დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნების ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების განხორციელების თაობაზე მიმართვიანობისა (რეფერირებისა) და აღსრულების პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 5 ნოემბრის №663 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 361 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 18/08/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/08/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040000000.10.003.025254 |
|
„არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნების ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების განხორციელების თაობაზე მიმართვიანობისა (რეფერირებისა) და აღსრულების პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 5 ნოემბრის №663 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნების ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების განხორციელების თაობაზე მიმართვიანობისა (რეფერირებისა) და აღსრულების პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 5 ნოემბრის №663 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 06/11/2020, 040000000.10.003.022383) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნების ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების განხორციელების თაობაზე მიმართვიანობისა (რეფერირებისა) და აღსრულების პროცედურების“:
1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფები − საერთაშორისო სამართლებრივი, საკონსულო და დიასპორის საკითხების დირექტორატის საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტი (შემდგომში − საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტი (სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი); დიპლომატიური წარმომადგენლობები, საკონსულო დაწესებულებები (საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფები);“. 2. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. რეფერირებისა და აღსრულების პროცედურებში ჩართული სუბიექტები რეფერირებისა და აღსრულების პროცედურებში ჩართული სუბიექტები არიან ცენტრალური ორგანო, სააგენტო, პოლიცია და სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფები − საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტი (სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი); დიპლომატიური წარმომადგენლობები, საკონსულო დაწესებულებები (საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფები).“. 3. მე-20 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს − საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტს (სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი), დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, საკონსულო დაწესებულებებსა (საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფები) და სსიპ − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, რათა უზრუნველყონ ვალდებული მხარის მიერ ბავშვისათვის საზღვრის გადაკვეთისათვის პასპორტის/სამგზავრო პასპორტის/სამგზავრო დოკუმენტის/ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემის აღკვეთა ან გაცემულის მოქმედების შეჩერება სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ასევე პირადობის ელექტრონული მოწმობის მოქმედების შეჩერება თურქეთსა და საქართველოს, უკრაინასა და საქართველოს შორის არსებული შეთანხმებებიდან გამომდინარე (პირადობის ელექტრონული მოწმობით სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შესახებ) საზღვრის კვეთის მიზნებისათვის. შეჩერების ღონისძიება შეიძლება, გაუქმდეს ცენტრალური ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე, თუ საქართველოს კანონმდებლობით ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები