დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 19 დეკემბრის №428 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 375 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 22/08/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/08/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120000000.10.003.025268 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 19 დეკემბრის №428 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/12/2024, 120000000.10.003.024823) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლის:
1. მე-4 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) 8 თვის ვადით საბრძოლო მხარდაჭერის ან საბრძოლო უზრუნველყოფის ქვედანაყოფში ოთხ ეტაპად, მათ შორის: ბ.ა) პირველი ეტაპი – 2025 წლის 15 მარტიდან; ბ.ბ) მეორე ეტაპი – 2025 წლის 1 ივნისიდან; ბ.გ) მესამე ეტაპი – 2025 წლის 15 აგვისტოდან; ბ.დ) მეოთხე ეტაპი – 2025 წლის 1 ნოემბრიდან; გ) 11 თვის ვადით უმცროს სამეთაურო თანამდებობაზე, საშტაბო თანამდებობაზე ან წინასწარ განსაზღვრული სპეციალობის თანამდებობაზე ერთ ეტაპად − 2025 წლის 1 ოქტომბრიდან.“. 2. მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლის გადახდა განხორციელდეს გაწვევის მთლიან პერიოდში. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლის გადახდის უფლება წარმოიშობა მუნიციპალურ/ რაიონულ განყოფილებაში შექმნილი გამწვევი კომისიის მიერ სამედიცინო შემოწმების გასავლელად წვევამდელის მუდმივმოქმედ სამედიცინო საექსპერტო კომისიაში წარგზავნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან და სრულდება წვევამდელის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან 10 კალენდარული დღის ვადაში.“. |
| მუხლი 2 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2025 წლის 27 ივნისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები