„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 26 თებერვლის №2-107 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 26 თებერვლის №2-107 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2-541
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 01/09/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/09/2025
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.023.016937
2-541
01/09/2025
ვებგვერდი, 01/09/2025
040030000.22.023.016937
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 26 თებერვლის №2-107 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-541

2025 წლის 1 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 26 თებერვლის №2-107 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ :


მუხლი 1

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 26 თებერვლის №2-107 ბრძანებაში (ვებგვერდი, 27/02/2018; სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.023.016482) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული დებულების:

1. მე-4 მუხლის მე-2  და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სააგენტოს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) სურსათის  დეპარტამენტი;

ბ) ვეტერინარიის დეპარტამენტი;

გ) მცენარეთა დაცვის დეპარტამენტი;

დ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

ე) იურიდიული დეპარტამენტი;

ვ) საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტი;

ზ) აუდიტორული და სამსახურებრივი ინსპექცია;

თ) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი;

ი) რისკებზე რეაგირების დეპარტამენტი;

კ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური;

ლ) ხარისხის მართვის სამსახური;

მ) სტატისტიკური ანალიზის სამსახური.

3. სააგენტოს ტერიტორიული ორგანოებია:

ა) თბილისის დეპარტამენტი;

ბ) იმერეთის დეპარტამენტი;

გ) კახეთის დეპარტამენტი;

დ) მცხეთა-მთიანეთის დეპარტამენტი;

ე) სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტი;

ვ) სამცხე-ჯავახეთის დეპარტამენტი;

ზ) ქვემო ქართლის დეპარტამენტი;

თ) შიდა ქართლის დეპარტამენტი;

ი) აჭარის დეპარტამენტი;

კ) გურიის  სამსახური;

ლ) რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამსახური;

მ) აფხაზეთის სამსახური.“.

2.  მე-5 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. სურსათის  დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების უზრუნველყოფა;

ბ) სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის წლიური პროგრამის შემუშავება;

გ) საქართველოში წარმოებული (ჩამოსხმული) წყლის სასაქონლო პროდუქციისთვის ნატურალური მინერალური, წყაროს და სუფრის წყლის კატეგორიების მინიჭება;

დ) ორგანული (ბიოლოგიური, ეკოლოგიური), ასევე, დაცული ადგილწარმოშობისა და გეოგრაფიული აღნიშვნის სურსათის (გარდა ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმლისა, სპირტიანი სასმლისა, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატისა) სახელმწიფო კონტროლის უზრუნველყოფა;

ე) ჰიგიენური და კომპეტენციის ფარგლებში ვეტერინარული სერტიფიკატის გაცემა და გაცემაზე კონტროლი;

ვ) სურსათის ბიზნესოპერატორის საფრთხეების შიდა კონტროლისა და მიკვლევადობის სისტემების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;

ზ) სურსათის უვნებლობის სფეროში რისკის შეფასების საფუძველზე რისკის მართვისა და კომუნიკაციის განხორციელება კანონმდებლობის შესაბამისად;

თ) კოდექს ალიმენტარიუსის ღონისძიებებთან დაკავშირებული საქმიანობის ეროვნულ დონეზე წარმოება;

ი) სურსათის უვნებლობის სფეროში სამოქმედო სახელმძღვანელოების და მეთოდოლოგიური დოკუმენტების შემუშავების ინიციირება და შემუშავება;

კ) კანონმდებლობით დაკისრებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.“.

ბ) მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი:

„თ1) ცხოველთა კეთილდღეობაზე კონტროლის უზრუნველყოფა;“;

გ)  მე-4 პუნქტის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

დ)  მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. აუდიტორული და სამსახურებრივი ინსპექციის ფუნქციებია:

ა) დამოუკიდებელი და ობიექტური საქმიანობა, რომლის შედეგადაც განსაზღვრავს და აანალიზებს სააგენტოში არსებული პოლიტიკის და პროცედურების შესრულებას, საკანონმდებლო მოთხოვნებისა და არსებული სტანდარტების დაცვას, რესურსების ეფექტურად და ეკონომიურად გამოყენებას, ამოცანების ეფექტურ შესრულებას და, შედეგად, სააგენტოში დასახული მიზნების მიღწევას;

ბ) სააგენტოს უფროსის უზრუნველყოფა სააგენტოს სისტემაში მართვისა და კონტროლის მექანიზმების ადეკვატურობის, ეკონომიურობის, ეფექტიანობის, მოქმედ სტანდარტებთან და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესახებ არსებული ინფორმაციით;

გ) სააგენტოს წინაშე არსებული რისკების დადგენა და მათი მართვის ხარისხის შეფასება, სააგენტოს სისტემის საქმიანობის გაუმჯობესება და მისი მიზნების მიღწევის ხელშეწყობა;

დ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;

ე) სააგენტოს სისტემის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება/მონიტორინგი;

ვ) სააგენტოს საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;

ზ) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება;

თ) სააგენტოს სისტემაში კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვასა და შესრულებაზე კონტროლის განხორციელება, მოსალოდნელი დარღვევების ან/და ხარვეზების ანალიზი და მათი პრევენცია;

ი) სააგენტოს სისტემაში თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, შემოწმების შესახებ დასკვნის შედგენა და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;

კ) სააგენტოს სისტემაში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით სააგენტოს უფროსისთვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდება.“;

ე)  მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ხარისხის მართვის სამსახურის ფუნქციებია:

ა) სააგენტოს საქმიანობის ხარისხის მართვის სისტემის ჩამოყალიბება და მართვა;

ბ) შრომის უსაფრთხოების ღონისძიებების დანერგვა და მართვა.“;

ვ) მე-11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 პუნქტი:

„111. სტატისტიკური ანალიზის სამსახურის ფუნქციებია:

ა) სააგენტოს საქმიანობიდან გამომდინარე, სტატისტიკური მონაცემების სისტემატიზაცია და ანალიზი;

ბ) სტატისტიკური მეთოდოლოგიის მუდმივი გაუმჯობესება და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრიდავით სონღულაშვილი