„ერთიანი სახელმწიფო საგანმანათლებლო დოკუმენტებისა და სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 23 მაისის №56/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 68/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 18/08/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/08/2025
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.018703
68/ნ
18/08/2025
ვებგვერდი, 19/08/2025
430210000.22.022.018703
„ერთიანი სახელმწიფო საგანმანათლებლო დოკუმენტებისა და სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 23 მაისის №56/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
 
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

ბრძანება №68/ნ

2025 წლის 18 აგვისტო

ქ.თბილისი

„ერთიანი სახელმწიფო საგანმანათლებლო დოკუმენტებისა და სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 23 მაისის №56/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (№690-IIმს-XIმპ; 24/06/2025), „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის (№691-IIმს-XIმპ; 24/06/2025) და „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (№692-IIმს-XIმპ; 24/06/2025) შესაბამისად ვბრძანებ:  

მუხლი 1
„ერთიანი სახელმწიფო საგანმანათლებლო დოკუმენტებისა და სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 23 მაისის №56/ნ ბრძანების (www.matsne.gov.ge, 23/05/2014, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.016791) მე-6 მუხლით გათვალისწინებული №6 დანართის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა-დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მოსწავლის/პროფესიული სტუდენტის სახელს (ქართულად  და ინგლისურად);

ბ) მოსწავლის/პროფესიული სტუდენტის გვარს (ქართულად და ინგლისურად);

გ) მოსწავლის/პროფესიული სტუდენტის დაბადების თარიღს (ქართულად და ინგლისურად);

დ) მოსწავლის/პროფესიული სტუდენტის პირად ნომერს, თუ დოკუმენტის მოთხოვნის მომენტში მას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მინიჭებული აქვს პირადი ნომერი (ქართულად და ინგლისურად);“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიგივი მიქანაძე