ამ წესის დანართი №4-ის შესაბამისად ყველა იმ გარემოების აღწერას, რომლებიც შესაძლოა გახდეს ინტერესთა კონფლიქტის საფუძველი და საფრთხე შეუქმნას მმართველი ორგანოს წევრის დამოუკიდებლობას, ობიექტურობასა და მიუკერძოებლობას, აგრეთვე ინფორმაციას პარალელურად დაკავებული პოზიციების შესახებ;“. 2. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. მმართველი ორგანოს წევრებისა და მნიშვნელოვანი წილის მფლობელების შესაფერისობის კრიტერიუმები 1. საბროკერო კომპანიის საქმიანობის ყოველ ეტაპზე საბროკერო კომპანიის მმართველი ორგანოს წევრები და მნიშვნელოვანი წილის მფლობელები უნდა აკმაყოფილებდნენ ამ მუხლით დადგენილ შესაბამის მოთხოვნებს და არ უნდა ექცეოდნენ ამ მუხლით განსაზღვრული რომელიმე აკრძალვის ქვეშ. 2. საბროკერო კომპანიის მმართველი ორგანოს თითოეულ წევრს უნდა ჰქონდეს საკმარისად კარგი რეპუტაცია და საკმარისი გამოცდილება. 3. საბროკერო კომპანიის მმართველი ორგანოს თითოეული წევრი უნდა ავლენდეს საქმისადმი კეთილსინდისიერ დამოკიდებულებას და აკმაყოფილებდეს მასზე დაკისრებული პასუხისმგებლობებისა და პოზიციის გათვალისწინებით სათანადო კრიტერიუმებს კვალიფიციურობასთან, პროფესიულ გამოცდილებასთან და კომპეტენტურობასთან მიმართებით. 4. საბროკერო კომპანიის მმართველი ორგანოს თითოეულ წევრს უნდა ჰქონდეს საფინანსო სფეროში რელევანტურ პოზიციაზე მუშაობის, სულ მცირე, 4-წლიანი გამოცდილება. 5. საბროკერო კომპანიის მმართველი ორგანოს თითოეულ წევრს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება ერთ-ერთი ისეთი მიმართულებით/სპეციალიზაციით, როგორიცაა ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე, ბიზნესის ადმინისტრირება, აუდიტი, ბუღალტრული აღრიცხვა, სამართალმცოდნეობა ან სხვა შესაბამისი განათლება, რომელიც საჭიროა მასზე დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად. 6. საბროკერო კომპანიის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი პირები უნდა იყვნენ შესაფერისი, რათა უზრუნველყოფილ იქნეს საბროკერო კომპანიის ჯანსაღი და კეთილგონივრული მართვა. 7. პირს ეკრძალება იყოს საბროკერო კომპანიის მმართველი ორგანოს წევრი ან საბროკერო კომპანიის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი, თუ: ა) საბროკერო კომპანიის მმართველი ორგანოს წევრის შემთხვევაში მას ჩამორთმეული აქვს მმართველ ორგანოში მონაწილეობის უფლება; ბ) ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, მათ შორის, ტერორიზმის დაფინანსებისთვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისთვის; გ) ბოლო 5 წლის განმავლობაში დაკისრებული ჰქონდა ადმინისტრაციული სახდელი საფინანსო სექტორის მარეგულირებელი კანონმდებლობის უხეში დარღვევისთვის; დ) საბროკერო კომპანიის მმართველი ორგანოს წევრის შემთხვევაში სასამართლომ იგი ცნო მხარდაჭერის მიმღებად. 8. ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნები მმართველი ორგანოს წევრების მიმართ აგრეთვე ვრცელდება იმ პირებზე, რომლებსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ აქვთ საქმიანობის დაგეგმვის, მართვისა და კონტროლის უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა.“. 3. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი: „7. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, რისკზე დაფუძნებული მიდგომის საფუძველზე განახორციელოს საბროკერო კომპანიის ლიცენზირება ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტაციისა და ინფორმაციის სრულყოფილად წარმოდგენის გარეშე (გარდა კანონით საბროკერო კომპანიის ლიცენზირებისთვის მოთხოვნილი დოკუმენტაციისა და ინფორმაციისა) და საჭიროების შემთხვევაში განსაზღვროს ვადა ამ დოკუმენტაციისა და ინფორმაციის სრულყოფილად წარმოდგენისთვის.“. 4. დანართები №1 – №3 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. 5. დაემატოს №4 – №6 დანართები თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ამ ბრძანების მოქმედება გავრცელდეს საბროკერო კომპანიის ლიცენზირების მიზნით ამ ბრძანების ამოქმედებამდე დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაზეც.
|
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები