„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 5 მარტის №1-1/66 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 5 მარტის №1-1/66 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი № 1-1/313
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 21/08/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/08/2025
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.024.016925
№ 1-1/313
21/08/2025
ვებგვერდი, 22/08/2025
040030000.22.024.016925
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 5 მარტის №1-1/66 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/313

2025 წლის 21 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 5 მარტის №1-1/66 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 5 მარტის №1-1/66 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 07/03/2014, 040030000.22.024.016315) დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „შ“-„ჩ“ ქვეპუნქტები:

„შ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ინოვაციური სტარტაპის სტატუსის, ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსის, კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მაძიებელი პირების განაცხადების შესწავლა და სტატუსის მინიჭების თაობაზე საქართველოს მთავრობისთვის შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა; აღნიშნული სტატუსებისადმი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისი სტატუსის მქონე სუბიექტების ყოველწლიური შესაბამისობის შემოწმება, შესაბამისობის შემთხვევაში სტატუსის მქონე პირებისთვის სტატუსის ვადის გაგრძელების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება, ასევე სტატუსის გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა;

ჩ) ინოვაციების რეესტრის წარმოება და ინოვაციების რეესტრში კანონმდებლობით განსაზღვრული სუბიექტების რეგისტრაცია.“.

2. მე-3 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი 3” ქვეპუნქტი:

„ი3) ინოვაციების რეესტრში რეგისტრაციის წესისა და რეესტრის ინსტრუქციის დამტკიცების მიზნით, გამოსცემს ნორმატიულ აქტს  ბრძანებას.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სააგენტოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მისივე ბრძანებით განსაზღვრული ერთ-ერთი მოადგილე. მოადგილეების არყოფნის შემთხვევაში თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისივე ბრძანებით განსაზღვრული სააგენტოს ერთ-ერთი სტრუქტურული ქვედანაყოფის (დეპარტამენტის) უფროსი. სააგენტოს თავმჯდომარეს უფლება აქვს თავისი მოვალეობებისა და უფლებების ნაწილი ბრძანებით გადააკისროს მოადგილეს.”;

გ) მე-4 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. სააგენტოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სააგენტოს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე ან სააგენტოს თანამშრომელი.“.

მუხლი 2
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტი და მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2025 წლის 24 სექტემბრიდან. 


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიმარიამ ქვრივიშვილი