დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში ვიდეომონიტორინგის განხორციელების, ჩანაწერების შენახვის, წაშლისა და განადგურების წესის დამტკიცების შესახებ “ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 6 ოქტომბრის №77 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 80 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 26/08/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/08/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/09/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140130000.22.034.017609 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში ვიდეომონიტორინგის განხორციელების, ჩანაწერების შენახვის, წაშლისა და განადგურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 6 ოქტომბრის №77 ბრძანებით (www.matsne.gov.ge; 09/10/2023; 140130000.22.034.017405) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს ცვლილება და წესის:
1. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი: „51. შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ ვიდეომონიტორინგი, რეალურ დროში, მათ შორის, დღე-ღამის განმავლობაში უწყვეტად ხორციელდება.“. 2. მე-6 მუხლის: ა) პირველი−მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დეპარტამენტში ვიდეომონიტორინგი ხორციელდება ამ მიზნით სპეციალურად მოწყობილ, დაცულ ოთახებში, ხარისხის უზრუნველყოფის და მონიტორინგის სამსახურის სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ან/და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის (შემდგომ – დაცვის პოლიცია) უფლებამოსილი მოსამსახურის მიერ. 2. დროებითი განთავსების ცენტრში ვიდეომონიტორინგის რეალურ დროში განხორციელებაზე პასუხისმგებელ პირებად განისაზღვრებიან ხარისხის უზრუნველყოფის და მონიტორინგის სამსახურის მოსამსახურეები, ხოლო დროებითი განთავსების ცენტრის შენობის გარე პერიმეტრზე – როგორც ხარისხის უზრუნველყოფის და მონიტორინგის სამსახურის, ისე სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის შესაბამისი მოსამსახურეები. 3. სამინისტროსა და დაცვის პოლიციას შორის გაფორმებული დაცვითი მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე, თავშესაფრის მაძიებელთა მიმღებ ცენტრში და მის გარე პერიმეტრზე ვიდეომონიტორინგის რეალურ დროში განხორციელებაზე პასუხისმგებელ პირებად განისაზღვრებიან დაცვის პოლიციის შესაბამისი დანაყოფის მოსამსახურეები. საჭიროების შემთხვევაში, თავშესაფრის მაძიებელთა მიმღებ ცენტრში ვიდეომონიტორინგის რეალურ დროში განხორციელების უფლებამოსილება აქვთ ხარისხის უზრუნველყოფის და მონიტორინგის სამსახურის შესაბამის მოსამსახურეებს.“; ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით: „9. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ დაცულ ოთახებში შესვლისა და ყოფნის უფლება აქვთ ხარისხის უზრუნველყოფის და მონიტორინგის სამსახურის, სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის და დაცვის პოლიციის უფლებამოსილ მოსამსახურეებს სტრუქტურული ერთეულების გათვალისწინებით მათთვის სპეციალურად მოწყობილი სივრცეების შესაბამისად, ხოლო შესვლის, ყოფნის, ჩანაწერების ნახვისა და ტექნიკური მოწყობილობების შეტანის უფლება აქვთ ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ პირებს.“. 3. მე-7 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის: ა.ა) „გ.ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ.ზ) ინვენტარის ან/და პირადი საცხოვრებელი ოთახის დაზიანების მცდელობა ან/და დაზიანება;“; ა.ბ) „გ.ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ.ლ) პირად საცხოვრებელ ოთახში არსებული სარკმლიდან მოქალაქესთან კომუნიკაციის დამყარება;“; ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი: „2. ვიდეომონიტორინგის რეალურ დროში განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია, აღრიცხოს ნებისმიერი ტექნიკური შეფერხება (ელექტროენერგიის გათიშვა ან არასტაბილურად მიწოდება, ვიდეომონიტორინგის სისტემის დაზიანება ან მისი მწყობრიდან გამოსვლა და სხვა), რამაც გამოიწვია ვიდეომონიტორინგის წარმოების შეფერხება. აღნიშნული ხარვეზის შესახებ პასუხისმგებელი პირის მიერ ეცნობება მის უშუალო ხელმძღვანელს.“. 4. მე-9 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დეპარტამენტი ახორციელებს ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ადგილების ვიდეომონიტორინგის შედეგად მიღებული ინფორმაციის ჩაწერასა და შენახვას.“; ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. მონაცემების დაარქივებისას, ხარისხის უზრუნველყოფისა და მონიტორინგის სამსახურის მოსამსახურე ადგენს შესაბამის ოქმს (დანართი №2). დაარქივებული მონაცემები ინახება დეპარტამენტში, საამისოდ დაცულ ელექტრონულ მატარებელზე. ამ წესის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მონაცემების დაარქივების ოქმს აგრეთვე დაერთვება შესაბამისი გადაწყვეტილება.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 სექტემბრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები