დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 აპრილის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 18 |
| დოკუმენტის მიმღები | ლენტეხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 21/08/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/08/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.115.016441 |
|
„ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 აპრილის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის 11 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 აპრილის №24 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 010250050.35.115.016266, 04/05/2018 წ.) შემდეგი სახით:
1. რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის ხელშეწყობის ღონისძიებათა დაგეგმვა და დამტკიცება. ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნა;“ 2. რეგლამენტის 113-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ზეპირი შეკითხვის დასმის უფლება საკრებულოს წევრს აქვს საკრებულოს, კომისიის , დროებითი სამუშაო ჯგუფის ან ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს სხდომაზე.“ 3. რეგლამენტის 113-ე მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. საკრებულოს წევრის ზეპირი შეკითხვები და მასზე პასუხები აისახება შესაბამისად, საკრებულოს, კომისიის, დროებითი სამუშაო ჯგუფის ან ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს სხდომის ოქმში.“ 4. რეგლამენტის XVI1 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თავი XVI1 ლენტეხის მუნიციპალური ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭო.“ 5. რეგლამენტის 1351 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1351. ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნა. ლენტეხის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე სისტემური და საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად საკრებულო ქმნის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალურ საბჭოს.“. 6. რეგლამენტის 1352 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1352. ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს ფუნქცია 1. ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭო უზრუნველყოფს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში დისკრიმინაციის დაუშვებლობას, სათანადო პირობების შექმნას ქალისა და მამაკაცის თანასწორი უფლებების, თავისუფლებისა და შესაძლებლობების რეალიზაციას, ხელს უწყობს დისკრიმინაციის თავიდან აცილებასა და აღმოფხვრას. 2. ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს შემადგენლობა, სტატუსი, ფუნქციები და უფლებამოსილება განისაზღვრება საკრებულოს ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საკრებულო. ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს შემადგენლობაში საკრებულოს წევრები შედიან ფრაქციათა და უფრაქციო წევრთა პროპორციული წარმომადგენლობის პრინციპით. 3. საბჭო ვალდებულია ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნოს მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე, რომელიც ასევე ეგზავნება საქართველოს მთავრობის ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის უწყებათაშორის საკითხებზე მომუშავე კომისიას. 4. ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭო ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მერიის საქმიანობის კონტროლის მიზნით იყენებს ამ რეგლამენტითა და საბჭოს დებულებით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები