დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 31 დეკემბრის №495 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 370 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 22/08/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/08/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280120000.10.003.025260 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 31 დეკემბრის №495 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2024, 280120000.10.003.024890) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამის“:
1. №1 დანართის („სოციალური რეაბილიტაციის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა“): ა) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. პროგრამით გათვალისწინებული ქვეპროგრამები (კომპონენტები) პროგრამით, რომლის ბიუჯეტი შეადგენს 29 550 000 ლარს, გათვალისწინებული ქვეპროგრამებია (კომპონენტებია):
ბ) №1.4 დანართის („სათემო ორგანიზაციებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 10 700 000 ლარით.“; გ) №1.6 დანართის („პერსონალური ასისტენტის მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 3 500 000 ლარით, მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში.“; დ) №1.7 დანართის („შინმოვლის მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“) მე-5 მუხლის: დ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რეაქციით: „1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 1 750 000 ლარით.“; დ.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. შინმოვლის დაფინანსებული ლიმიტი, ერთი მოსარგებლის შემთხვევაში, ითვალისწინებს მულტიდისციპლინური გუნდის სპეციალისტების მომსახურებას მოსარგებლეთა კატეგორიების მიხედვით, შემდეგნაირად:
დ.გ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. არამატერიალიზებული ვაუჩერი გაიცემა განსაზღვრული ლიმიტების მიხედვით, მუნიციპალიტეტების შესაბამისად:
2. №2 დანართის („ბავშვზე ზრუნვისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა“):
ა) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. პროგრამით, რომლის ბიუჯეტი შეადგენს 65 450 000 ლარს, გათვალისწინებული ქვეპროგრამებია (კომპონენტებია):
ბ) №2.6 დანართის („მინდობითი აღზრდის ქვეპროგრამა“) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 14 700 000 ლარით.“; გ) №2.10 დანართის („მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების ქვეპროგრამა“) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 850 000 ლარით.“; დ) №2.14 დანართის („ხანგრძლივი პედიატრიული მოვლის სამედიცინო-სოციალური ცენტრის მომსახურების ქვეპროგრამა“) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფი ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნება სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე, მზრუნველობამოკლებული ბავშვი, რომელსაც გარდა მზრუნველისა, ესაჭიროება ხანგრძლივი კვალიფიციური სამედიცინო/ საექთნო მოვლა, ამასთან, აკმაყოფილებს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, სულ ცოტა, ორ პუნქტს: ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია (ტრაქეოსტომიით), დიალიზი, ჟანგბადზე დამოკიდებული 24 სთ-ის განმავლობაში, სრული პარენტერალური კვება, მხოლოდ ზონდით კვება, ტრაქეოსტომის არსებობა, იმუნოდეფიციტი, ბოლო 6 თვის განმავლობაში ყოველდღიური მორეციდივე გულყრა-კრუნჩხვები, რომელიც საჭიროებს მედიკამენტოზურ ჩარევას, თუ ბავშვის სასიცოცხლო ფუნქციების უზრუნველყოფა შეუძლებელია არასამედიცინო პირობებში და ბავშვის ზრუნვის დაწესებულებაში დატოვება მის სიცოცხლეს/ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები