„სამხედრო აღრიცხვის ორგანიზების, გამწვევი, ცენტრალური გამწვევი და სამობილიზაციო კომისიების საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის №543 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამხედრო აღრიცხვის ორგანიზების, გამწვევი, ცენტრალური გამწვევი და სამობილიზაციო კომისიების საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის №543 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 373
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 22/08/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/08/2025
სარეგისტრაციო კოდი 120160010.10.003.025266
373
22/08/2025
ვებგვერდი, 25/08/2025
120160010.10.003.025266
„სამხედრო აღრიცხვის ორგანიზების, გამწვევი, ცენტრალური გამწვევი და სამობილიზაციო კომისიების საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის №543 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №373

2025 წლის 22 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„სამხედრო აღრიცხვის ორგანიზების, გამწვევი, ცენტრალური გამწვევი და სამობილიზაციო კომისიების საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის №543 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამხედრო აღრიცხვის ორგანიზების, გამწვევი, ცენტრალური გამწვევი და სამობილიზაციო კომისიების საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის №543 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge,  29/12/2023, 120160010.10.003.024378) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილების:

) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

სამხედრო აღრიცხვის, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისა და სარეზერვო სამხედრო სამსახურის ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ“;

) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. თავდაცვის კოდექსის 55-ე მუხლის მე-7 ნაწილის, 57-ე მუხლის მე-9 ნაწილის, 67-ე მუხლის მე-20 ნაწილის, 68-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 70-ე მუხლის მე-5 ნაწილის, 71-ე მუხლის მე-7 ნაწილის, 93-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 97-ე მუხლის მე-6 ნაწილის, 98-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 101-ე მუხლისა და 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „სამხედრო აღრიცხვის, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისა და სარეზერვო სამხედრო სამსახურის ორგანიზების წესი.“.

2. დადგენილებით დამტკიცებულ წესში:

) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

სამხედრო აღრიცხვის, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისა და სარეზერვო სამხედრო სამსახურის ორგანიზების წესი“;

) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. რეგულირების სფერო

„სამხედრო აღრიცხვის, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისა და სარეზერვო სამხედრო სამსახურის ორგანიზების წესი“ (შემდგომში − წესი) არეგულირებს სამხედრო აღრიცხვის, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისა და სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურის ორგანიზებასთან დაკავშირებულ საკითხებს.“;

) მე-2 მუხლის:

.) „ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისია − საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ შექმნილი მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისია, რომელიც ფუნქციონირებს წვევამდელთა სამედიცინო შემოწმების ჩატარების მიზნით;“;

.) „ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) პირი, რომელიც არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში იმყოფება ან რომელმაც გაიარა იგი;“;

) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარისქვეპუნქტი:

„ვ) პირი, რომელსაც აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი.“;

) მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარისქვეპუნქტი:

„ზ) მას მინიჭებული აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი.“;

) მე-10 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. პირის სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხვა და მისი სამობილიზაციო რეზერვიდან ამორიცხვა ფორმდება სააგენტოს ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“;

) მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 პუნქტი:

„13. პირს, რომელსაც შეუსრულდა 27 წელი, სააგენტოს ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ენიჭება რიგითის სამხედრო წოდება და ირიცხება თავდაცვის ძალების რეზერვში, თუ ის:

ა) იმყოფება წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე, მაგრამ არ გაუვლია წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური;

ბ) არ იმყოფება სამხედრო აღრიცხვაზე, აღნიშნული ფაქტის გამოვლენისთანავე.“;

) VI თავი ამოღებულ იქნეს;

) მე-19 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-15 − მე-18 პუნქტები:

„15. პირი, მათ შორის, 27 წელს მიღწეული პირი, რომელიც პირადი განცხადების საფუძველზე გამოთქვამს სურვილს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურიდან წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გადაყვანის შესახებ, წვევამდელთა ეროვნული სამსახურის გასავლელად გამოძახებული იქნება სააგენტოს მიერ.

16. ამ მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრული პირის:

ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამის ქვედანაყოფამდე ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს სააგენტო;

ბ) სამედიცინო შემოწმება ხორციელდება, თუ მისი პირველადი სამედიცინო შემოწმებიდან გასულია 6 თვე. სამედიცინო შემოწმებას ახორციელებს მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისია;

გ) შესაბამის სამხედრო ქვედანაყოფში ჩასარიცხად გამოძახება ხდება როგორც პერსონალურად უწყების ჩაბარებით, ასევე სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით შეტყობინების განხორციელებით. წვევამდელს უწყება შეიძლება, ჩაჰბარდეს რეგისტრაციის ადგილის, ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის, სამუშაო ადგილის მისამართებზე ან სააგენტოსთვის ცნობილ სხვა ნებისმიერ მისამართზე.

17. თუ ამ მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრული პირი თავს არიდებს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლას, სააგენტო პირის შესახებ ინფორმაციას უგზავნის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტს სამართლებრივი რეაგირებისათვის.

18. პირი, რომელმაც დასაბუთებული მიზეზით გამოთქვა წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის ფორმით გავლის სურვილი, მაგრამ აღნიშნულ სამსახურში გაწვევამდე უარი განაცხადა მის გავლაზე, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გასავლელად გამოძახებული იქნება სააგენტოს მიერ.“;

მე-20 მუხლის:

.) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. გამწვევი კომისია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უფლებამოსილია, წვევამდელის მიმართ მიიღოს გადაწყვეტილება:

ა) წვევამდელის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლების შესახებ;

ბ) წვევამდელის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების შესახებ;

გ) სამედიცინო შემოწმების გასავლელად წვევამდელის მუდმივმოქმედ სამედიცინო საექსპერტო კომისიაში წარგზავნის შესახებ;

დ) წვევამდელის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ.“;

.) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. თუ წვევამდელის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ იგი წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გასავლელად არ ცხადდება გამოძახებისას მიღებულ შეტყობინებაში/უწყებაში მითითებულ ადგილზე, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის უფლებამოსილების მქონე სუბიექტი შესაბამის მასალებს სამართალდამცავ ორგანოებს გადასცემს.“;

მე-20 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-16 პუნქტი:

„16. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, წვევამდელის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ ბრძანებას გამოსცემს სააგენტოს ხელმძღვანელი.“;

) VIII თავი ამოღებულ იქნეს;

) 23- მუხლის მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

) 23- მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:

„10. თუ წვევამდელი, გამოძახების შემთხვევაში, არ გამოცხადდება გამწვევ კომისიაში ან/და სამედიცინო შემოწმების გასავლელად მუდმივმოქმედ სამედიცინო საექსპერტო კომისიაში ან გამოცხადების შემდეგ არ გაივლის სამედიცინო შემოწმებას, სააგენტო შესაბამის მასალებს სასამართლოს გადასცემს.“;

) დაემატოს შემდეგი შინაარის XI თავი:

 

თავი XI

გარდამავალი დებულებები

მუხლი 28. სამობილიზაციო რეზერვში აღრიცხვა გარდამავალ პერიოდში

1. სააგენტომ, თავდაცვის კოდექსითა და ამ წესით დადგენილი წესით, უზრუნველყოს:

ა) 2025 წლის 27 ივნისამდე სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხული ან ჩასარიცხი პირის რეზერვის შესაბამის კატეგორიაში ჩარიცხვა/აღრიცხვა და მისთვის სამხედრო წოდების მინიჭება (ასეთი წოდების არარსებობის შემთხვევაში);

ბ) იმ პირის სამობილიზაციო რეზერვის შესაბამის კატეგორიაში ჩარიცხვა/აღრიცხვა და მისთვის სამხედრო წოდების მინიჭება (ასეთი წოდების არარსებობის შემთხვევაში), რომელმაც 2023 წლის 13 ოქტომბრამდე სამხედრო სავალდებულო სამსახური გაიარა საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის სახით, არანაკლებ 12 თვის ვადით და რომელსაც შეუწყდა შესაბამისი კონტრაქტი.

2. ამ მუხლის აღსრულების უზრუნველსაყოფად:

ა) საჭირო ორგანიზაციული საკითხები განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;

ბ) სააგენტოს ხელმძღვანელი უფლებამოსილია, გამოსცეს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ამასთან, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დადგენილების პირველი მუხლის მოქმედება, გარდა მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტისა, გავრცელდეს 2025 წლის 27 ივნისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე, ხოლო მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2025 წლის 25 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე