„საკონსულო თანამდებობის პირის მიერ, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქისა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ნასამართლობის შესახებ ცნობების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №404 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 347
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/08/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/08/2025
სარეგისტრაციო კოდი 480060000.10.003.025238
347
12/08/2025
ვებგვერდი, 13/08/2025
480060000.10.003.025238
„საკონსულო თანამდებობის პირის მიერ, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქისა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ნასამართლობის შესახებ ცნობების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №404 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №347

2025 წლის 12 აგვისტო

ქ. თბილისი

„საკონსულო თანამდებობის პირის მიერ, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქისა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ნასამართლობის შესახებ ცნობების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №404 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საკონსულო თანამდებობის პირის მიერ, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქისა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ნასამართლობის შესახებ ცნობების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №404 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/06/2014, 480060000.10.003.018024) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ის საკონსულო თანამდებობის პირები, რომლებიც უზრუნველყოფილი არ არიან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კომპიუტერული ქსელითა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრონულ მონაცემთა ბაზასთან სპეციალური დაშვებით, უფლებამოსილი არიან, საზღვარგარეთ მყოფი პირის განცხადების საფუძველზე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი, საკონსულო და დიასპორის საკითხების დირექტორატის საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტის მეშვეობით, მოიპოვონ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში დაცული ინფორმაცია და გასცენ ცნობა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე