„საქართველოს ვიზის გაცემის, მისი მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოქმედების შეწყვეტის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივნისის №280 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ვიზის გაცემის, მისი მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოქმედების შეწყვეტის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივნისის №280 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 358
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/08/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/08/2025
სარეგისტრაციო კოდი 010120000.10.003.025251
358
18/08/2025
ვებგვერდი, 19/08/2025
010120000.10.003.025251
„საქართველოს ვიზის გაცემის, მისი მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოქმედების შეწყვეტის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივნისის №280 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №358

2025 წლის 18 აგვისტო

   ქ. თბილისი

 

„საქართველოს ვიზის გაცემის, მისი მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოქმედების შეწყვეტის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივნისის №280 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ვიზის გაცემის, მისი მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოქმედების შეწყვეტის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივნისის №280 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/06/2015, 010120000.10.003.018665) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:

1. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 11. ვიზის გაცემა სამინისტროს მიერ

1. სამინისტრო ვიზების გაცემას ახორციელებს თავისი სტრუქტურული ქვედანაყოფის − საერთაშორისო სამართლებრივი, საკონსულო და დიასპორის საკითხების დირექტორატის საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტის (შემდგომში − სამინისტროს საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტი) მეშვეობით.

2. საქართველოს ვიზის გაცემის საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სამინისტროს საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტის უფლებამოსილი პირი.

3. სამინისტროს საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტი უფლებამოსილია, გასცეს:

ა) საიმიგრაციო ვიზა − საქართველოში კანონიერად მყოფ უცხოელზე;

ბ) C კატეგორიის მოკლევადიანი ელექტრონული ვიზა, თუ სავიზო განაცხადი წარდგენილია e-VISA PORTAL-ის მეშვეობით;

გ) მოკლევადიანი დიპლომატიური და სპეციალური ვიზები, D3 და D5 კატეგორიის ვიზები − ამ წესის 34-ე მუხლით განსაზღვრული წესით მათი მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში.“.

2. მე-19 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. არასრულწლოვნისათვის ან/და მხარდაჭერის მიმღებად ან შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით ქმედუუნაროდ ცნობილი პირისათვის ვიზის გასაცემად, ვიზის გამცემ ორგანოს, ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, უნდა წარედგინოს არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლის (წარმომადგენლების) დამოწმებული თანხმობა, ხოლო მხარდაჭერის მიმღებს ან შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით ქმედუუნაროდ ცნობილ პირს – მხარდამჭერის/მეურვის თანხმობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. თანხმობა გამოხატული უნდა იქნეს სანოტარო წესით დამოწმებული ან ნებისმიერი საკონსულო თანამდებობის პირის ან სამინისტროს საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტის უფლებამოსილი პირის თანდასწრებით გამოხატული წერილობითი ფორმით. ერთ-ერთი მშობლის გარდაცვალების, გარდაცვლილად გამოცხადების, უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების, მშობლის უფლების ჩამორთმევის ან სხვა შემთხვევაში, როცა მშობელს ჩამორთმეული/შეზღუდული აქვს კანონიერი წარმომადგენლობის უფლება, ვიზის გამცემ ორგანოს უნდა წარედგინოს შესაბამისი გარემოების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი.“.

3. მე-20 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს მოკლევადიანი ვიზის გაცემის მიზნებისათვის ვიზის გამცემ ორგანოს დოკუმენტები (გარდა მოწვევისა) წარედგინება ლეგალიზებისა და აპოსტილით დამოწმების გარეშე, დედნებისა და მათი ასლების სახით. დოკუმენტის ნამდვილობაში ეჭვის შეტანის შემთხვევაში, ვიზის გამცემი ორგანო უფლებამოსილია, მოითხოვოს დოკუმენტის ლეგალიზება ან აპოსტილით დამოწმება. დოკუმენტის დედნისა და ასლის ურთიერთშედარების შემდეგ, დოკუმენტის დედანი უბრუნდება განმცხადებელს, ხოლო ასლები რჩება ვიზის გამცემ ორგანოში ან დოკუმენტების მიღებაზე უფლებამოსილების მქონე სხვა ორგანოში. დოკუმენტის ასლზე კეთდება წარწერა დოკუმენტის დედნისა და ასლის იდენტურობის შესახებ, დაისმება სამინისტროს საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტის უფლებამოსილი პირის/საკონსულო თანამდებობის პირის ხელმოწერა და თარიღი.“.

4. 25-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. წარმომადგენლობა ვალდებულია, დიპლომატიური, სპეციალური და საიმიგრაციო ვიზების გაცემის საკითხი შეათანხმოს სამინისტროს საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტთან.“.

5. 31-ე მუხლის მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამინისტროს საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტს, სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ შემთხვევებში და წესით, სავიზო განაცხადთან ერთად, e-VISA PORTAL-ის მეშვეობით უნდა წარედგინოს სამგზავრო დოკუმენტის ასლი.

4. საზღვარგარეთ მყოფმა უცხოელმა, სამინისტროს საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტისგან  მოკლევადიანი ელექტრონული ვიზის მიღების მიზნით, e-VISA PORTAL-ის მეშვეობით სავიზო განაცხადის წარდგენამდე, ამ წესის მე-18 მუხლის შესაბამისად, უნდა უზრუნველყოს „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

5. e-VISA PORTAL-ის მეშვეობით წარდგენილი სავიზო განაცხადის საფუძველზე, C კატეგორიის მოკლევადიანი ელექტრონული ვიზის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სამინისტროს საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტი.

6. სამინისტროს საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტის მიერ საზღვარგარეთ მყოფ უცხოელზე მოკლევადიანი ელექტრონული ვიზა, სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, გაიცემა არაუმეტეს 90 კალენდარული დღის ვადით ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში ან 30 კალენდარული დღის ვადით.“.

6. 32-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამინისტროს საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტი უფლებამოსილია, მოკლევადიანი ელექტრონული ვიზის გაცემის საკითხთან დაკავშირებული ინფორმაციის გადამოწმების/დამატებითი ინფორმაციის მოპოვებისათვის მიმართოს წარმომადგენლობას, რომელიც უზრუნველყოფს ინფორმაციის გადამოწმებას/დამატებითი ინფორმაციის მოპოვებასა და სამინისტროს საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტის ინფორმირებას მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა.“.

7. 34-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელებას ახორციელებს სამინისტრო, სამინისტროს საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტის მეშვეობით. სამინისტროს საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტი განიხილავს ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნით წარდგენილ სავიზო განაცხადს და იღებს გადაწყვეტილებას ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და, შესაბამისად, ვიზის გაცემის საკითხზე.“.

8. მე-8, მე-9 და მე-10 დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული სახით.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე



დანართი №8

 


საქართველოს ვიზის გაცემის საკითხზე მიმდინარე წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება

Decision on Terminating the Proceeding on Issuing Georgia Visa

 

––––––––––––/––––––––––––––/–––––––––––––– (სახელი, გვარი, სხვა გვარ(ებ)ი ლათინური ტრანსლიტერაციით) მიერ წარმოდგენილი წერილობით მოთხოვნის  საფუძველზე (-----/-------/-------№------) შეწყვეტილ იქნეს (---------------------------------------

---------------------------------------------- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში/დიპლომატიურ წარმომადგენლობაში/მესამე სახელმწიფოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში შექმნილ საქართველოს ინტერესთა სექციაში/საკონსულო დაწესებულებაში მიმდინარე წარმოება ––––––––––––/––––––––––––––/–––––––––––––– (სახელი, გვარი, სხვა გვარ(ებ)ი ლათინური ტრანსლიტერაცით) საქართველოს ვიზის გაცემის საკითხზე.

Based on the written request(-----/-------/-------№------) submitted by ––––––––––––/––––––––––––––/–––––––––––––– (Name, Last Name, Other Last Names – Latin Alphabet to be used) proceeding shall be terminated at the (----------------------------------------------------

---------------------------------Ministry of Foreign Affairs of Georgia/Diplomatic Mission/ Georgian Interests Division created at the diplomatic mission of the third state/ Consular Post on issuing Georgian visa to ––––––––––––/––––––––––––––/–––––––––––––– (First Name, Last Name, Other Name(s) - Latin Alphabet to be used).

1. საქართველოს ვიზის გაცემის საკითხზე მიმდინარე წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში,  საქართველო ვიზის გაცემის მიზნით გადახდილი საკონსულო მოსაკრებელი/სახელმწიფო ბაჟი დაბრუნებას არ ექვემდებარება.

If case of terminating proceeding on issuing Georgian visa, the consular fee/state tax paid for issuing Georgian visa shall not be refunded.

2. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში (მის.: საქართველო, ქ. თბილისი, შ. ჩიტაძის №4, საფოსტო კოდი: 0114) დაინტერესებული პირის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების გაცნობის დღიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

The present decision may be appealed in the Ministry of Foreign Affairs of Georgia (Address: Georgia, Tbilisi, 4 Sh. Chitadze, Zip Code: 0114) within 1 (one) month after submitting the decision to the relevant interested party.

3. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის წარსადგენი საჩივრის ფორმა განთავსებულია ამავე სამინისტროს ვებგვერდზე: www.mfa.gov.ge. საჩივარი განიხილება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის მისი  წარდგენიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, რომელიც სამინისტროს გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 2 (ორი) თვის ვადით.

The form of appeal to be submitted to the Ministry of Foreign Affairs of Georgia may be retrieved from the Ministry’s website: www.mfa.gov.ge. The appeal shall be heard within 1 (one) months after its submission to the Ministry. The term may be extended with no more than 1 (one) month according to the decision of the Ministry.                                                                                         

 

 

სამინისტროს საკონსულო და დიასპორის საკითხების

 დეპარტამენტის უფლებამოსილი პირის/

საკონსულო თანამდებობის პირის ხელმოწერა                              –––––––––––––––––

Signature of the authorized person at Consular Department/

Signature of the Official at the Consulate

 

 

      თარიღი/ Date:    ------/------/-------                                            

                              

დანართი №9

 

საქართველოს ვიზის გაცემაზე უარის თქმის შესახებ

გადაწყვეტილება

Decision on Refusing Georgian Visa

 

------------------------------------------------------------------------------------- საქართველს საგარეო საქმეთა სამინისტრომ/დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ/მესამე სახელმწიფოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში შექმნილმა საქართველოს ინტერესთა სექციამ/საკონსულო დაწესებულებამ განიხილა საქართველოს ვიზის მიღების მსურველი პირისთვის -––––––––––––/––––––––––––––/–––––––––––––– (სახელი, გვარი, სხვა გვარ(ებ)ი ლათინური ტრანსლიტერაციით) საქართველოს ვიზის გაცემის მიზნით წარმოდგენილი სავიზო განაცხადი (-----/-------/-------№-------) და დაადგინა, რომ უარი ეთქვას საქართველოს ვიზის გაცემაზე შემდეგი საფუძვლით/საფუძვლებით:

------------------------------------------------ ------------------------------------- Ministry of Foreign Affairs of Georgia/Diplomatic Mission/ Georgian Interests Division created at the diplomatic mission of the third state/ Consular Post  have examined the visa application form (-----/-------/

-------№-------) of the applicant ––––––––––––/––––––––––––––/–––––––––––––– (First Name, Last Name, Other Names –  Latin Alphabet to be used) requesting Georgian visa and concluded to refuse Georgian visa on the following ground(s):

 

  • არ არის წარმოდგენილი საქართველოში შემოსვლისათვის აუცილებელი, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები;

      The person does not have relevant documents for entry in Georgia stipulated by the Georgian legislation;

  • საქართველოს ვიზის მიღების მსურველ უცხოელს აკრძალული აქვს საქართველოში შემოსვლა ან არ აქვს გადახდილი ჯარიმა, რომელიც დაწესებულია საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე ყოფნისათვის;

       The person has been banned from entering Georgia or has not paid a fine imposed for anunlawful stay in Georgia;

  • განმცხადებელმა საქართველოს ვიზის მისაღებად ან მისი მოქმედების ვადის გასაგრძელებლად წარადგინა არასრული, ყალბი  ან არასწორი მონაცემები/ინფორმაცია/დოკუმენტები;

       Applicant has submitted incomplete or false data or documents/information for obtaining a visa or for extending its validity period;

  • საქართველოს ვიზის მისაღებად ან მისი მოქმედების ვადის გასაგრძელებლად დოკუმენტები/ინფორმაცია  წარმოდგენილი იქნა არასათანადო წესით;
  • Documents required for obtaining Georgian visa or for extending its validity are submitted unduly;
  • არ არის წარმოდგენილი სამოგზაურო/ჯანმრთელობის დაზღვევა ან საქართველოს ვიზის მიღების მსურველ უცხოელს არა აქვს საქართველოში ცხოვრებისათვის და უკან დასაბრუნებლად საკმარისი ფინანსური სახსრები;

      The person has no health and accident insurance or sufficient funds for residing in Georgia and returning back;

  • საქართველოს ვიზის მიღების მსურველი უცხოელის საქართველოში ყოფნა საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს, საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში მცხოვრები სხვა პირების ჯანმრთელობის, უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას.

The person’s stay shall endanger state security and/or public order, health, rights, and protection of legal interests of Georgian citizens and other people residing in Georgia;

  • საგარეო-პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, მიუღებელია საქართველოს ვიზის მიღების მსურველი უცხოელის საქართველოში ყოფნა;

The person’s stay is unacceptable due to foreign policy considerations;

  • არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქართველოს ვიზის მიღების მსურველი უცხოელი ვიზის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ კანონიერი საფუძვლის გარეშე დარჩება საქართველოში ან დაარღვევს შესაბამისი კატეგორიის ვიზის გაცემისათვის კანონმდებლობით განსაზღვრულ პირობებს;

Reasonable suspicion exists, that the person will illegally stay in Georgia after the expiration of the visa or will violate the conditions set forth for issuing the relevant visa type by the legislation;

  • საქართველოს ვიზის მიღების მსურველი უცხოელი არ იძლევა ინფორმაციას ან იძლევა ყალბ ინფორმაციას თავისი პიროვნებისა და მგზავრობის მიზნის შესახებ;

The person does not provide information or provides false information on his/her identity and purpose of travel;

  • საქართველოს ვიზის მიღების მსურველმა უცხოელმა საქართველოში ყოფნისას ჩაიდინა დანაშაული ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ან დაარღვია საქართველოში უცხოელთა ყოფნის წესები;

During his/her stay in Georgia, the person has committed crime, administrative violation or has violated the rule for Aliens’ stay in Georgia;

  • საქართველოს ვიზის მიღების მსურველი უცხოელი ბოლო 3 წლის განმავლობაში დაექვემდებარა გაძევებას საქართველოდან, მიუხედავად იმისა, გავრცელდა თუ არა მასზე საქართველოში შემოსვლის აკრძალვა;

The person has been subject to removal from Georgia within the last 3 years whether he/she has been forbidden to enter Georgia;

  • საქართველოს ვიზის მოქმედების ვადის დაწყების მოთხოვნილი თარიღისთვის ვიზის მიღების მსურველ უცხოელს ამოწურული აქვს 90 კალენდარული დღის ვადით საქართველოში ყოფნის უფლება 180-დღიან პერიოდში.

By the date requesting visa entry into force, the right to stay 90 calendar days in Georgia within 180-day period has been expired.

  •  აღარ არსებობს ან ვერ დასტურდება მიზანი, რომლის უზრუნველსაყოფადაც უნდა გაცემულიყო  საქართველოს ვიზა.
  • The purpose for which the Georgian visa must have been issued no longer exists or can not be confirmed
  • e-VISA PORTAL-ის მეშვეობით წარდგენილი სავიზო განაცხადის საფუძველზე მოკლევადიანი ელექტრონული ვიზის შემთხვევაში – საქართველოს ვიზის გაცემის საკითხზე გადაწყვეტილების მიღების დღეს უცხოელი იმყოფება საქართველოში.
  • In case of short term visa submitted via e-VISA PORTAL – on the date of decision-making on Georgian visa, the applicant was present in Georgia

 

კონკრეტული გარემოება/გარემოებები, რომლის/რომელთა არსებობის გამო მიღებულ იქნა საქართველოს ვიზის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება (ივსება გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს ინიციატივით):

Specific condition(s) based on which the visa refusal decision has been taken (to be filled in by the initiative of the visa issuing authority)

___________________________________________________________________________________________________________

___________________________________________________________________________________________________________

___________________________________________________________________________________________________________

___________________________________________________________________________________________________________

___________________________________________________________________________________________________________

___________________________________________________________________________________________________________

______________________________________________

 

  1. საქართველოს ვიზის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, საქართველო ვიზის გაცემის მიზნით გადახდილი საკონსულო მოსაკრებელი/სახელმწიფო ბაჟი დაბრუნებას არ ექვემდებარება.

In case of Georgian visa refusal, the consular fee/state tax paid for obtaining Georgian visa shall not be refunded.

  1. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში (მის: საქართველო, ქ. თბილისი, შ. ჩიტაძის №4, საფოსტო კოდი: 0114) დაინტერესებული პირის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების გაცნობის დღიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

The present decision may be appealed in the Ministry of Foreign Affairs of Georgia (Address: Georgia, Tbilisi, 4 Sh. Chitadze, Zip Code: 0114) within 10 (ten) working days after submitting the decision to the relevant interested party.

  1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის წარსადგენი საჩივრის ფორმა განთავსებულია ამავე სამინისტროს ვებგვერდზე: www.mfa.gov.ge. საჩივარი განიხილება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის მისი  წარდგენიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, რომელიც სამინისტროს გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 2 (ორი) თვის ვადით.

The form of appeal to be submitted to the Ministry of Foreign Affairs of Georgia may be retrieved from the Ministry’s website: www.mfa.gov.ge. The appeal shall be heard within 1 (one) month after its submission to the Ministry. The term may be extended with no more than 1 (one) month according to the decision of the Ministry.

                                                                  

                                   

სამინისტროს საკონსულო და დიასპორის საკითხების

დეპარტამენტის უფლებამოსილი პირის/

საკონსულო თანამდებობის პირის ხელმოწერა                        –––––––––––––––––

Signature of the authorized person at Consular Department/

Signature of the Official at the Consulate

 

თარიღი/ Date:    ------/------/-------               

 

დანართი №10

 

საქართველოს ვიზის მოქმედების ვადის შეწყვეტის შესახებ

გადაწყვეტილება

 

 

------------------------------------------------------------------------------------- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ/დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ/მესამე სახელმწიფოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში შექმნილმა საქართველოს ინტერესთა სექციამ/საკონსულო დაწესებულებამ დაადგინა, რომ არსებობს საქართველოს ვიზის მფლობელი უცხოელისთვის  – ––––––––––––/––––––––––––––/–––––––––––––– (სახელი, გვარი, სხვა გვარ(ებ)ი ლათინური ტრანსლიტერაციით) გაცემული საქართველოს ვიზის (-----/-------/-------№-------) მოქმედების ვადის შეწყვეტის საფუძველი და მიიღო გადაწყვეტილება, რომ უნდა შეწყდეს ზემოაღნიშნული საქართველოს ვიზის მოქმედების ვადა შემდეგი საფუძვლით/საფუძვლებით:

------------------------------------------------ ------------------------------------- Ministry of Foreign Affairs of Georgia/Diplomatic Mission/ Georgian Interests Division created at the diplomatic mission of the third state/ Consular Post have identified the ground(s) for termination of Georgian visa issued on name of  ––––––––––––/––––––––––––––/–––––––––––––– (First Name, Last Name, Other Names –  Latin Alphabet to be used)  and have taken the decision on terminating Georgian visa (-----/-------/-------№-------) on following ground(s):

 

  • გამოვლინდა საქართველოს ვიზის მისაღებად ყალბი ან იურიდიული ძალის არმქონე დოკუმენტების წარდგენის ფაქტი;
  • It is revealed that a false or invalid document(s) has been submitted to obtain the visa;
  • საქართველოს ვიზის მფლობელი უცხოელი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას;
  • The person holding the visa carries out an activity that endangers the national security of Georgia;
  • აღარ არსებობს ან არ შესრულდა ის მიზანი, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაიცა  საქართველოს ვიზა;
  • The purpose for which the visa was issued no longer exists or has not been achieved;
  • საქართველოს ვიზის მფლობელი უცხოელი გააძევეს საქართველოდან;
  • The visa holder has been removed from Georgia;
  • საქართველოს ვიზის მფლობელ უცხოელზე გაიცა საქართველოს ვიზა, რომელიც მოიცავს უკვე გაცემული საქართველოს ვიზის მოქმედების ვადას;
  • A visa issued to an alien overlaps the validity period of the already issued visa;
  • საქართველოს ვიზის მფლობელი უცხოელის ის სამგზავრო დოკუმენტი, რომელშიც დატანილი იყო საქართველოს ვიზა, დაიკარგა ან გახდა გამოყენებისთვის უვარგისი (გაცვეთა, დაზიანება და ა.შ.);
  • The travel document where the visa was affixed has been lost or became unfit for use (wear, damage, etc.),
  • D5 კატეგორიის ვიზის მფლობელ უცხოელს შეუწყდა საკუთრების უფლება იმ უძრავ ქონებაზე, რომლის საფუძველზეც მან მოიპოვა D5 კატეგორიის ვიზა.
  • D5 category visas holders’ right on ownership on real estate has been terminated on which ground D5 category of visa has been obtained;

1. საქართველოს ვიზის მოქმედების ვადის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, საქართველო ვიზის გაცემის მიზნით გადახდილი საკონსულო მოსაკრებელი/სახელმწიფო ბაჟი დაბრუნებას არ ექვემდებარება.

In case of Georgian visa termination, the consular fee/state tax paid for obtaining Georgian visa shall not be refunded.

2. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში (მის: საქართველო, ქ. თბილისი, შ. ჩიტაძის №4, საფოსტო კოდი: 0114) დაინტერესებული პირის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების გაცნობის დღიდან 10 სამუშაო დღის  ვადაში.

The present decision may be appealed in the Ministry of Foreign Affairs of Georgia (Address: Georgia, Tbilisi, 4 Sh. Chitadze, Zip Code: 0114) within 10 working days after submitting the decision to the relevant interested party.

3. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის წარსადგენი საჩივრის ფორმა განთავსებულია ამავე სამინისტროს ვებგვერდზე: www.mfa.gov.ge. საჩივარი განიხილება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის მისი  წარდგენიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, რომელიც სამინისტროს გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 2 (ორი) თვის ვადით.

The form of appeal to be submitted to the Ministry of Foreign Affairs of Georgia may be retrieved from the Ministry’s website: www.mfa.gov.ge. The appeal shall be heard within 1 (one) month after its submission to the Ministry. The term may be extended with no more than 1 (one) month according to the decision of the Ministry.

 

                

სამინისტროს საკონსულო და დიასპორის საკითხების

დეპარტამენტის უფლებამოსილი პირის/

საკონსულო თანამდებობის პირის ხელმოწერა                        –––––––––––––––––

Signature of the authorized person at Consular Department/

Signature of the Official at the Consulate

 

თარიღი/ Date:    ------/------/-------