„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 355
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/08/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/08/2025
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.025248
355
15/08/2025
ვებგვერდი, 18/08/2025
010240030.10.003.025248
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №355

2025 წლის 15 აგვისტო

   ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/12/2013, 010240030.10.003.017504) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-10 მუხლის:

1. „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) ძირითადი ამოცანებია: მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების საქმიანობის ორგანიზაციული ხელშეწყობა; სამინისტროში საქმისწარმოების ერთიანი სტანდარტის დანერგვა, კონტროლი და საერთო კოორდინაცია; სამინისტროში შესული ან/და დამუშავებული დოკუმენტების საჭიროებისამებრ თარგმნა და ბეჭდით დამოწმება; კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის მართვა; საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯარო და პერსონალურ მონაცემთა შემცველი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების მიზნით, სამინისტროს სისტემის შესაბამისი დანაყოფებიდან ინფორმაციის/დოკუმენტაციის გამოთხოვა და დამუშავება; საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, სისტემის გამჭვირვალობისა და საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი სტანდარტების შემუშავება, ერთიანი პრაქტიკის დანერგვა და აღნიშნულ საკითხებზე სამინისტროს დანაყოფების საერთო კოორდინაცია; სამოქალაქო სექტორთან ეფექტიანი ურთიერთობის ჩამოყალიბებისათვის კომუნიკაციის შესაბამისი სტანდარტებისა და ეფექტიანი ინსტრუმენტების შექმნა და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება; კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების მიზნით, სამინისტროს სისტემის დანაყოფებიდან ინფორმაციის გამოთხოვა/დამუშავება და ანგარიშის მომზადება; სამინისტროს სისტემის სამობილიზაციო მზადყოფნის უზრუნველყოფა და უწყვეტი სადღეღამისო საქმიანობის ხელშეწყობა, დანაშაულთა სადღეღამისო კრებსების მომზადება და დანიშნულებისამებრ გაგზავნა; მასობრივი სპორტული, კულტურული და სხვა ღონისძიებების უსაფრთხოდ ჩატარების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;“.

2. „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ღია და ფარული წყაროებიდან ინფორმაციის მოპოვება; მიღებული ინფორმაციის ანალიტიკური დამუშავება და განზოგადება; ოპერატიული აღრიცხვის წარმოება; სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის შესაბამისი საინფორმაციო-ანალიტიკური ბიულეტენების მომზადება; სამინისტროს დანაყოფების ანალიტიკური საქმიანობის კოორდინაცია; საინფორმაციო ბანკის ფორმირება და ეტაპობრივი შევსება; ქვეყანაში დანაშაულის, მისი ჩამდენი პირებისა და სისხლის სამართლის საქმეების ერთიანი აღრიცხვის წარმოება; ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიანი აღრიცხვა; კომპეტენციის ფარგლებში, თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა აღრიცხვის, ასევე მათთან დაკავშირებული ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის მიზნით, შესაბამისი სარეგისტრაციო პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა, კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს საინფორმაციო-ტექნოლოგიური უზრუნველყოფა, პროგრამულ-ტექნიკური მომსახურება და ადმინისტრირება; ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის განხორციელება, ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვა, ინფორმაციული უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისთვის, ტერიტორიული ორგანოებისთვის, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისთვის, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისთვის, მეთოდური და პრაქტიკული დახმარების გაწევა; საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო ორგანოებისთვის, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირებისთვის სხვადასხვა საინფორმაციო-ანალიტიკურ სისტემაში დაცული ინფორმაციის მიწოდება; კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო საზღვარზე, სასაზღვრო ზოლსა და ზონაში, საზღვაო სივრცეში, საზღვრისპირა რეგიონებში არსებული ვითარების შესწავლა და ანალიზი; საჰაერო გადამზიდველის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიწოდებული მგზავრის წინასწარი მონაცემისა და მგზავრის სახელის ჩანაწერის დამუშავება; საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირების უზრუნველყოფა და სააღრიცხვო-ანალიტიკური საქმიანობა; დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობა; იარაღის ლეგალური ბრუნვის კონტროლი და, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, იარაღთან დაკავშირებული სანებართვო, სალიცენზიო და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მომზადება, გარდა სანადირო გლუვლულიანი იარაღისა; საარქივო საქმიანობის წარმოება; ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა, ასევე უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ძებნისა და ამოუცნობი გვამების დადგენის აღრიცხვიანობის წარმოება, მინისტრის მიერ დადგენილი წესით; კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს სისტემაში შემავალი დანაყოფების ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობისა და მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესრულების შესწავლა, ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე თანამედროვე ტენდენციების, გამოცდილების გაზიარებისა და კვლევების განხორციელების შედეგად გამოვლენილი გამოწვევების იდენტიფიცირება, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზი, ახალი პროექტების, ინოვაციური იდეების, რეკომენდაციების შემუშავება და განვითარების ერთიანი ხედვის ჩამოყალიბება; ეროვნული და უწყებრივი დონის სტრატეგიული დოკუმენტებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებაში ჩართულობის კოორდინაცია და განხორციელების მონიტორინგი;“.

3. „შ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შ) ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: კომპეტენციის ფარგლებში, დანაშაულის, მათ შორის, სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის, ოჯახური დანაშაულის, ოჯახში ძალადობის, ქალთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის), არასრულწლოვანთა მიერ/მიმართ ჩადენილი დანაშაულის ფაქტებზე დროული რეაგირებისა და გამოძიების ეფექტიანობის უზრუნველყოფა; ოჯახში ძალადობასთან, ქალთა მიმართ ძალადობასთან, დისკრიმინაციასთან, სექსუალურ შევიწროებასთან და არასრულწლოვნებთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებებზე დროული რეაგირებისა და მათი ეფექტიანობის უზრუნველყოფა; სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი; სამინისტროს წარმომადგენლობა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან ურთიერთობაში; ადამიანის უფლებებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის, ტერიტორიული ორგანოებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისათვის მეთოდური და პრაქტიკული დახმარების გაწევა, ერთიანი პრაქტიკის დანერგვაში ხელშეწყობა, განვითარების ერთიანი ხედვის ჩამოყალიბება; ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროებში სამინისტროს საქმიანობის კოორდინაცია და სტანდარტების ამაღლების ხელშეწყობა, შესაბამისი წინადადებების, რეკომენდაციებისა და მეთოდოლოგიური მასალების შემუშავება; სამინისტროს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების საქმიანობის წარმართვა; ადამიანის უფლებათა დამცველ სახელმწიფო ორგანოებთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და კოორდინაცია; საქართველოს კანონმდებლობითა და დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე