დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო ენის სპეციალური კურსის გავლის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 65/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 12/08/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/08/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.022.018700 |
|
სახელმწიფო ენის სპეციალური კურსის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
|
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველ პუნქტის „პ
20“ ქვეპუნქტის შესაბამისად
ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს „სახელმწიფო ენის სპეციალური კურსის გავლის წესი“ ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი
სახელმწიფო ენის სპეციალური კურსის გავლის წესი მუხლი 1. ზოგადი დებულებანი ეს წესი განსაზღვრავს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სახელმწიფო ენის სპეციალური კურსის გავლის წესსა და პირობებს.
1. სახელმწიფო ენის სპეციალური კურსი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის სახელმწიფოენოვან საგანმანათლებლო პროგრამაში (კურიკულუმში) შემავალი ქართული ენის სპეციალური კურსი, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში − აგრეთვე აფხაზური ენის სპეციალური კურსი. 2. ქართული ენის სპეციალური კურსი შედგება ოთხი ნაწილისგან: ა) ზოგადი ნაწილი. ქართულ ენასთან დაკავშირებული ზოგადი საკითხები. ქართული სალიტერატურო ენის ჩამოყალიბებისა და განვითარების ისტორია. ქართული დამწერლობის წარმოშობისა და განვითარების ისტორია; ბ) სალიტერატურო ენის ნორმალიზაციის პრობლემები. რა არის სალიტერატურო ენის ნორმა? რა იწვევს ნორმათა დარღვევას? ნორმირების მნიშვნელობა, პრინციპები, თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ძირითადი ნორმები; გ) სტილისტიკა. სტილისტიკის საგანი. ქართული ენის ფუნქციური სტილის საკითხები (სამეცნიერო, მხატვრული, პუბლიცისტური, საკანონმდებლო, სასაუბრო სტილები, მათი სპეციფიკა); პრაქტიკული სტილისტიკის ძირითადი საკითხები; დ) ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგია. ტერმინთშემოქმედება, დარგობრივი ტერმინოლოგიის საკითხები. 3. აფხაზური ენის სპეციალური კურსი შედგება ოთხი ნაწილისგან: ა) ზოგადი დახასიათება. აფხაზური ენის ზოგადი დახასიათება. აფხაზურის, როგორც იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახის ერთ-ერთი ენის, შესწავლის ისტორია. ზოგადი ცნობები აფხაზური დამწერლობის შესახებ. აფხაზური ანბანის შექმნის ისტორია. აფხაზური ენის ფონეტიკა-ფონოლოგიის, მორფოლოგიისა და სინტაქსის ძირითადი საკითხები. ბ) აფხაზური სალიტერატურო ენის ნორმალიზაციის პრობლემები, მიდგომები. რა არის სალიტერატურო ენის ნორმა? რა იწვევს ნორმათა დარღვევას? ნორმირების მნიშვნელობა, პრინციპები, თანამედროვე სალიტერატურო ენის ძირითადი ნორმები; გ) ფუნქციური სტილისტიკა. აფხაზური ენის პრაქტიკული სტილისტიკის საკითხები. სტილისტიკის საგანი. ფუნქციური სტილის საკითხები (სამეცნიერო, მხატვრული, პუბლიცისტური, საკანონმდებლო, სასაუბრო სტილები, მათი სპეციფიკა) პრაქტიკული სტილისტიკის ძირითადი საკითხები; დ) დარგობრივი ტერმინოლოგიის საკითხები. აფხაზური სამეცნიერო ტერმინოლოგია. ტერმინთშემოქმედება, დარგობრივი ტერმინოლოგიის საკითხები. მუხლი 3. სახელმწიფო ენის სპეციალური კურსის განხორციელების მექანიზმები 1. სახელმწიფო ენის სპეციალური კურსის გავლა სავალდებულოა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის სახელმწიფოენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე 2025 წლის 1 აგვისტოდან ჩარიცხული სტუდენტებისთვის. 2. სახელმწიფო ენის სპეციალური კურსი უნდა განხორციელდეს სწავლების პირველ აკადემიურ წელს. 3. სახელმწიფო ენის სპეციალური კურსი ხორციელდება არანაკლებ ერთი სემესტრის განმავლობაში. 4. სახელმწიფო ენის სპეციალური კურსის განხორციელება შესაძლებელია ახალი სასწავლო კურსის შემუშავების ან არსებული სასწავლო კურსის/კურსების მოდიფიცირების გზით. 5. სახელმწიფო ენის სპეციალური კურსი, გარდა ქართული ფილოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამებისა, შეყვანილი უნდა იყოს საუნივერსიტეტო სავალდებულო საგნების ჩამონათვალში. ქართული ფილოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამების შემთხვევაში, სახელმწიფო ენის სპეციალური კურსი შეყვანილი უნდა იყოს ძირითადი სავალდებულო საგნების ჩამონათვალში. 6. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია სახელმწიფო ენის სპეციალური კურსის სილაბუსი, შემუშავებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში წარუდგინოს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს. 7. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრი ახდენს ამ წესთან და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანებით დამტკიცებულ "უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებასთან" სახელმწიფო ენის სპეციალური კურსის სილაბუსის შესაბამისობის დადგენას. მუხლი 4. სახელმწიფო ენის სპეციალური კურსის სწავლის შედეგი სახელმწიფო ენის სპეციალური კურსის გავლის შემდეგ: ა) სტუდენტს შეუძლია ზეპირი და წერილობითი აკადემიური კომუნიკაციის წარმართვა; ბ) სტუდენტს შეუძლია სახელმწიფო ენაზე მიღებული აკადემიური და სამეცნიერო შინაარსის ინფორმაციის ანალიზი; გ) სტუდენტს შეუძლია სახელმწიფო ენის პრაქტიკული გამოყენება აკადემიურ და სამეცნიერო საკითხებთან დაკავშირებით; დ) სტუდენტი აცნობიერებს, თუ როგორ და როდის შეიძინა ქართულმა ენამ სახელმწიფო ენის, მეცნიერებისა და განათლების, სალიტერატურო ენის ფუნქციები; ე) სტუდენტი აცნობიერებს სახელმწიფო ენის როლს და მნიშვნელობას ქართველი ერის კონსოლიდაციისა და სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების პროცესში; ვ) სტუდენტი იცნობს სახელმწიფო ენის თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიებით შექმნილ რესურსებს; ზ) სტუდენტი ამუშავებს-აანალიზებს განსხვავებული სამეცნიერო ენით/სტილით შექმნილ ნაშრომებს, ტერმინებს, დამოუკიდებლად იძიებს მისთვის საჭირო მასალას/ინფორმაციას; თ) სტუდენტი იაზრებს თავის პასუხისმგებლობას სახელმწიფო ენისა და სახელმწიფოებრიობის წინაშე. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები