„პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, პროფესიული სტუდენტის მიერ მიღწეული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების დადასტურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 19 ივლისის N48/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, პროფესიული სტუდენტის მიერ მიღწეული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების დადასტურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 19 ივლისის N48/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 69/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 18/08/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/08/2025
სარეგისტრაციო კოდი 430060000.22.022.018704
69/ნ
18/08/2025
ვებგვერდი, 19/08/2025
430060000.22.022.018704
„პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, პროფესიული სტუდენტის მიერ მიღწეული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების დადასტურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 19 ივლისის N48/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
„პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, პროფესიული სტუდენტის მიერ მიღწეული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების დადასტურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 19 ივლისის N48/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

ბრძანება №69/ნ

2025 წლის 18 აგვისტო

ქ.თბილისი

 

„პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, პროფესიული სტუდენტის მიერ მიღწეული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების დადასტურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 19 ივლისის №48/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:

მუხლი 1
„პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, პროფესიული სტუდენტის მიერ მიღწეული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების დადასტურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 19 ივლისის №48/ნ ბრძანებით  (www.matsne.gov.ge, 19/07/2021; სარეგისტრაციო კოდი: 430060000.22.022.018048) დამტკიცებული „პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, პროფესიული სტუდენტის მიერ მიღწეული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების დადასტურების წესი“ ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
1. საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის (რომელშიც ინტეგრირებულია სრული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები) განმახორციელებელმა დაწესებულებებმა, ამ ბრძანების ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში, უზრუნველყონ ამ ბრძანების პირველი მუხლით გათვალისწინებული წესის მოთხოვნებთან შიდა რეგულაციების შესაბამისობა და სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმირება აღნიშნულის თაობაზე.

2. ინტეგრირებული ზოგადი მოდულების სწავლის შედეგების დიფერენცირებული განმსაზღვრელი შეფასების მიზნებისათვის, საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის (რომელშიც ინტეგრირებულია სრული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები) განმახორციელებელი დაწესებულება პროფესიული სტუდენტის/კურსდამთავრებულის მიმართვის შემთხვევაში ვალდებულია მის მიერ დადგენილ ვადებში, თუმცა  მიმართვიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, ამ ბრძანების ამოქმედებამდე ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებზე მოახდინოს ინტეგრირებული ზოგადი მოდულების შეფასების კონვერტაცია ამ ბრძანების პირველი მუხლით გათვალისწინებული წესის შესაბამისად და მოთხოვნის შემთხვევაში შესაბამისი ცნობის გაცემა.

მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დანართი

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, პროფესიული სტუდენტის მიერ მიღწეული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების დადასტურების წესი

მუხლი 1. რეგულირების სფერო

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, პროფესიული სტუდენტის მიერ მიღწეული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების დადასტურების წესი (შემდგომ – წესი) ადგენს იმ საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის (შემდგომ – პროგრამა) ფარგლებში პროფესიული სტუდენტის მიერ მიღწეული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების დადასტურების პროცედურას, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. ამ წესის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მნიშვნელობა.

2. ამ წესის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ინტეგრირებული ზოგადი მოდულები – „საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების ინტეგრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 19 აგვისტოს №170/ნ ბრძანებით გათვალისწინებული ინტეგრირებული ზოგადი მოდულები;

ბ) პროფესიული სტუდენტის ელექტრონული პორტფოლიო  (შემდგომ – პორტფოლიო) –  პროფესიული სტუდენტის  შეფასების პროცესისთვის განკუთვნილი ინსტრუმენტი, რომელიც მოიცავს პროფესიული სტუდენტის მიღწევების ამსახველ მასალებს, ორგანიზებულს სასწავლო თემებისა და პრაქტიკული დავალებების მიხედვით;

გ) პრაქტიკული დავალება –  პროფესიული სტუდენტის მიერ შექმნილი შემოქმედებითი პროდუქტი, რომლის მეშვეობითაც სწავლის შედეგიდან/შედეგებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია პროფესიული სტუდენტის ცოდნისა და გაცნობიერების, უნარების, პასუხისმგებლობისა და ავტონომიურობის შემოწმება მის მიერ შესრულებული სამუშაოს/ნამუშევრის შეფასების გზით;

დ) თემა –  ინტეგრირებული ზოგადი მოდულის  შემადგენელი  სტრუქტურული ერთეული, რომლის ფარგლებშიც, პრაქტიკული დავალებების საშუალებით ხდება სწავლის ყველა შედეგზე მუშაობა;

ე) ინტეგრირებული ზოგადი მოდულების სწავლის შედეგების შეფასების ტაქსონომია  –  შეფასების ჰოლისტური რუბრიკა, რომლის საშუალებითაც ხდება პროფესიული სტუდენტის მიღწევების  შეფასება;

ვ) ინტეგრირებული ზოგადი მოდულების შეფასების კონვერტაცია - შეფასების რუბრიკა, რომლის საშუალებითაც ხდება პროფესიული სტუდენტის მიღწევების  არადიფერენცირებული განმსაზღვრელი შეფასების კონვერტაცია დიფერენცირებულ განმსაზღვრელი შეფასების მიზნებისთვის (შემდგომ – შეფასების კონვერტაცია);

ზ) ვერიფიკაცია – დაწესებულებაში შექმნილი დადასტურების კომისიის (შემდგომ – დადასტურების კომისია) მიერ ინტეგრირებული ზოგადი მოდულებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების შეფასების სისტემის შესაბამისობის შემოწმება ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან.

მუხლი 3.  დადასტურების მიზანი და შეფასების სისტემის მახასიათებლები

1. დადასტურება გულისხმობს პროფესიული სტუდენტის მიერ მიღწეული სწავლის შედეგების ფორმალურ დამოწმებას.

2. ინტეგრირებული ზოგადი მოდულებით განსაზღვრული სწავლის შედეგების შეფასების სისტემა უნდა იყოს:

ა) ვალიდური;

ბ) სანდო;

გ) გამჭვირვალე;

დ) სამართლიანი;

ე) ობიექტური.

მუხლი 4.  ინტეგრირებული ზოგადი მოდულით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შეფასება

1. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულება (შემდგომ – დაწესებულება) უზრუნველყოფს თითოეული ინტეგრირებული ზოგადი მოდულის ფარგლებში პროფესიული სტუდენტის პროგრესის შეფასებას.

2. შეფასება არის განმსაზღვრელი და განმავითარებელი. ამასთან, ინტეგრირებული ზოგადი მოდულების ფარგლებში გამოიყენება არადიფერენცირებული განმსაზღვრელი შეფასება.

3. დიფერენცირებული განმსაზღვრელი შეფასების მიზნებისათვის პროფესიულ სტუდენტთა აკადემიური მიღწევების შეფასების კონვერტაცია შესაძლებელია ამავე მუხლის მე-7-მე-9 პუნქტების შესაბამისად.

4. განმსაზღვრელი შეფასება ადგენს პროფესიული სტუდენტის მიღწევას ინტეგრირებული ზოგადი მოდულის სწავლის შედეგებთან მიმართებაში.

5. განმავითარებელი შეფასება ადგენს პროფესიული სტუდენტის განვითარების დინამიკას, მიმართულია სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე და გამოიყენება პროფესიული სტუდენტის მხარდაჭერის მიზნებისათვის.

6. პროფესიული სტუდენტი ფასდება შეფასების ტაქსონომიის გამოყენებით თითოეული თემის კონტექსტში და სწავლის შედეგებთან მიმართებაში.

7. ინტეგრირებული ზოგადი მოდულების სწავლის შედეგების დიფერენცირებული განმსაზღვრელი შეფასების მიზნებისათვის პროფესიულ სტუდენტთა აკადემიური მიღწევების შეფასების კონვერტაცია პროფესიული განათლების მასწავლებლის მიერ ხდება მოდულის დასრულებისთანავე, ამ წესის დანართით გათვალისწინებული ათქულიანი სისტემით ოთხი დონის მიხედვით.

8. ინტეგრირებული ზოგადი მოდულების სწავლის შედეგების დიფერენცირებული განმსაზღვრელი შეფასების მიზნებისათვის გამოიყენება დიფერენცირებული განმსაზღვრელი შეფასების შემდეგი სახეობები:

ა) მოდულის ქულა – პროფესიულ სტუდენტთა აკადემიური მიღწევების დიფერენცირებული განმსაზღვრელი შეფასება;

ბ) საფეხურის ქულა – პროგრამაში ინტეგრირებულ ზოგად მოდულებში მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკული; საფეხურის ქულა მრგვალდება მეათედის სიზუსტით.

9. მიმართვის შემთხვევაში დაწესებულება ვალდებულია, მიმართვიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, ამავე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით დადგენილი წესის შესაბამისად გასცეს პროფესიული სტუდენტის ინტეგრირებული ზოგადი მოდულების ფარგლებში აკადემიური მიღწევების ამსახველი დიფერენცირებული განმსაზღვრელი შეფასების ცნობა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

10. ინტეგრირებული ზოგადი მოდულის ფარგლებში პროფესიული სტუდენტი ერთსა და იმავე სწავლის შედეგთან მიმართებით რამდენიმე პრაქტიკულ დავალებას ასრულებს. თითოეული თემის ფარგლებში სავალდებულოა ყველა სწავლის შედეგზე მუშაობა (პრაქტიკული დავალებების საშუალებით).

11. შეფასებისას, სავალდებულოა კომპლექსური კონტექსტის მქონე პრაქტიკული დავალების გამოყენება. დასაშვებია რამდენიმე სწავლის შედეგის ერთი პრაქტიკული დავალებით შეფასება.

12. პრაქტიკული დავალების შეფასების რუბრიკა ეფუძნება ინტეგრირებული ზოგადი მოდულის სწავლის შედეგების შეფასების ტაქსონომიას.

13. დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს პორტფოლიოს სრულფასოვნად შევსებისათვის აუცილებელი აქტივობების განხორციელება.

14.  საჭიროების შემთხვევაში დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს სწავლის შედეგის მიღწევის განმეორებითი შეფასების ორგანიზება, მის მიერ დადგენილი წესით.

15. პროფესიული განათლების მასწავლებელი ვალდებულია, პრაქტიკული დავალების შეფასებიდან დაწესებულების მიერ განსაზღვრულ  ვადაში, პორტფოლიოში ასახოს პროფესიული სტუდენტის პროგრესის ამსახველი მტკიცებულებები.  

16. პორტფოლიოში პროფესიული სტუდენტის მიღწევების ამსახველი მტკიცებულებები ინახება დადასტურების კომისიის ოქმის გაფორმებიდან სამი წლის ვადით, რის შემდეგაც მონაცემები არქივდება და ინახება 5 წლის განმავლობაში. 5 წლის გასვლის შემდეგ დაარქივებული მონაცემები ავტომატურად იშლება.

17. პორტფოლიო შეიცავს შემდეგ მონაცემებს:

ა) პროფესიული სტუდენტის სახელი, გვარი და პირადი ნომერი ან პასპორტის ნომერი (არსებობის შემთხვევაში);

ბ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდება;

გ) ინტეგრირებული მოდულის სახელწოდება;

დ) თემის დასახელება;

ე) პრაქტიკული დავალების შინაარსი და ნომერი;

ვ) პროფესიული სტუდენტის მიერ პრაქტიკული დავალების შესრულების მტკიცებულება;

ზ) პროფესიული განათლების მასწავლებლის მიერ განხორციელებული შეფასება და მიცემული უკუკავშირი;

თ) პრაქტიკული დავალების მიცემის, შესრულების და პორტფოლიოში მისი განთავსების თარიღები.

18. ინტეგრირებული ზოგადი მოდული დაძლეულად ჩაითვლება, თუ ინტეგრირებული ზოგადი მოდულით გათვალისწინებული ყველა სწავლის შედეგი მიღწეულია.     

19. სწავლის შედეგი მიღწეულად ითვლება, თუ მასთან დაკავშირებული ყველა პრაქტიკული დავალება შეფასებულია პროფესიული განათლების მასწავლებლის მიერ და მათგან მინიმუმ ერთი, ამ წესის დანართის შესაბამისად შეფასებულია მიმართებით ან აბსტრაქტულ დონეზე.

მუხლი 5.  ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების დადასტურება

1. პროგრამის ფარგლებში პროფესიული სტუდენტის მიერ მიღწეული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების დადასტურების წინაპირობაა თითოეული ინტეგრირებული ზოგადი მოდულის დაძლევა. 

2. პორტფოლიოში წარმოდგენილი პროფესიული სტუდენტების მიღწევების ამსახველი მტკიცებულებების განხილვის და მისი ვერიფიკაციის საფუძველზე, დადასტურების კომისია ადგენს, რამდენად მოხდა ინტეგრირებული ზოგადი მოდულებით გათვალისწინებული თითოეული სწავლის შედეგის მიღწევა  და იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) პროფესიული სტუდენტის მიერ ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების მიღწევა დასტურდება;

ბ) პროფესიული სტუდენტის მიერ ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების მიღწევა ვერ დასტურდება.

3. პროგრამის ფარგლებში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების მიღწევა დადასტურდება, თუ პორტფოლიოში წარმოდგენილია პროფესიული სტუდენტის მიერ გავლილი ყველა ინტეგრირებული ზოგადი მოდულის დაძლევის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

4. დადასტურების კომისიის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, პროფესიული სტუდენტი უფლებამოსილია დაწესებულების მიერ დადგენილი წესით გაასაჩივროს მიღებული გადაწყვეტილება.

მუხლი 6. დადასტურების კომისია

1. დადასტურების კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესი განისაზღვრება შესაბამისი დაწესებულების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. დაწესებულების მიერ განსაზღვრული დადასტურების კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი უნდა გამორიცხავდეს მხოლოდ დაწესებულების წარმომადგენელთა მიერ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას.

3. დადასტურების კომისია უნდა შედგებოდეს არანაკლებ 5 წევრისაგან.

4. დადასტურების კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება წევრთა უმრავლესობა.

5. დადასტურების კომისიის მიერ გადაწყვეტილება მიიღება  სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია დადასტურების კომისიის თავმჯდომარის ხმა.

6. დადასტურების კომისიის წევრი უფლებამოსილია მისი განსხვავებული მოსაზრება წერილობით დაურთოს ოქმს.

7. დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს დადასტურების კომისიის მიერ ვერიფიკაციის პროცესის სრულფასოვანი განხორციელების ხელშეწყობა.

მუხლი 7. პროფესიული სტუდენტის ინფორმირება

დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს პროფესიული სტუდენტის ინფორმირება ინტეგრირებული ზოგადი მოდულებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების დადასტურების პროცესისა და შეფასების კონვერტაციის შესაძლებლობის თაობაზე.

მუხლი 8. გარდამავალი დებულებები

1. დაევალოს სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას, ინტეგრირებული ზოგადი მოდულებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების დადასტურებისთვის საჭირო ელექტრონული სისტემის შექმნა უზრუნველყოს არაუგვიანეს 2021 წლის 31 დეკემბრისა. აღნიშნული ელექტრონული სისტემა წარმოადგენს პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შემადგენელ ელექტრონულ მოდულს და მასზე ვრცელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2021 წლის 17 თებერვლის №11/ნ ბრძანებით დამტკიცებული „პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესის და პირობების“ XIV თავით განსაზღვრული წესები სისტემის უსაფრთხოებასა და სისტემაში არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურობასთან დაკავშირებით, გარდა სისტემაში ინფორმაციის შენახვის ვადისა.

2. აღნიშნული ელექტრონული სისტემის შექმნამდე, დაწესებულება, პროფესიული სტუდენტის პორტფოლიოს აწარმოებს მის მიერვე დადგენილი წესით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პორტფოლიო უნდა განადგურდეს ამ წესის მე-4 მუხლის მე-16 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში, დაწესებულების მიერ დადგენილი წესით.

4. ამ წესის ამოქმედებამდე დადასტურებული სწავლის შედეგები ჩაითვალოს კანონმდებლობის შესაბამისად დადასტურებულად.

5. პირებს, რომლებიც 2019 წლის პირველ მაისამდე ჩაირიცხნენ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელშიც ინტეგრირებული იყო ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები და კანონმდებლობის შესაბამისად დაასრულეს სწავლა, ინტეგრირებული ზოგადი მოდულების ფარგლებში დადასტურებული სწავლის შედეგები ჩაეთვალოთ კანონმდებლობის შესაბამისად დადასტურებულად.

6. დაწესებულებებმა, რომლებთან მიმართებითაც მიმდინარეობს ავტორიზაციის ადმინისტრაციული წარმოება ან პირველად მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება იმ საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო  პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებასთან დაკავშირებით, რომელშიც ინტეგრირებულია სრული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, უფლების მოპოვებიდან 2 თვის ვადაში  უზრუნველყონ ამ წესის მოთხოვნებთან შესაბამისობა და სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმირება აღნიშნულის თაობაზე.

7. დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს კურსდამთავრებულებისათვის  ინფორმაციის მიწოდება/ხელმისაწვდომობა შეფასების კონვერტაციის შესაძლებლობის თაობაზე აღნიშნული წესის შესაბამისად.

 

დანართი

არადიფერენცირებული განმსაზღვრელი შეფასება

დიფერენცირებული განმსაზღვრელი შეფასება

ქულები

შეფასების დონეები

შეფასების დონეების აღწერა

აბსტრაქტული დონე

პროფესიულ სტუდენტს შეუძლია ბაზისური ცნებების სტრუქტურის განზოგადება და აღქმა სხვადასხვა კუთხიდან/თვალთახედვიდან; იდეების გადატანა ახალ კონტექსტში; ჰიპოთეზის წამოყენება, კრიტიკული გაანალიზება ან თეორიის ჩამოყალიბება.

აბსტრაქტული დონე გათანაბრებულია დიფერენცირებული განმსაზღვრელი შეფასების სკალის უმაღლეს ქულასთან -10.

მიმართებითი დონე

პროფესიული სტუდენტი საკითხზე/საკითხებზე მსჯელობს ბაზისურ ცნებებზე დაფუძნებით; საკითხის/საკითხების შინაარსებზე დაფუძნებით დამოუკიდებლად ჭრის სასწავლო ამოცანებს.

 

პროფესიული სტუდენტი საკითხზე/საკითხებზე მსჯელობს ბაზისურ ცნებებზე დაფუძნებით, თუმცა, უჭირს საკითხის შინაარსის გამოყენება სასწავლო ამოცანების განსახორციელებლად.

 

პროფესიული სტუდენტი მსჯელობს საკითხზე/საკითხებზე, თუმცა, აქვს ხარვეზები სასწავლო ამოცანების განხორციელებისა და ბაზისური ცნებების გააზრების მიმართულებით.

    10

მაღალი

პროფესიული სტუდენტი საკითხზე/საკითხებზე მსჯელობს ბაზისურ ცნებებზე დაფუძნებით; საკითხის/საკითხების შინაარსებზე დაფუძნებით დამოუკიდებლად ჭრის სასწავლო ამოცანებს.

9

    8

საშუალოზე მაღალი

პროფესიული სტუდენტი საკითხზე/საკითხებზე მსჯელობს ბაზისურ ცნებებზე დაფუძნებით, თუმცა, უჭირს საკითხის შინაარსის გამოყენება სასწავლო ამოცანების განსახორციელებლად.

7

   6

საშუალო

პროფესიული სტუდენტი მსჯელობს საკითხზე/საკითხებზე, თუმცა, აქვს ხარვეზები სასწავლო ამოცანების განხორციელებისა და ბაზისური ცნებების გააზრების მიმართულებით.

5

მულტისტრუქტურული დონე

პროფესიულ სტუდენტს შეუძლია შესასწავლ საკითხთან დაკავშირებული რამდენიმე ასპექტის გამოკვეთა განცალკევებით; მათ შორის კავშირისა და მიმართებების ჩვენების გარეშე.

 

უნისტრუქტურული დონე

პროფესიულ სტუდენტს შეუძლია შესასწავლ საკითხთან დაკავშირებული მხოლოდ ერთი ასპექტის განხილვა; მარტივი, ზედაპირული კავშირების დამყარება.

 

პრესტრუქტურული დონე

პროფესიულ სტუდენტი საკითხზე მსჯელობისას იყენებს შეუსაბამო, არარელევანტურ ინფორმაციას.

4

 

3

 

2

 

1

დაბალი

 

 

პროფესიული სტუდენტის მსჯელობა საკითხთან დაკავშირებით ზედაპირული და არაარსობრივია.

 

 


საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიგივი მიქანაძე