საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 26 დეკემბრის №2-1258 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 26 დეკემბრის №2-1258 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2-495
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 11/08/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/08/2025
ძალის დაკარგვის თარიღი 05/09/2025
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.023.016931
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
2-495
11/08/2025
ვებგვერდი, 12/08/2025
040030000.22.023.016931
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 26 დეკემბრის №2-1258 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (12/08/2025 - 19/08/2025)

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-495

2025 წლის 11 აგვისტო

ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 26 დეკემბრის №2-1258 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:


მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 26 დეკემბრის №2-1258 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი 26/12/2019; სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.023.016612) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების მე-2 მუხლით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს დებულების“:

1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სააგენტოს უფლებამოსილებებია:

ა) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების მიზნობრივი გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო პოლიტიკისა და შესაბამისი სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;

ბ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;

გ) მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნის მიზნით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენებული მიწის ნაკვეთების აღრიცხვა/ინვენტარიზაციის განხორციელება შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე, ასევე, ამ მიზნით სახელმწიფო და საერთაშორისო პროგრამების შემუშავებასა და  განხორციელებაში საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა;

დ) ნიადაგის ვარგისიანობისა და შესაბამისობის შესახებ ლაბორატორიული კვლევის ანალიზის საფუძველზე სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებული ცნობისა და სააგენტოს მიერ მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერებისა და ფაქტობრივი მდგომარეობის აღწერის საფუძველზე, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მომზადება და გაცემა;

ე) „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 ივლისის №464 დადგენილებით დამტკიცებული „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარის უფლებით გაცემული  სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, სახნავი კატეგორიის მიწის ნაკვეთ(ებ)ზე, საიჯარო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული უძრავი ნივთის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენების თაობაზე ინფორმაციის გაცემა;

ვ) გაუდაბნოებისა და მიწის დეგრადაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ნიადაგის ნაყოფიერების აღდგენის ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობა;

ზ) ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მართვის რეგულირება და კოორდინაცია;

თ) ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის მართვასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;

ი) ქარსაფარი ზოლის აღდგენის, გაშენების და მართვის სახელმწიფო პროგრამის შემუშავებაში მონაწილეობა და განხორციელება, ასევე, ქარსაფარი ზოლის აღდგენის და გაშენების გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა და მათი განხორციელება;

კ) ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაცია და სპეციალური მოკვლევის ჩატარება, ქარსაფარი ზოლის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, ქარსაფარი ზოლის აღრიცხვის სისტემის ჩამოყალიბება და მისი მართვა;

ლ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქარსაფარი ზოლის მართვის გეგმის დამტკიცება და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემამდე მისი მოვლის და დაცვის ღონისძიებების უზრუნველყოფა;

მ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქარსაფარი ზოლის სამეურნეო მიზნით გამოყენებისათვის მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის დაინტერესებული პირისათვის სარგებლობის უფლებით გადაცემა და ქარსაფარ ზოლში სპეციალური დანიშნულებით ჭრების განხორციელების უფლების მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება;

ნ) ქარსაფარი ზოლის სარგებლიანობის თაობაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;

ო) კერძო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთთან დაკავშირებული საინვესტიციო გეგმის თაობაზე განცხადების მიღება და განხილვა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრისთვის (შემდგომ – მინისტრი) წარსადგენად შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და საინვესტიციო გეგმის შესრულების მონიტორინგი;

პ) სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საძოვრების  რაციონალურად გამოყენების, ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისა და საძოვრების დეგრადაციის პრევენციის მიზნით შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის განხორციელება;

ჟ) დეგრადირებული საძოვრების აღდგენისა და  საძოვრების დარუკების დანერგვის მიზნით შესაბამისი სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;

რ) საძოვრების მიზნობრივი გამოყენების და დაცვის მიზნით, მოქმედი კანონმდებლობით ან/და შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში აღრიცხვა/ინვენტარიზაციის განხორციელება, ასევე ამ მიზნით სახელმწიფო და საერთაშორისო პროგრამების შემუშავებასა და  განხორციელებაში საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა;

ს) მიწათსარგებლობისა და მიწათდაფარულობის  მონაცემების დეშიფრირება, განახლებული ორთოფოტოგეგმების საფუძველზე, მათი სივრცითი და კარტოგრაფიული ინფორმაციის დამუშავების შედეგად მიწის ბალანსის შედგენა;

ტ) გეომონაცემთა ბაზების განახლება, მონაცემების ცვლილებებისა და განახლების ანალიზი, მონაცემთა შედარება;

უ) მიწის ნაკვეთზე ან მის ნაწილზე აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების წარმოება და საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის შესრულება;

ფ) მიწათსარგებლობასთან დაკავშირებული თემატური რუკების მომზადება;

ქ) ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების დადგენაში მონაწილეობა;

ღ) სააგენტოში წარმოდგენილი დოკუმენტების შენახვა, დაცვა და მათზე წვდომის უზრუნველყოფა კანონით დადგენილი წესით;

ყ) საერთაშორისო და ადგილობრივ საგრანტო კონკურსებში მონაწილეობის მიღება და პროექტის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

შ) საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებისაგან გრანტის მიღება და მიღებული გრანტის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

ჩ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობა, საზოგადოების ინფორმირება სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე და დაინტერესებული პირებისათვის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

ც) სააგენტოს ვებგვერდის ადმინისტრირება;

ძ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება“.

2. მე-3 მუხლის მე-4  მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სააგენტოს თავმჯდომარეს ჰყავს სამი მოადგილე. სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თავმჯდომარე.

5. სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეების უფლებამოსილებებსა და საქმიანობის სფეროებს განსაზღვრავს სააგენტოს თავმჯდომარე.

6. სააგენტოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს სააგენტოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით – ერთ-ერთი მოადგილე.“

 

3. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) მიწის მართვის დეპარტამენტი, რომელშიც შედის:

ა.ა) გეოინფორმაციული მონაცემების მართვის სამმართველო;

ა.ბ) მიწათსარგებლობის სამმართველო;

ბ) ქარსაფარი ზოლებისა და საძოვრების მართვის დეპარტამენტი, რომელშიც შედის:

ბ.ა) ქარსაფარი ზოლების მართვის სამმართველო;

ბ.ბ) საძოვრების მართვის სამმართველო;

გ) მონიტორინგის დეპარტამენტი, რომელშიც შედის:

გ.ა) მიწათსარგებლობის მონიტორინგის სამმართველო;

გ.ბ) სახელშეკრულებო ვალდებულებათა მონიტორინგის სამმართველო;

დ) საფინანსო დეპარტამენტი, რომელშიც შედის:

დ.ა) საბიუჯეტო და ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველო;

დ.ბ) სახელმწიფო შესყიდვების სამმართველო;

ე) ადმინისტრაციული დეპარტამენტი, რომელშიც შედის:

ე.ა) იურიდიული სამმართველო;

ე.ბ) ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო;

ე.გ) საქმისწარმოების სამმართველო.

 

4. მე-5  მე-9 მუხლები   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5.  მიწის მართვის დეპარტამენტი

დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

ა) მიწის შესახებ მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირება;

ბ) მიწის ბალანსის შედგენა და დადგენილი წესით გამოქვეყნების უზრუნველყოფა;

გ) მიწის ნაკვეთებთან და მიწათსარგებლობასთან დაკავშირებული საკადასტრო მონაცემების, სივრცითი და კარტოგრაფიული ინფორმაციის დამუშავება;

დ) მიწის ნაკვეთებთან და მიწათსარგებლობასთან დაკავშირებული კამერალური საკადასტრო სამუშაოების შესრულება;

ე) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების მიზნობრივი გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა და განხორციელება;

ვ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა და კომპეტენციის ფარგლებში განხორციელება;

ზ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების დაცვის ღონისძიებების შემუშავებაში მონაწილეობა და განხორციელება;

თ) მიწის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილებასთან დაკავშირებით კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს საქმიანობის უზრუნველყოფა. მათ შორის, როგორც მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერება და ფაქტობრივი მდგომარეობის აღწერა, ასევე მიწის ნაკვეთის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენების შესაძლებლობის თაობაზე ინფორმაციის მომზადებისა და გაცემის ორგანიზება;

ი) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების დაცვისა და მიწათსარგებლობასთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებისა და ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;

კ) ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების დადგენაში მონაწილეობის უზრუნველყოფა;

ლ) გაუდაბნოების, მიწის დეგრადაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ნიადაგის ნაყოფიერების აღდგენის ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობა და განხორციელება;

მ) საინვესტიციო გეგმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების უზრუნველყოფა;

ნ) მიწის რესურსების შესახებ მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირება და მართვის უზრუნველყოფა;

ო) მიწათდაფარულობისა და მიწათსარგებლობის მონაცემთა ბაზის ფორმირება, სხვადასხვა ორგანიზაციებიდან მიღებული ინფორმაციული ნაკადების ინტეგრირება;

პ) სატელიტური სურათების დამუშავებით მიწათსარგებლობის მონიტორინგი;

ჟ) თანამგზავრული გადაღებების შედეგად მიღებული მასალების დეშიფრირება;

რ) მიწის საინფორმაციო სისტემის თავსებადობის უზრუნველყოფა და ინტეგრაცია სააგენტოსა და სამინისტროში არსებულ, ასევე სხვა სამინისტროების მონაცემთა ბაზებთან, ამ ბაზების მართვის სისტემებთან;

ს) გეომონაცემთა ბაზის ძველი ვერსიების შენახვა/დაარქივება;

ტ) საარქივო მონაცემების აციფრვა, სივრცულ ფორმატში დამუშავება, ელექტრონული ასლების შექმნა და მართვა, ელექტრონული ასლების ხელმისაწვდომობა და მათი შინაარსის შესახებ ინფორმაციის მომზადება;

უ) მონაცემთა ბაზის შიდა მართვის სისტემიდან მონაცემების ერთიანი განახლება;

ფ) „მიწის საინფორმაციო სისტემის მართვა, ელექტრონული პროგრამების განვითარება, მათში დაცული მონაცემების დამუშავება, ელექტრონული სერვისების საშუალებით მონაცემების მიღება და გაცემა;

ქ) სტატისტიკური მონაცემების სისტემის შექმნა და მათი ანგარიშების მომზადება;

ღ) მონაცემთა ერთიანი ბაზის განვითარება, პროგრამული უზრუნველყოფის გაუმჯობესება;

ყ) თემატური ინფორმაციების და რუკების მომზადება და საჭიროების შემთხვევაში მათი გამოქვეყნების ან/და გამოცემის ორგანიზება;

შ) დაინტერესებული პირების მოთხოვნის საფუძველზე, სააგენტოს უფლებამოსილების ფარგლებში არსებული (შექმნილი, დაცული) საკადასტრო ინფორმაციის მომზადება;

ჩ) კომპეტენციის ფარგლებში, მიწის რესურსების დაცვასა და მიწათსარგებლობასთან დაკავშირებით დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და შესაბამისი პროგრამების განხორციელება;

ც) უფლებამოსილების ფარგლებში, კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება;

ძ) დეპარტამენტის საქმიანობის ანგარიშის მომზადება და სააგენტოს ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;

წ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობის განხორციელება.

 

მუხლი 6. ქარსაფარი ზოლებისა და საძოვრების მართვის დეპარტამენტი

დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

ა) მიწის მდგრადი მართვის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა;

ბ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის, რაციონალური გამოყენებისა და დაცვის მიზნით მიზნობრივი პროექტების/პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა და უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელება;

გ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების კონსოლიდაციის მიზნით საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და დანერგვისათვის შესაბამისი ღონისძიებების უზრუნველყოფა;

დ) ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მართვის რეგულირება და კოორდინაცია;

ე) დეპარტამენტის უფლებამოსილების ფარგლებში, მიზნობრივი პროექტების/პროგრამების განხორციელება და ანალიზი;

ვ) ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციისა და სპეციალური მოკვლევის ჩატარების, ქარსაფარი ზოლის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭირო ღონისძიებების უზრუნველყოფა;

ზ) ქარსაფარი ზოლის აღდგენის და გაშენების გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა;

თ) ქარსაფარი ზოლის აღდგენის, გაშენების და მართვის სახელმწიფო პროგრამის შემუშავებაში მონაწილეობა და განხორციელება;

ი) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქარსაფარი ზოლის მართვის გეგმის შემუშავებისა და დამტკიცებისათვის საჭირო ღონისძიებების უზრუნველყოფა;

კ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემამდე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქარსაფარი ზოლის მოვლის და დაცვის ღონისძიებების უზრუნველყოფა;

ლ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქარსაფარი ზოლის სამეურნეო მიზნით გამოყენებისათვის მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის დაინტერესებული პირისათვის სარგებლობის უფლებით გადაცემისთვის საჭირო ღონისძიებების უზრუნველყოფა;

მ) სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ქარსაფარ ზოლში სპეციალური დანიშნულებით ჭრების განხორციელების უფლების მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭირო ღონისძიებების უზრუნველყოფა;

ნ) ქარსაფარი ზოლისა და საძოვრების აღრიცხვის სისტემის შექმნისა და მართვის უზრუნველყოფა;

ო) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების იჯარის გაცემასთან დაკავშირებული ღონისძიებების უზრუნველყოფა;

პ) საძოვრების მიზნობრივი გამოყენების და დაცვის მიზნით, შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში აღრიცხვა/ინვენტარიზაციის განხორციელება;

ჟ) უფლებამოსილების ფარგლებში, კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება;

რ) დეპარტამენტის საქმიანობის ანგარიშის მომზადება და სააგენტოს ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;

ს) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობის განხორციელება.

მუხლი 7. მონიტორინგის დეპარტამენტი

დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

ა) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მიზნობრივი გამოყენების მონიტორინგი;

ბ) მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერება და ფაქტობრივი მდგომარეობის აღწერა;

გ) საინვესტიციო გეგმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი და კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;

დ) მიწის ნაკვეთებთან და მიწათსარგებლობასთან დაკავშირებული საველე საკადასტრო სამუშაოების შესრულება;

 ე) სააგენტოს მიერ გაფორმებული ხელშეკრულებების ინსპექტირება და მონიტორინგი;

ვ) სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში, მიწათსარგებლობის საველე მონიტორინგის უზრუნველყოფა;

ზ) საინვესტიციო გეგმებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულების გამოვლენის შემთხვევაში, სათანადო დასკვნის მომზადება და კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;

თ) სააგენტოს მიერ განხორციელებული/მიმდინარე მიზნობრივი პროგრამების შესრულების მონიტორინგი და შესაბამისი დასკვნის მომზადება სააგენტოს ხელმძღვანელობისთვის წარსადგენად;

ი) სააგენტოს მიერ განხორციელებული/მიმდინარე მიზნობრივი პროგრამების ფარგლებში გაფორმებული იჯარის/სამეურნეო მართვის ხელშეკრულებებით მოიჯარის/სამეურნეო მმართველის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი (სახელშეკრულებო ვალდებულებათა მონიტორინგი);

კ) სააგენტოს მიერ მიზნობრივი პროგრამების ფარგლებში დადებული ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულების გამოვლენის შემთხვევაში, სათანადო დასკვნის მომზადება და კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;

ლ) უფლებამოსილების ფარგლებში, კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება;

მ) დეპარტამენტის საქმიანობის ანგარიშის მომზადება და სააგენტოს ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;

ნ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობის განხორციელება.

