დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,დიპლომატიურ სამსახურში დამწყები პროფესიული საჯარო მოხელეებისათვის სასწავლო პროგრამის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2023 წლის 19 აპრილის N01-185 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-725 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 25/08/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/08/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480040000.22.030.016379 |
|
,,დიპლომატიურ სამსახურში დამწყები პროფესიული საჯარო მოხელეებისათვის სასწავლო პროგრამის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2023 წლის 19 აპრილის №01-185 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
,,დიპლომატიურ სამსახურში დამწყები პროფესიული საჯარო მოხელეებისათვის სასწავლო პროგრამის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2023 წლის 19 აპრილის №01-185 ბრძანებაში (ვებგვერდი, 21/04/2023, სარეგისტრაციო კოდი: 480040000.22.030.016266) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება: |
1.
ბრძანების პირველ პუნქტს დაემატოს ,,გ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,გ) დიპლომატიურ სამსახურში დამწყები პროფესიული საჯარო მოხელეებისათვის სასწავლო პროგრამის წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმა (დანართი N3). |
2.
ბრძანების პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული წესის: |
ა)
მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 5 1. პროგრამის განხორციელების კოორდინაციას უზრუნველყოფს სამინისტრო. 2. პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს სამინისტროს იურიდიულ საკითხთა, ადამიანური და ადმინისტრაციული რესურსების მართვის დირექტორატის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი). 3. პროგრამა მტკიცდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 4. დეპარტამენტი: ა) უზრუნველყოფს: ა.ა) პროგრამის განხორციელებისათვის შესაბამისი ადამიანური, მატერიალური და ინფრასტრუქტურული რესურსის მობილიზებას; ა.ბ) მოსამზადებელი პროგრამის მონაწილეთა სიის შედგენას; ა.ბ) პროგრამის მონაწილეთა ოდენობის განსაზღვრას; ა.გ) მოსამზადებელი პროგრამის მონაწილეებს შესაბამისი სასწავლო მასალით; ა.დ) იმ მონაწილეთა აღრიცხვას, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნას; ა.ე) პროგრამის მონაწილე პირთა ინფორმირებას პროგრამისა და სერტიფიკატის გაცემის პირობების შესახებ; ა.ვ) სერტიფიკატის გადაცემას; ა.ზ) მინისტრის (ხელმძღვანელობის) ინფორმირებას პროგრამის შედეგების შესახებ; ბ) ახორციელებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 5. პროგრამაში მონაწილეთა ჩარიცხვა ხორციელდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის საფუძველზე, რომლითაც დგინდება პროგრამის მონაწილეთა სია.“; |
ბ)
მე-6 მუხლი ამოღებულ იქნეს; |
გ)
მე-10 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. პროგრამის მონაწილემ, პროგრამის დასრულებიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღის ვადაში, დეპარტამენტს უნდა წარუდგინოს დასრულებული პორტფოლიო. 2. დეპარტამენტი მონაწილეებს პორტფოლიოს შეფასების შედეგებს ატყობინებს პორტფოლიოს ჩაბარებიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში.“; |
დ)
მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. პორტფოლიოსთან დაკავშირებით პროგრამის მონაწილის პრეტენზიების განხილვის მიზნით მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იქმნება საპრეტენზიო კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით: ა) სამინისტროს იურიდიულ საკითხთა, ადამიანური და ადმინისტრაციული რესურსების მართვის დირექტორატის დირექტორი (კომისიის თავმჯდომარე); ბ) დეპარტამენტის უფროსი; გ) სამინისტროს იურიდიულ საკითხთა, ადამიანური და ადმინისტრაციული რესურსების მართვის დირექტორატის სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტის უფროსი/მოადგილე; დ) დეპარტამენტის თანამშრომელი (კომისიის მდივანი).“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2025 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები