დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 27 დეკემბრის N50-99 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 59-69 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 19/08/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/08/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/09/2025 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.101.017356 |
|
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 27 დეკემბრის №50-99 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 27 დეკემბრის №50-99 დადგენილებაში (ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 27/12/2024, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.101.017287) და დადგენილების პირველი მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტებისა და კვლევების დაფინანსების ქვეპროგრამის განხორციელების წესის“ (დანართი №7):
ა) მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მედიკამენტები მოსარგებლეებს უფინანსდებათ შემდეგი სქემის მიხედვით: „ოკრელიზუმაბი“ ინტრავენური ფორმა – საწყისი დოზა 600 მგ შეყვანილი უნდა იქნეს ორ ინფუზიად: 300 მგ – პირველ დღეს, 300 მგ – ორი კვირის შემდეგ, შემდგომი ინფუზიები ყოველ 6 თვეში ერთხელ დოზით – 600 მგ; „ოკრელიზუმაბი“ კანქვეშა ფორმა – საწყისი დოზა 920 მგ შეყვანილი უნდა იქნეს ერთ ინექციად , შემდგომი ინექციები ყოველ 6 თვეში ერთხელ დოზით – 920 მგ; „ფინგოლიმოდი“ – 0,5 მგ ერთი აბი ერთხელ დღეში, ხოლო ქვეპროგრამით გათვალისწინებული კვლევები მოსარგებლეებს უფინანსდებათ წელიწადში ერთხელ.“; ბ) მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) უზრუნველყოს ქვეპროგრამის ფარგლებში, ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მედიკამენტების „ოკრელიზუმაბი“ 600 მგ (1 ფლაკონი) – არაუმეტეს 5300 ლარის, „ოკრელიზუმაბი“ 920 მგ (1 ფლაკონი) არაუმეტეს 10 600 ლარის; „ფინგოლიმოდი“ (1 კოლოფი/28 კაფსულა) – არაუმეტეს 1846 ლარის ტარიფით მიწოდება;“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის პირველი სექტემბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები