„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 96
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 11/08/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/08/2025
სარეგისტრაციო კოდი 280120000.22.026.017383
96
11/08/2025
ვებგვერდი, 11/08/2025
280120000.22.026.017383
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება  №96

2025 წლის 11 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებით (ვებგვერდი, 16/01/2018, სარეგისტრაციო კოდი: 280120000.22.026.016549) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 91 მუხლი ამოღებულ იქნეს.

2. მე-15 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1ქვეპუნქტი:

1) წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის მოსამსახურეთა ყოველთვიური წოდებრივი სარგოები (დანართი №11);“.

3. 313 მუხლი ამოღებულ იქნეს.

4. 591 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

3. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 11 თვით გაწვეულ პირებს, რომლებიც სრულად იმსახურებენ კანონმდებლობით დადგენილი ვადით, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, უფინანსდებათ საქართველოს ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე (მხოლოდ ერთ საგანმანათლებოლო პროგრამაზე) მათ მიერ გადასახდელი სწავლის სრული საფასური წელიწადში არაუმეტეს 2250 ლარის (გადასახადების და საპენსიო შენატანების გარეშე) ოდენობით.“.

5. №1 დანართის მე-19  21- გრაფები ამოღებულ იქნეს.

6. ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 დანართი:

„დანართი 11

 

წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის

მოსამსახურეთა ყოველთვიური წოდებრივი სარგოები

(ლარებში)

წოდება

კოდი

წოდებრივი სარგო

1

6-თვიანი წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რიგითი/I კლასის რიგითი

SO-1

765

SO-2

2

6-თვიანი წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში საკუთარი სურვილით გაწვეული რიგითი/I კლასის რიგითი

SO-1

995

SO-2

3

8-თვიანი და 12 თვიანი წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რიგითი/I კლასის რიგითი

SO-1

635

SO-2

4

8-თვიან წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში საკუთარი სურვილით გაწვეული რიგითი/I კლასის რიგითი

SO-1

826

SO-2

5

11-თვიანი წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რიგითი/I კლასის რიგითი

SO-1

1275

SO-2

6

11-თვიანი წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში საკუთარი სურვილით გაწვეული რიგითი/I კლასის რიგითი

SO-1

1658

SO-2

 

 

7

11-თვიანი წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რიგითი/I კლასის რიგითი, რომელიც დაინიშნა ოცეულის სერჟანტის/ოცეულის სერჟანტის მოადგილის თანამდებობაზე

SO-1

1375

SO-2

 

 

 

8

11-თვიანი წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში საკუთარი სურვილით გაწვეული რიგითი/I კლასის რიგითი, რომელიც დაინიშნა ოცეულის სერჟანტის/ოცეულის სერჟანტის მოადგილის თანამდებობაზე

SO-1

1788

SO-2

 

 

9

11-თვიანი წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რიგითი/I კლასის რიგითი, რომელიც დაინიშნა უმცროსი ოფიცრების შემადგენლობის საშტატო კატეგორიის თანამდებობაზე

SO-1

1530

SO-2

 

 

10

11-თვიანი წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში საკუთარი სურვილით გაწვეული რიგითი/I კლასის რიგითი, რომელიც დაინიშნა უმცროსი ოფიცრების შემადგენლობის საშტატო კატეგორიის თანამდებობაზე

SO-1

1989

SO-2

 

შენიშვნა:

1. წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეს ამ დანართის პირველი – მე-6 გრაფებით განსაზღვრული წოდებრივი სარგო  მიეცემა სამხედრო ნაწილში ჩარიცხვის დღიდან.

2. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში საკუთარი სურვილით გაწვეულ პირზე შესაბამის ცნობას გასცემს სსიპ – სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო.

3. 11-თვიანი წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეს, რომელსაც დროებით მიენიჭება ლეიტენანტის, სერჟანტის ან უმცროსი სერჟანტის სამხედრო წოდება ანაზღაურება მიეცემა ძირითადი სამხედრო წოდების შესაბამისად, ამ დანართით განსაზღვრული ოდენობით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ჩიქოვანი