დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2017 წლის 12 აპრილის №01-76 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-700 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 11/08/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/08/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.22.030.016378 |
|
,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2017 წლის 12 აპრილის №01-76 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
1.
,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2017 წლის 12 აპრილის №01-76 ბრძანების პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტით დამტკიცებულ წესში (ვებგვერდი, 13/04/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010320040.22.030.016161) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
ა)
მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. სამინისტროში/საზღვარგარეთ სამინისტროს შესაბამის ქვედანაყოფში სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსი ცხადდება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის, სამინისტროს ვებგვერდის და/ან სხვა მსგავსი ტიპის ალტერნატიული საშუალებით.’’; |
ბ)
მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 8. განაცხადი კონკურსზე კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, სტაჟირების გავლის მსურველმა პირმა განაცხადი უნდა გააკეთოს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის/სამინისტროს ვებ-გვერდის/ელექტრონული ფოსტის/მატერიალური ფორმით და/ან სხვა მსგავსი ტიპის ალტერნატიული საშუალებით.’’; |
გ)
მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ცენტრალურ აპარატში სტაჟიორთა მიღების პროცედურებსა და სტაჟირების გავლას საერთო კოორდინაციას უწევს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს იურიდიულ საკითხთა, ადამიანური და ადმინისტრაციული რესურსების მართვის დირექტორატის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი (შემდგომში – ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი), ხოლო საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფებში შესაბამისი ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული თანამდებობის პირი (შემდგომში – უფლებამოსილი თანამდებობის პირი).’’; |
დ)
111 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი: ა) ახორციელებს პრაქტიკანტთა შერჩევას, მიღებასა და შესაბამის დეპარტამენტებში გადანაწილებას კანდიდატების მიერ წარმოდგენილი საბუთებისა და, საჭიროების შემთხვევაში, გასაუბრების საფუძველზე; ბ) აგვარებს გასაუბრებასთან დაკავშირებულ საორგანიზაციო საკითხებს, აწარმოებს საჭირო დოკუმენტაციას.’’; |
ე)
141 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 141. სტაჟიორის შრომის ანაზღაურების წესი ანაზღაურებადი სტაჟირების შემთხვევაში, სამინისტროს ცენტრალურ აპარატში კონკურსის წესით მიღებული სტაჟიორისათვის შრომის ანაზღაურება ხორციელდება ,,საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 15 მაისის №177 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 თავით დადგენილი წესის შესაბამისად.’’. |
2.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2025 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები