დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 25 დეკემბრის N24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 18 |
| დოკუმენტის მიმღები | ახმეტის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 06/08/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/08/2025 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.162.016686 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 25 დეკემბრის №24 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 26/12/2024, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.162.016665) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2025 წლის პროგრამა ეს პროგრამა განსაზღვრავს მუნიციპალური სოციალური პროგრამის განხორციელების წესს, რომლის ფარგლებშიც ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები, ეკონომიკურად გაჭირვებული, სოციალურად დაუცველი, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული პირები, გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახები (ეკომიგრანტები), საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული (დევნილი) საქართველოს მოქალაქეები, ახმეტის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბინადრობის ნებართვის მქონე პირები, ვეტერანები, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი პირები (რეგისტრაციის ადგილის მიუხედავად) და კრიზისულ სიტუაციაში მყოფი ბავშვიანი ოჯახები (რეგისტრაციის ადგილის მიუხედავად მიიღებენ ამ პროგრამით გათვალისწინებულ ყველა სახის დახმარებას, თუ ბენეფიციარი ჩართულია კრიზისულ სიტუაციაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების პრევენციის ჯგუფში) მიიღებენ ფულად და სხვა სახის დახმარებას. პროგრამის განხორციელების მიზანია საერთო სოციალური ფონის უკეთესობისკენ შეცვლა, უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობის დახმარება, აგრეთვე, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველყოფის და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის ხელშეწყობა.“. 2. დადგენილების დანართის მე-5 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჟ) ოჯახში ძალადობის მსხვერპლი პირები (ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველყოფის და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის ხელშეწყობა, რეგისტრაციის ადგილის მიუხედავად);“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები