დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 აგვისტოს №502 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 365 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 21/08/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/08/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.025259 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 აგვისტოს №502 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20/08/2014, 040030000.10.003.018122) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების:
1. პირველი − მე-5 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2011 წლის 24 ნოემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის თანდართული ნუსხა: ა) „გეოლოგიის დეპარტამენტის მიერ გაწეული მომსახურების საფასური“ (დანართი №1); ბ) „გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გაწეული მომსახურების საფასური“ (დანართი №2); გ) „ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვების პირველადი მონაცემების საფასური“ (დანართი №3); დ) „წლებისა და თვეების მიხედვით მრავალწლიური ჰიდრომეტეოროლოგიური პარამეტრების მნიშვნელობების გაცემა/ მომზადების საფასური“ (დანართი №4); ე) „კლიმატური და მრავალწლიური ჰიდროლოგიური მახასიათებლები და მათი საფასური“ (დანართი №5); ვ) „სხვადასხვა პროცენტული უზრუნველყოფის ფაქტობრივი და მოდელირებული ჰიდრომეტეოროლოგიური პარამეტრების მომზადების საფასური“ (დანართი №6); ზ) „ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების საფასური“ (დანართი №7); თ) „ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვების ავტომატური პუნქტებიდან მონაცემების უწყვეტ რეჟიმში მიწოდების საფასური“ (დანართი №8); ი) „ექსპედიციური მეთოდით სპეციალიზებული ჰიდრომეტეოროლოგიური სამუშაოების შესრულების საფასური“ (დანართი №9); კ) „სანაპირო ზონების ჰიდროლოგიურ-მორფოდინამიკური კვლევების საფასური“ (დანართი №10); ლ) „ჰიდრობიოლოგიური, იქთიოლოგიური, ბაქტერიოლოგიური კვლევებისა და წყლის ხარისხობრივი მაჩვენებლების განსაზღვრის საფასური“ (დანართი №11); მ) „კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მოშენებული თეთრყვავილას ბოლქვების ან/და ყოჩივარდას გორგლების რესურსისა და მათი მოპოვების შესახებ დასკვნების მომზადების საფასური“ (დანართი №12); ნ) „სოჭის გირჩის თესლმსხმოიარობის კვლევის საფასური“ (დანართი №13); ო) „თევზჭერის სერტიფიკატის დამოწმებისა და თევზსაჭერი/ თევზჭერასთან დაკავშირებული გემის ავტორიზაციის საფასური“ (დანართი №14); პ) „გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესში სკოპინგის დასკვნის, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების სხვა პირისათვის სრულად გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროებისა და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშისა და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების დაჩქარებული წესით გაცემის/განხილვის მომსახურების ვადები/საფასური და საფასურის დაბრუნების პირობები“ (დანართი №15); ჟ) „საზღაურის გარეშე გასაწევი მომსახურების ან/და გასავრცელებელი ინფორმაციის ჩამონათვალი“ (დანართი №16).“. მუხლი 2. ამ დადგენილების პირველი მუხლის „ა“ – „პ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანართებით განსაზღვრული მომსახურების გაწევის ვადის ათვლა იწყება თანხის ჩარიცხვის (ან გადახდის ქვითრის წარდგენის) დღიდან და მთავრდება შესაბამისი მომსახურებისათვის დადგენილი ვადის ბოლო სამუშაო დღის დასრულებისთანავე. მუხლი 3. დადგენილებით დამტკიცებული სააგენტოს მომსახურების საფასური არ ვრცელდება: ა) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროზე, მისი წერილობითი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში; ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაზე − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურზე; გ) საქართველოს პროკურატურაზე; დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურების საგამოძიებო დანაყოფებზე – სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებისას; ე) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაზე − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე; ვ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურზე – აუდიტორული საქმიანობის განხორციელების მიზნებისთვის საჭირო ინფორმაციის გამოთხოვისას; ზ) საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროზე, ბუნებრივი საფრთხეების ფორსმაჟორულ გარემოებებში ჩასახვის/გააქტიურების შემთხვევებში, ინფორმაციის/მონაცემების მიწოდებაზე; თ) საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროზე, ბუნებრივი საფრთხეების ფორსმაჟორულ გარემოებებში ჩასახვის/გააქტიურების შემთხვევებში, ინფორმაციის/მონაცემების მიწოდებაზე. მუხლი 4. ამ დადგენილების №16 დანართით განსაზღვრული ინფორმაციის გავრცელებას/გაცემას და მომსახურების გაწევას სააგენტო ახორციელებს საზღაურის გარეშე, ამავე დანართით განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით. მუხლი 5. სახელმწიფო და საერთაშორისო ტენდერებსა და პროექტებში (მათ შორის, საგრანტო პროექტებში) მონაწილეობის შემთხვევაში, ასევე აღნიშნული პროექტებიდან გამომდინარე წარმოშობილ სამართლებრივ შედეგებთან/ურთიერთობებთან დაკავშირებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით, სააგენტოს უფლება აქვს, არ იხელმძღვანელოს ამ დადგენილების პირველი მუხლის „ა“ – „ლ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დანართებით ან განახორციელოს საქმიანობა შესაბამისი საზღაურის გარეშე.“. 2. დანართები: №1 − №16 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. 3. დანართი №17 ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები