დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს რეგიონული ქვედანაყოფების შექმნისა და ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 2 სექტემბრის №1-1/352 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/306 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 11/08/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/08/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.024.016924 |
|
„სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს რეგიონული ქვედანაყოფების შექმნისა და ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 2 სექტემბრის №1-1/352 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს რეგიონული ქვედანაყოფების შექმნისა და ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 2 სექტემბრის № 1-1/352 ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს რეგიონული ქვედანაყოფების დებულების“ მე-5 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს რეგიონული ქვედანაყოფების შექმნისა და ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 2 სექტემბრის №1-1/352 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 04/09/2020, 040030000.22.024.016668) დამტკიცებული „სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს რეგიონული ქვედანაყოფების დებულების“ მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. სააგენტოს რეგიონული ქვედანაყოფის ფუნქციები სააგენტოს რეგიონული ქვედანაყოფი თავისი ძირითადი ფუნქციების შესასრულებლად, დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში: ა) მართავს და სარგებლობაში გადასცემს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში არსებულ სახელმწიფო ქონებას; ბ) მონიტორინგს უწევს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში არსებული სახელმწიფო ქონების პრივატიზებასთან/სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით მყიდველის/სარგებლობის უფლების მიმღების მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებას და საჭიროების შემთხვევაში იღებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს; გ) აღრიცხავს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში არსებულ სახელმწიფო ქონებას; დ) უზრუნველყოფს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში არსებული სახელმწიფო ქონების რეგისტრაციას, სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანასა და დაყოფას/გაერთიანებას; ე) ახორციელებს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების ადგილზე დათვალიერებას; ვ) ახორციელებს სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს პარტნიორის (აქციონერის) უფლებამოსილებებს; ზ) ახორციელებს სახელმწიფო ქონების ჩამოწერას; თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით წარმოადგენს სააგენტოს ინტერესებს სასამართლოში; ი) ახორციელებს სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული/განსაკარგავად გადაცემული მოძრავი ქონების ადგილზე დათვალიერებას, მიღებას, საჭიროების შემთხვევაში საპასუხისმგებლო შენახვაზე მიბარებას, ტრანსპორტირებას, საწყობში განთავსებასა და შენახვას; კ) მართავს სასაწყობო მეურნეობას და იღებს შესაბამის ზომებს სასაწყობო ინფრასტრუქტურის გამართულობის უზრუნველყოფის მიზნით; ლ) უზრუნველყოფს რეალიზებული/პრივატიზებული, ლიზინგის ფორმით გასაცემი ან გასანაწილებელი სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული/განსაკარგავად გადაცემული მოძრავი ქონების გაცემას; მ) უზრუნველყოფს სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული/განსაკარგავად გადაცემული მოძრავი ქონების განადგურების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებას; ნ) უზრუნველყოფს საწყობში ინვენტარიზაციის ჩატარებას; ო) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით სააგენტოსთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.“. |
| მუხლი 2 |
ეს
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები