„კანდიდატის პარტიული კუთვნილების შესახებ ინფორმაციის წარდგენის წესის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 16 აგვისტოს №34/2024 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 44/2025
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 09/08/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/08/2025
სარეგისტრაციო კოდი 010190020.15.008.016816
44/2025
09/08/2025
ვებგვერდი, 11/08/2025
010190020.15.008.016816
„კანდიდატის პარტიული კუთვნილების შესახებ ინფორმაციის წარდგენის წესის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 16 აგვისტოს №34/2024 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია 

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №44/2025

2025 წლის 9 აგვისტო

ქ. თბილისი

„კანდიდატის პარტიული კუთვნილების შესახებ ინფორმაციის წარდგენის წესის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 16 აგვისტოს №34/2024 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„კანდიდატის პარტიული კუთვნილების შესახებ ინფორმაციის წარდგენის წესის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 16  აგვისტოს №34/2024 დადგენილებას (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე”, ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 19/08/2024, 010190020.15.008.016748) დაემატოს 21 მუხლი შემდეგი რედაქციით:

მუხლი 21

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს მაჟორიტარი კანდიდატის/თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველის თემის მერის წარდგენის მიზნით შესაბამისმა არანაკლებ 5 წევრისგან შემდგარმა ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 47-ე დღისა, განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს. განცხადებას თან უნდა ერთოდეს კანდიდატის მიერ შევსებული და ხელმოწერილი განაცხადი პარტიული კუთვნილების შესახებ. განაცხადში, ცესკოს განკარგულებით დამტკიცებული ფორმით, მიეთითება ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია.”.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 4
ეს დადგენილება გავრცელდეს „მუნიციპალიტეტის ორგანოების არჩევნების დანიშვნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2025 წლის 5 აგვისტოს №05/08/01 განკარგულების ამოქმედებიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

კომისიის თავმჯდომარეგიორგი კალანდარიშვილი
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი