ხონის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის სამუშაო ჯგუფის შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 15 ივლისის №20 დადგენილებაში ცვლიელბის შეტანის შესახებ

ხონის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის სამუშაო ჯგუფის შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 15 ივლისის №20 დადგენილებაში ცვლიელბის შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 25
დოკუმენტის მიმღები ხონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/08/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/08/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.119.016568
25
04/08/2025
ვებგვერდი, 05/08/2025
010250020.35.119.016568
ხონის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის სამუშაო ჯგუფის შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 15 ივლისის №20 დადგენილებაში ცვლიელბის შეტანის შესახებ
ხონის მუნიციპალიტეტი
 

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №25

2025 წლის 4 აგვისტო

ქ. ხონი

 

„ხონის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის სამუშაო ჯგუფის შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 15 ივლისის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის  მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ხონის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის სამუშაო ჯგუფის შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 15 ივლისის №20 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, ს.კ: 010250020.35.119.016563, 15/07/2025) შეტანილ იქნეს შემდეგი  ცვლილება:

1. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 85-ე მუხლის მე-5 ნაწილის; საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის   მე-2 მუხლის მე-3  პუნქტის, მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის და 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) პროგრამის მონაწილე – საპროექტო იდეის ავტორი/ავტორები 18 წლის ასაკიდან და პროგრამის ხმის მიცემის პროცესის მონაწილე, ქ. ხონის ადმინისტრაციულ ერთეულში რეგისტრირებული აქტიური ხმის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 18 წლის ასაკიდან;“.

3. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-7 მუხლის  მე-4  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ხმის მიცემის უფლება აქვთ ქ. ხონის ადმინისტრაციულ ერთეულში რეგისტრირებულ სრულწლოვან მოქალაქეებს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევალერი ბახტაძე