 

მუხლი 8. საფინანსო დეპარტამენტი

დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

ა) სააგენტოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის წარმართვა;

ბ) ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება და ფინანსური ანგარიშგების მომზადება და ანალიზი;

გ) სააგენტოს ბიუჯეტის პროექტების, საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება და წარდგენა;

დ) სააგენტოსთვის გამოყოფილი თანხების მიზნობრივი ათვისების უზრუნველყოფა, ბიუჯეტის სისტემური ანალიზი, შემოსავლებისა და ხარჯების კონტროლი;

ე) სააგენტოს ფულადი სახსრების, მატერიალური და არამატერიალური ფასეულობების გამოყენების მიზნობრიობის კონტროლი. ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების მონაცემების უტყუარობის მიზნით არაფინანსური და ფინანსური აქტივების და სხვა დებიტორულ/კრედიტორული დავალიანებების ინვენტარიზაციის შედეგების აღრიცხვაში ასახვის უზრუნველყოფა;

ვ) სააგენტოს სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა, წლიური გეგმის შემუშავება, შესყიდვების პროცედურების განხორციელება, კონტროლი და ანალიზი;

ზ) უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება;

თ) დეპარტამენტის საქმიანობის ანგარიშის მომზადება და სააგენტოს ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;

ი) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობის განხორციელება.

 

მუხლი 9. ადმინისტრაციული დეპარტამენტი

დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

ა) სააგენტოს ბალანსზე რიცხული უძრავ-მოძრავი ქონების აღრიცხვა და დაცვა, კომპიუტერული ტექნიკითა და ქსელით შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა;

ბ) დაწესებულების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის წლიური და კვარტალური გეგმების შემუშავება;

გ) სააგენტოს ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა,  გადაადგილების  მარშრუტებისა და ტექნიკური მომსახურების კონტროლი;

დ) სააგენტოს ბალანსზე რიცხული ინვენტარის შენახვის, გაცემისა და დაბრუნების პროცესების მართვა;

ე) სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;

ვ) სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი სამართლებრივი აქტების, ხელშეკრულებების და შეთანხმებების პროექტების მომზადების უზრუნველყოფა;

ზ) სასამართლოებში, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, აგრეთვე კომპეტენციის ფარგლებში ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობებში სააგენტოს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;

თ) ნორმატიული აქტების პროექტების, სააგენტოს სახელით დასადები ხელშეკრულებების, მემორანდუმებისა და შეთანხმებების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა და ვიზირება;

ი) სააგენტოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ან/და ქმედების თაობაზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განხილვის ორგანიზება;

კ) სააგენტოს თანამშრომელთა შესაძლო გადაცდომის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, გადაცდომის ფაქტების დადგენა, შედეგების შესახებ დასკვნის, ასევე, მათი შემდგომი აღმოფხვრის მიზნით რეკომენდაციების სააგენტოს ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;

ლ) სააგენტოს თანამშრომელთა საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობა;

მ) სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვა;

ნ) თანამშრომელთა კარიერული წინსვლის, მოტივაციის, შეფასების სისტემების შექმნა, დანერგვა და განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ წინადადებების ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;

ო) სააგენტოს საქმისწარმოების ორგანიზება და არქივის წარმოება;

პ) სააგენტოში შემოსული კორესპონდენციის აღრიცხვა-განაწილება და მისი შესრულების კონტროლი;

ჟ) სააგენტოში შრომის უსაფრთხოების დაცვა;

რ) უფლებამოსილების ფარგლებში, კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება;

ს) დეპარტამენტის საქმიანობის ანგარიშის მომზადება და სააგენტოს ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;

ტ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობის განხორციელება.“.

 

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 20 აგვისტოდან.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრიდავით სონღულაშვილი