დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 21 ივლისის №342 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 342 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 12/08/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/08/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.025233 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 21 ივლისის №342 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 21 ივლისის №342 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 28/07/2016, 040030000.10.003.019402) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. სამსახურის საშტატო ნუსხაში შედის სამსახურის დირექტორის თანაშემწე, რომელიც უშუალოდ ექვემდებარება სამსახურის დირექტორს. სამსახურის დირექტორის თანაშემწეს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის დირექტორი.“. 2. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ეფექტური მმართველობის მხარდაჭერის ჯგუფი;“. 3. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ეფექტური მმართველობის მხარდაჭერის ჯგუფის ძირითადი ამოცანებია: ა) სამსახურისა და ვეტერანთა სფეროს ეფექტიანი მართვის მხარდაჭერა; ბ) ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების მხარდაჭერის მიზნით, ურთიერთობის წარმართვა საჯარო დაწესებულებებთან, საზოგადოებრივ და სხვა სახის ორგანიზაციებთან; გ) ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით განსახორციელებელი ინიციატივების სამსახურში სრულყოფილად მომზადებისთვის, სამსახურის სტრუქტურულ ერთეულებს შორის, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, ორგანიზაციებსა და სხვა დაინტერესებულ პირებთან ურთიერთობის კოორდინაცია; დ) ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სხვადასხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების დაგეგმვა და მათი განხორციელების ხელშეწყობა; ე) ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებთან სამსახურის დირექტორის შეხვედრების ორგანიზება და მათში მონაწილეობის მიღება; ვ) სამსახურში არსებული საიდუმლო ინფორმაციის დაცვის კონტროლის უზრუნველყოფა; ზ) საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ღონისძიებებში ვეტერანთა ჩართვის მიზნით, ურთიერთობის კოორდინაცია უფლებამოსილ საჯარო დაწესებულებებთან; თ) სამსახურის დირექტორისა და მოადგილეების სხვადასხვა დავალების შესრულება.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2025 წლის 1 აგვისტოდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები