„აქტიურ სარეზერვო სამხედრო სამსახურში მისაღებ პირთან გასაფორმებელი კონტრაქტის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 15 თებერვლის №31 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აქტიურ სარეზერვო სამხედრო სამსახურში მისაღებ პირთან გასაფორმებელი კონტრაქტის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 15 თებერვლის №31 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 98
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 12/08/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/08/2025
სარეგისტრაციო კოდი 120000000.22.026.017385
98
12/08/2025
ვებგვერდი, 13/08/2025
120000000.22.026.017385
„აქტიურ სარეზერვო სამხედრო სამსახურში მისაღებ პირთან გასაფორმებელი კონტრაქტის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 15 თებერვლის №31 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება  №98

2025 წლის 12 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„აქტიურ სარეზერვო სამხედრო სამსახურში მისაღებ პირთან გასაფორმებელი კონტრაქტის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 15 თებერვლის №31 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„აქტიურ სარეზერვო სამხედრო სამსახურში მისაღებ პირთან გასაფორმებელი კონტრაქტის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 15 თებერვლის №31 ბრძანებაში (ვებგვერდი, 16/02/2024, სარეგისტრაციო კოდი: 120000000.22.026.017208) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების:

ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. დამტკიცდეს:

ა) აქტიურ სარეზერვო სამხედრო სამსახურში მისაღებ პირთან გასაფორმებელი კონტრაქტის ფორმა (დანართი №1);

ბ) სამხედრო საგანმანათლებლო პროგრამის გავლის მიზნით აქტიურ სარეზერვო სამხედრო სამსახურში ჩარიცხულ პირთან გასაფორმებული დამატებითი კონტრაქტის ფორმა (დანართი №2).“;

ბ) პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. კონტრაქტის, მათ შორის დამატებითი კონტრაქტის გაფორმების უფლებამოსილება დაქვემდებარებულ ქვედანაყოფებში მიენიჭოს:

ა) სარდალს;

ბ) ეროვნული გვარდიის უფროსს;

გ) სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსს;

დ) სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსს;

ე) კავშირგაბმულობისა და უზრუნველყოფის ცენტრის უფროსს;

ვ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორს.“;

გ) 1 დანართის:

გ.ა) მე-2 მუხლის:

გ.ა.ა) 2.4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აქტიური რეზერვისტის აქტიურ სარეზერვო სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში.“;

გ.ა.ბ) 2.5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.5. კონტრაქტი ვადამდე შეწყვეტილად ითვლება აქტიური სარეზერვო სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებაში მითითებული თარიღიდან.“;

გ.ბ) მე-6 მუხლის:

გ.ბ.ა) 6.2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6.2. აქტიურ რეზერვისტს ეკისრება ვალდებულება, აანაზღაუროს სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანი, მათ შორის, იმ ქონების ღირებულება, რომელიც არ დააბრუნა სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების გამო.“;

გ.ბ.ბ) 6.4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6.4. იმ შემთხვევაში, თუ ეს კონტრაქტი ვადამდე შეწყდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას, აქტიური სარეზერვო სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებულს ეკისრება ვალდებულება, სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ გადაიხადოს ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, კონტრაქტის შეწყვეტიდან ერთი თვის ვადაში.“.

 

2. ბრძანებას დაემატოს დანართი №2 თანდართული რედაქციით:

 

„დანართი №2

„დამტკიცებულია“

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

20  წლის ,,___“ _____  № ___ ბრძანებით

 

სამხედრო საგანმანათლებლო პროგრამის გავლის მიზნით აქტიურ სარეზერვო სამხედრო სამსახურში ჩარიცხულ პირთან გასაფორმებული დამატებითი კონტრაქტი

 

ქ. თბილისი                                                                                  „ ___“    „_____________ “ 20 ___“ წ.

ერთი მხრივ, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, შემდგომში წოდებული „სამინისტროდ“, წარმოდგენილი ------------------------------------- მიერ და, მეორე მხრივ, აქტიურ სარეზერვო სამხედრო  სამსახურში ჩარიცხული პირი --------------------------------------------------------,   პირადობის  მოწმობის/პასპორტის  ნომერი --------------------------გაცემული ------------------------------------------------წლის ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------   (თვე და რიცხვი)

-----------------------------------------------------------მიერ, პირადი ნომერი -----------------რეგისტრირებული მისამართზე ---------------------------------------------------------------,   შემდგომში წოდებული „სამხედრო მოსამსახურედ“, ხოლო ერთობლივად წოდებულნი „მხარეებად“, ვმოქმედებთ რა საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, ვდებთ წინამდებარე შეთანხმებას შემდეგზე:

 

მუხლი 1. კონტრაქტის საგანი

1.1. წინამდებარე კონტრაქტის საგანია სამხედრო მოსამსახურის მიერ პროფესიული განვითარებისა ან/და კვალიფიკაციის ამაღლების ან/და ოფიცრის საწყისი სამხედრო განათლების მიღების მიზნით, სამინისტროს სისტემაში სამხედრო საგანმანათლებლო პროგრამის, რომლის გავლის პერიოდი კალენდარული წლის განმავლობაში აღემატება თავდაცვის კოდექსის 90-ე მუხლის მე-11 ნაწილით განსაზღვრულ 45 დღეს, გავლასთან დაკავშირებული ურთიერთობების მოწესრიგება.

1.2. აქტიური სარეზერვო სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც ამ კონტრაქტით არ წესრიგდება, რეგულირდება სამხედრო მოსამსახურესთან გაფორმებული ძირითადი კონტრაქტითა და საქართველოს კანონმდებლობით.

 

მუხლი 2. კონტრაქტის მოქმედების ვადა

2.1. ამ კონტრაქტის ვადა შეადგენს ------.

2.2. ამ კონტრაქტის მოქმედების ვადა აითვლება კონტრაქტის ძალაში შესვლის დღიდან და გრძელდება ამ კონტრაქტის 2.1. პუნქტით განსაზღვრული კონტრაქტის მოქმედების ვადის ბოლო დღის დამთავრებისთანავე.

2.3. ეს კონტრაქტი ძალაში შედის ამ კონტრაქტის პირველ გვერდზე აღნიშნული თარიღიდან (რიცხვი, თვე, წელი).

2.4. ამ კონტრაქტის მოქმედების ვადის გაგრძელება წარმოადგენს მხარეთა წერილობითი შეთანხმების საგანს.

2.5. კონტრაქტი შეიძლება ვადამდე შეწყდეს:

2.5.1. სამხედრო მოსამსახურის კანონმდებლობით გათვალისწინებული ერთ-ერთი საფუძვლით სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში;

2.5.2. იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო მოსამსახურე ამოირიცხება სამხედრო საგანმანათლებლო პროგრამიდან.

 

მუხლი 3. მხარეთა უფლება-მოვალეობები

3.1. სამინისტრო ვალდებულია:

3.1.1. უზრუნველყოს სამხედრო მოსამსახურის მიერ მასზე დაკისრებული მოვალეობების რეალიზების პირობები;

3.1.2. სამხედრო მოსამსახურეს გადაუხადოს ანაზღაურება კანონმდებლობით დადგენილი წესით  და უზრუნველყოს შესაბამისი შრომითი და სოციალური პირობებით.

3.2.  სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია:

3.2.1. გაიაროს შესაბამისი სამხედრო მომზადების პროგრამა; აიმაღლოს სამხედრო ტექნიკური თუ ზოგადი ცოდნის დონე; 

3.2.2. შეასრულოს ამ კონტრაქტით, ძირითადი კონტრაქტითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ფუნქცია-მოვალეობები. მათ შორის, არ გაამჟღავნოს სამხედრო ან/და სახელმწიფო საიდუმლოება, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას.

 

მუხლი 4. სამხედრო მოსამსახურის შრომის ანაზღაურება

4.1. სამხედრო მოსამსახურეს ამ კონტრაქტის მოქმედების განმავლობაში ყოველთვიურად მიეცემა შრომის ანაზღაურება, რაც შეადგენს მისი წოდებრივი სარგოს 20%-ს, ხოლო სამხედრო საგანმანათლებლო პროგრამის გეგმა-კალენდრით განსაზღვრულ სასწავლო/სამხედრო შეკრების გავლის პერიოდში – წოდებრივი სარგოს სრულ ოდენობას.

 

მუხლი 5. დავების გადაწყვეტა

5.1. წინამდებარე კონტრაქტიდან გამომდინარე, ნებისმიერი დავა წყდება  მხარეთა შორის მოლაპარაკებით. თუ მოლაპარაკების გზით დავა არ გადაწყდება, მაშინ დავას განიხილავს სასამართლო.

 

მუხლი 6. დასკვნითი დებულებები

6.1. კონტრაქტის შესრულების ადგილია იმ სამხედრო ნაწილის იურიდიული ადგილმდებარეობა, რომლის შემადგენლობასაც მიეკუთვნება სამხედრო მოსამსახურე, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის თავდაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, ვალდებულების ფაქტობრივი შესრულების ადგილი შეიძლება განსხვავებული იყოს.

6.2. კონტრაქტის ცალკეული დებულებების ბათილობა არ იწვევს კონტრაქტის დანარჩენი დებულებების ბათილობას.

6.3.  კონტრაქტში ცვლილება შედის მხარეთა მიერ ხელმოწერილი წერილობითი შეთანხმების ოქმით, რომელიც წარმოადგენს ამ კონტრაქტის განუყოფელ ნაწილს.

6.4. კონტრაქტი შედგენილია ქართულ ენაზე, თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ორ ეგზემპლარად, რომლის თითოეული ეგზემპლარი ინახება მხარეებთან.

 

მხარეთა  ხელმოწერა    

                                         

       სამინისტრო:                                                                           სამხედრო  მოსამსახურე:

 

----------------------------------------------                                             ------------------------------------------

                                                                                                                                                               “.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ჩიქოვანი