დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების და პესტიციდების ექსპორტ-იმპორტის წესისა და წინასწარ დასაბუთებული თანხმობის პროცედურის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 13 ივნისის №263 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 325 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 06/08/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/08/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/08/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340120000.10.003.025217 |
|
„ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების და პესტიციდების ექსპორტ-იმპორტის წესისა და წინასწარ დასაბუთებული თანხმობის პროცედურის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 13 ივნისის №263 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების და პესტიციდების ექსპორტ-იმპორტის წესისა და წინასწარ დასაბუთებული თანხმობის პროცედურის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 13 ივნისის №263 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15/06/2016, 340120000.10.003.019328) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების და პესტიციდების ექსპორტ-იმპორტის წესისა და წინასწარ დასაბუთებული თანხმობის პროცედურის“ მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოში ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებებითა და პესტიციდებით საერთაშორისო ვაჭრობის სფეროს მარეგულირებელ დანიშნულ ეროვნულ ორგანოებს წარმოადგენენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო და საჯარო სამართლის იურიდიული პირი - გარემოს ეროვნული სააგენტო. 2. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − გარემოს ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია, განახორციელოს ამ დადგენილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ფუნქციები, საქართველოში ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების ექსპორტ-იმპორტსა და რეექსპორტთან დაკავშირებით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 აგვისტოდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები