„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოქმედებითი საქართველოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კულტურის მინისტრის 2025 წლის 16 მაისის №05/08 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოქმედებითი საქართველოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კულტურის მინისტრის 2025 წლის 16 მაისის №05/08 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 05/25
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კულტურის მინისტრი
მიღების თარიღი 19/08/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/08/2025
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.088.016093
05/25
19/08/2025
ვებგვერდი, 20/08/2025
040030000.22.088.016093
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოქმედებითი საქართველოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კულტურის მინისტრის 2025 წლის 16 მაისის №05/08 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კულტურის მინისტრი
 

საქართველოს კულტურის მინისტრის

ბრძანება №05/25

2025 წლის 19 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოქმედებითი საქართველოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კულტურის მინისტრის 2025 წლის 16 მაისის №05/08 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოქმედებითი საქართველოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კულტურის მინისტრის 2025 წლის 16 მაისის №05/08 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 19/05/2025, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.088.016076) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დირექტორს ჰყავს სამი მოადგილე, რომლებსაც „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, მინისტრთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორი.“.

2. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. შემოქმედებითი საქართველოს სტრუქტურული ერთეულების სტრუქტურა და ფუნქციები, მათში შემავალი მეორადი სტრუქტურული ერთეულები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განისაზღვრება შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს დირექტორი.“.

3. მე-9 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) კომპეტენციის ფარგლებში, პროგრამის/ქვეპროგრამის ფარგლებში ფიზიკური და იურიდიული პირების ფინანსური ხელშეწყობისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის, კონკურსების ორგანიზება, დოკუმენტაციის განხილვა, საკონკურსო და არასაკონკურსო პროექტების მართვა და შინაარსობრივი მონიტორინგი, რაც მოიცავს პროექტების მიზნებთან, ამოცანებთან და შინაარსობრივ მიმართულებებთან შესაბამისობის შეფასებას;“.

4. მე-11 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) სამმართველოს დებულებითა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს კულტურის მინისტრითინათინ რუხაძე