დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 27 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
| მიღების თარიღი | 07/08/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/08/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300380000.16.009.016762 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებისა და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე და 168-ე მუხლების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილების (სსმ, III, 16.07.2009, №87, მუხ. 933; სარეგისტრაციო კოდი: 300.380.000.16.009.013.285):
1. პირველი პუნქტით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“: ა) მე-4 მუხლს: ა.ა) მე-5 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი: „51. მიმწოდებელი უფლებამოსილია, გადაამოწმოს განაცხადში მითითებული პირადი და მაიდენტიფიცირებელი მონაცემები სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ მონაცემთა ბაზაში.“; ა.ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. მიმწოდებელს უფლება აქვს უარი თქვას ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებასა და ამ საცალო მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგებაზე, თუ აშკარად შეუძლებელია მომსახურების გაწევა ტექნიკური მიზეზების გამო, ასევე, თუ განაცხადში მითითებული პირადი და მაიდენტიფიცირებელი მონაცემები (გარდა საკონტაქტო მონაცემებისა) არ ემთხვევა სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ მონაცემთა ბაზაში არსებულ მონაცემებს, რაც შეუძლებელს ხდის განმცხადებლის იდენტიფიცირებასა და მასთან ხელშეკრულების გაფორმებას.“; ბ) მე-18 მუხლს მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი: „81. განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია, გადაამოწმოს განაცხადში მითითებული პირადი და მაიდენტიფიცირებელი მონაცემები სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ მონაცემთა ბაზაში. იმ შემთხვევაში, თუ განაცხადში მითითებული პირადი და მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია (გარდა საკონტაქტო მონაცემებისა) არ ემთხვევა სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ მონაცემთა ბაზაში არსებულ ინფორმაციას, განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს იმოქმედოს ამ მუხლის მე-16 პუნქტით განსაზღვრული წესით.“; გ) 191 მუხლის: გ.ა) 21 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 22 პუნქტი: „22. განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია, გადაამოწმოს განაცხადში მითითებული პირადი და მაიდენტიფიცირებელი მონაცემები სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ მონაცემთა ბაზაში.“; გ.ბ) 31 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი: „გ) განაცხადში მითითებული პირადი და მაიდენტიფიცირებელი მონაცემები არ ემთხვევა სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ მონაცემებს (გარდა საკონტაქტო მონაცემებისა), რაც შეუძლებელს ხდის განმცხადებლის სწორ იდენტიფიცირებასა და მასთან ხელშეკრულების გაფორმებას.“. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები