მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო დოკუმენტაციის წარდგენის პროცედურის განსაზღვრის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 46/2025
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 25/08/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/08/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250010.15.008.016818
46/2025
25/08/2025
ვებგვერდი, 26/08/2025
010250010.15.008.016818
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო დოკუმენტაციის წარდგენის პროცედურის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №46/2025

2025 წლის 25 აგვისტო

ქ. თბილისი

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს  საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო დოკუმენტაციის წარდგენის პროცედურის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 143-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და მე-8 პუნქტის, 158-ე მუხლის მე-3 პუნქტის, მე-6 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და მე-8 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
პარტიულ სიაში შეიძლება შეყვანილ იქნეს ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატი. ასეთ შემთხვევაში პარტიულ სიაში მიეთითება ამ ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ნომერი.
მუხლი 2
თუ კანდიდატი იმავდროულად წარდგენილია ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში (საქართველოს დედაქალაქის  თბილისის საკრებულოს არჩევნებისას  ცესკოში) წარდგენილ პარტიულ სიას, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრულ სხვა დოკუმენტებთან ერთად უნდა ერთოდეს 2 ფოტოსურათი და სააღრიცხვო ბარათი 2 ეგზემპლარად. საქართველოს დედაქალაქის  თბილისის საკრებულოს არჩევნებისას აღნიშნული დოკუმენტების თითო ეგზემპლარი/ასლი გადაეცემა შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას.
მუხლი 3
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 4
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეგიორგი კალანდარიშვილი
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი